საძირკვლის კონსტრუქციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საძირკვლის ბრტყელი ფილის დაარმირება კომპოზიტური არმატურით

საძირკვლის კონსტრუქციებიკომპოზიტური არმატურით ფუძეებისა და საძირკვლების დაპროექტებისას მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული მაარმირებელი მასალის სიმტკიცე და ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. საძირკვლების გაანგარიშებისას გაითვალისწინება ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადა მიმდინარე რემონტის გათვალისწინების გარეშე და მუშაობა ქიმიურად აგრესიულ გრუნტულ გარემოში.

მცირე ჩაღრმავების საძირკვლებს აკეთებენ მონოლითურს ან ასაწყობს. გასათვალისწინებელია იგი გარემოება, რომ ლენტური ან ფილისებრი საძირკვლის მოწყობისას სამშენებლო მოედანზე არ ხდება კომპოზიტური ღეროების მოღუნვა.

კომპოზიტური არმატურის გამოყენება ეფექტურია მცირე ჩაღრმავების საძირკვლის ბრტყელი ან საფეხუროვანი მოქნილი ფილის დასაარმირებლად. ასეთი საძირკველი მუშაობს ღუნვაზე და წარმოშობილ გამჭიმავ ძალვებს თავის თავზე ღებულობს არმატურა. გასათვალისწინებელია ის, რომ მოქნილ საძირკველში საფეხურის სიგანის ფარდობა მის სიმაღლესთან, აგრეთვე ბრტყელი ფილის კონსოლური ნაშვერის ფარდობა ფილის სისქესთან, არ უნდა იყოს 1,5-ზე ნაკლები.

კედლისქვეშა სვეტისებრი საძირკველი დაარმირებული კომპოზიტური არმატურით:1-მიწისზედა კედელი; 2-საძირკვლის კოჭი (რანდკოჭი); 3-სვეტი; 4-შემომზღუდავი კედელი; 5-კომპოზიტური არმატურის მოქნილი კავშირები; 6-ჭიქისებრი საძირკველი; 7-საძირკვლის ფუძის ფილის დაარმირება კომპოზიტური არმატურის ბადით

პრაქტიკული გამოცდილებით დადგენილია, რომ კომპოზიტური პოლიმერული არმატურით შეიძლება შეიცვალოს შემდეგი სახის ფოლადის არმატურა:

– პერიოდული პროფილის გრძივი მუშა ცხლადგლინული საარმატურე ფოლადი კლასით A400;

– განივი და კონსტრუქციული სამონტაჟო საარმატურე ფოლადი კლასით A240 და A300;

– BII კლასის მავთული დიამეტრით 6-8 მმ.

მიწისქვეშა აგრესიული წყლების არსებობისას ბეტონის მოსამზადებლად გამოიყენება შესაბამისი ცემენტი და ეწყობა ზედაპირული ჰიდროიზოლაცია.

მონოლითური და ასაწყობი საძირკვლების მოსაწყობად გამოიყენება ბეტონი, რომლის სიმტკიცე კუმშვაზე არანაკლებია B15 კლასისა, ხოლო ყინვამედეგობის მიხედვით ბეტონის მარკებია:

– I კლასის ნაგებობებისათვის, როცა ტემპერატურა t<–40°C – F75-F150; II კლასის ნაგებობებისათვის – F50-F100; Ш კლასის ნაგებობებისათვის – F35-F70;

– I კლასის ნაგებობებისათვის, როცა ტემპერატურა –40°C ≤ t < –20°C – F50-F100; II კლასის ნაგებობებისათვის – F35-F75; Ш კლასის ნაგებობებისათვის – F25-F50;

– I კლასის ნაგებობებისათვის, როცა ტემპერატურა –20°C ≤ t < –5°C – F35-F75; II კლასის ნაგებობებისათვის – F25-F50; Ш კლასის ნაგებობებისათვის – F25-F35;

– I კლასის ნაგებობებისათვის, როცა ტემპერატურა t < –5°C – F25-F50; II კლასის ნაგებობებისათვის – F25-F35; Ш კლასის ნაგებობებისათვის – F25; ხელოვნური ქვის ან ყორე ქვის ლენტურ საძირკვლებში და სარდაფის კედლებში შესაძლებელია მოქნილი არმატურის გამოყენება

სვეტისებრი საძირკველი

წერტილოვან ასაწყობ საძირკველში, რომელიც წარმოადგენს ბეტონის, ხელოვნური ქვის, ყორექვის, ცემენტგრუნტისა და მისთ. სვეტს, კომპოზიტური არმატურა შეიძლება გამოვიყენოთ კედლის წყობის (შემომზღუდავი პანელის) გაჭიმულ მაკავშირებლად და საძირკვლის ფუძის დასაარმირებელ ბადედ.

ლენტური საძირკველი

ლენტური საძირკველი: 1-გრუნტის ზედაპირი; 2-კედლის ბლოკები; 3-საძირკვლის ფილა; 4-კომპოზიტური არმატურა

მონოლითურ ლენტურ საძირკველში მიზანშეწონილია კომპოზიტური არმატურით დაარმირდეს საძირკვლის ფუძეზე გაყოლებული ფილა-ლენტი, რომელზეც მოდის საძირკვლის დაუარმირებელი შვეული კედლის (მუშაობს კუმშვაზე და ამიტომ არ საჭიროებს დაარმირებას) დატვირთვა.

ლენტური საძირკველი კომპოზიტური არმატურით

ასაწყობ ლენტურ საძირკველში კომპოზიტურ არმატურას იყენებენ საძირკვლის ფუძის უწყვეტი ფილისა და ბეტონის საკედლე ბლოკების წყობის დასაარმირებლად. მაღალი კოროზიამედეგობის გამო, კომპოზიტური არმატურა შეიძლება საძირკვლებში განლაგდეს გრუნტის წყლების ჰირიზონტალური დონის ქვევით.

არამდგრადი გრუნტების შემთხვევაში (ჯდენადი, ლიოსისებრი, განშრევებადი, ძლიერ კუმშვაზე მომუშავე და სხვ.) ასაწყობი საძირკვლის ბრტყელ ფილებში კომპოზიტური არმატურის გამოყენება რეკომენდებული არ არის. მათი გამოყენება უმჯობესია ნაკერებში, პირაპირებში, საძირკვლებსზედა ფილებში და ლენტურ საძირკვლებში შენობის მთელ პერიმეტრზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი კონსტრუქციის დაარმირების დროს გამოყენებული კომპოზიტური სამუშაო არმატურის დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 10 მმ-ისა, ხოლო კლასი – A400.



წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები