სონატური ალეგრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სონატური ალეგრო – ფორმა, რომლითაც იწერება სონატისა და სიმფონიის პირველი ნაწილები მოცემული ჩქარი (allegro) ტემპით, სონატური ალეგროს ფორმა შედგება სამი დიდი ნაწილისაგან: ექსპოზიციის, დამუშავებისა და რეპრიზისაგან. ექსპოზიცია არის ორი მთავარი, კონტრასტულად დაპირისპირებული მუსიკაური სახეების ჩვენება, რომლებიც ჩნდება მთავარსა და დამხმარე პარტიებში. დამუშავება არის მთავარი და დამხმარე პარტიების თემათა განვითარება, მათი სახეების ურთიერთშეტაკება და „ბრძოლა“. რეპრიზა ექსპოზიციის განვითარებაა მთავარი და დამხმარე პარტიების სახეთა ახლებური ურთიერთდამოკიდებულებით,სონატური ალეგროს ფორმა ყველაზე მოქმედი და დინამიკურია, რომელსაც აქვს ფართო შესაძლებლობა ასახოს ობიექტური სინამდვილის მოვლენები და ადამიანის სულიერი სამყარო, მისთვის დამახასიათებელ შინაგან წინააღმდეგობაში და განუწყვეტელ ზრდასა და განვითარებაში.

'სონატური ალეგროს ფორმა ჩამოყალიბდა XVIII ს. შუა პერიოდში და მალე მოიპოვა ფართო გავრცელება არა მხოლოდ სიმფონიების, სონატების, კვარტეტების და ინსტრუმენტული კონცერტების პირველ ნაწილებში, არამედ ერთნაწილიან სიმფონიურ პოემაშიც, საკონცერტო და საოპერო უვერტიურებშიც და ცალკეულ შემთხვევებში ვრცელ საოპერო არიებშიც.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები