საათის ქალღმერთები (ეგვიპტე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საათის ქალღმერთები – ეგვიპტელები დღესაც და ღამესაც 12 საათად ყოფდნენ. საათები უკვე პირამიდების ტექსტებშია დაფიქსირებული. თითოეულ საათს სახელი ჰქონდა (სხვადასხვა დროს ეს სახელები იცვლებოდა) და ქალღმერთად იყო პერსონიფიცირებული, რადგან საათი (ეგვ. wn w.t) ეგვიპტურ ენაში მდედრობითი სქესის სიტყვაა. დღის საათების ქალღმერთებს თავზე მზის დისკოთი, ღამის კი ვარსკვლავით გამოსახავდნენ. მათ გვერდით ყოველთვის მცველი ღვთაება იდგა, ხანდახან ეს ხორის ან ლეტოპოლისის ხორის შვილები შეიძლებოდა ყოფილიყო.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები