საქართველოს მუსიკალური საზოგადოება
საქართველოს მუსიკალური საზოგადოება − აღნიშნული სტატუსი შეიძინა 2000, საქართველოს მუს.იკალური საზოგადოების გამგეობის რეორგანიზაციის შემდეგ. საზოგადოების მიზანია ხელი შეუწყოს ქართული მუსიკალური ტრადიციების განვითარებას, მუსიკალური ხელოვნების წამყვანი დარგების პროფესიულ-მხატვრული დონის ამაღლებას. საზოგადოების წევრები არიან სხვადასხვა პროფესიის მუსიკოსები. საზზოგადოება მართავს შემოქმედებით საღამოებს, კონცერტებს, ფესტივალებს, კონკურსებს, პრეზენტაციებს, კონფერენციებს. გასცემს ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიას. საზოგადოების თავმჯდომარეა მუსიკისმცოდნე მ. ახმეტელი. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა ს. ცინცაძის სახელობის კამერული ანსამბლების კონკურსი (2000, 2003), თბილისის კამერული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი (2006), საქართველოს სამუსიკო სკოლების რეგიონალური კონკურსი (2015), გამოიცა კომპოზიტორ გ. ჩუბინიშვილის სიმღერებისა და რომანსების კრებული (2001), ს. ცინცაძის „გაორკესტრების ტექნიკა“ (2003), „თემურ მათურელი" (2005), „ედიშერ გარაყანიძის რჩეული წერილები“ (2007), მ. ახმატელის „ცხოვრება ხელოვნებაში“ (2008), ნ. ქავთარაძის „თენგიზ მუშკუდიანი“ (2008) და „ო, უძლეველო დიდო წამო შემოქმედების“ (2013), „უნიკალური ჩანაწერების“ რუბრიკით გამოიცა კომპაქტდისკები: თ. ამირეჯიბი (2003), დ. გამრეკელი (2005), მ. ნაკაშიძე (2005), მ. ამირანაშვილი (2008), მ. იაშვილი (2008), ი. კეჭაყმაძე (2010), XX ს-ის ქართველი ტენორები (2012).
საქართველოს მუსიკალური საზოგადოების კამერულ დარბაზში სისტემატურად იმართება სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ღონისძიებები.