სმენის დაქვეითების მიზეზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სმენის დაქვეითების მიზეზები − კონდუქციური (ტრანსმისიული) სმენის დაქვეითების მიზეზებია:

— ოტიტი და ამ დაავადების გამო ჩამოყალიბებული ანატომიურ-ფიზიოლოგიური დარღვევები;
— სასმენი ძვლების ანკილოზი, იგივე გაძვალება. როგორც წესი, ვგულისხმობთ უზანგის ანკილოზს, თუმცა ჩაქუჩის თავის ანკილოზიც არც ისე იშვიათი მიზეზია;
— ტრავმის შედეგად სასმენი ძვლების მთლიანობის დარღვევა;
— თანდაყოლილი მალფორმაციები;
— სიმსივნეები;

შერეული სიყრუე

ამ შემთხვევაში შესაძლებელია ორი ვარიანტი:

  1. როდესაც პერცეპციული ანუ ნეიროსენსორული და კონდუქციური ანუ ტრანსმისიული სიყრუე ერთმანეთს ემთხვევა.
  2. პათოლოგიური მექანიზმი, როდესაც ძვლოვანი ლაბირინთის და უზანგის ფირფიტის ერთდროული დაზიანება ხდება. ამ ფენომენს ლაბირინთიზაცია ეწოდება და ოპერაციული ჩარევა (სტაპედოპლასტიკა) მხოლოდ ნაწილობრივ გვაძლევს შედეგს, რადგანაც ძვლოვანი ლაბირინთის დაზიანებით გამოწვეული სიყრუე არ იკურნება სტაპედოპლასტიკით.

სწრაფად პროგრესირებადი ლაბირინთიზაცია მიუთითებს მძიმე, მწვავე ან ქრონიკულ ანთებით პროცესზე, როგორიცაა: ტუბერკულოზი, ვეგენერის გრანულომატოზი, სიფილისი.


NOTA BENE
  • სიყრუე შესაძლებელია იყოს სხვა დაავადების ნიშანი და ამიტომ პროგრესირებადი;
  • უეცარი სიყრუის დროს, აუცილებელია ჩატარდეს ამ სიმპტომის ეტიოლოგიის გამოსავლენი კვლევები;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები