საკოორდინატო სისტემა 1942 წლის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკოორდინატო სისტემა 1942 წლის – (reference system of 1942, coordinate system of 1942), კოორდინატების ერთიანი სახელმწიფო სისტემა, გამოყენებულია კრასოვსკის მიერ 1940 წელს გამოთვლილი რეფერენც-ელიფსოიდის ზომები. 1942 წელს ეს ზომები დამტკიცებულ იქნა გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისათვის. კოორდინატების საწყისად ჩაითვალა პულკოვოს ობსერვატორიის (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) მრგვალი დარბაზის ცენტრი, ხოლო სიმაღლეების ათვლის საწყისად, კრონშტადტის ფურშტოკის (ბალტიის ზღვა) ნული. რუსულენოვან და ჯერჯერობით ქართულ ტოპოგრაფიულ რუკებზეც (1:50 000) აბსოლუტური სიმაღლეების ათვლისათვის მიუთითებენ ბალტიის სიმაღლურ სისტემას. 1942 წლის საკოორდინატო სისტემა ემყარება გაუს-კრიუგერის ბრტყელი მართკუთხა კოორდინატების სისტემას, რის გამო ზოგჯერ მათ აიგივებენ. ამ სისტემაშია შედგენილი ყოფილი სსრკ და მ.შ. საქართველოს ტერიტორიის რუსულენოვანი ტოპოგრაფიული რუკები. 2000 წლიდან რუსეთში ტოპოგრაფიული და კარტოგრაფიული სამუშაოები სრულდება 1995 წლის საკოორდინატო სისტემაში, რომელიც ემყარება დედამიწის ელიფსოიდ ПЗ-90 (PZ-90)-ს. საქართველო 1999 წლიდან გეოდეზიურ-კარტოგრაფიული სამუშაოების საწარმოებლად იყენებს საერთაშორისო ელიფსოიდ WGS-84-ის პარამეტრებს.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები