სპენდიარიანი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე სპენდიარიანი

ალექსანდრე სპენდიარიანი (სპენდიაროვი) – (20 ოქტომბერი 1871, კახოვკა – 7 მაისი 1928, ერევანი) სომეხი კომპოზიტორი, სომხეთის სახალხო არტისტი (1926), დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. სომხური მუსიკის კლასიკოსი.

ალექსანდრე სპენდიარიანმა 1895 დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კომპოზიციის თეორიას სწავლობდა მოსკოვში ნ. კლენოვსკისთან (1892-94) და პეტერბურგში ნ. რიმსკი-კორსაკოვთან (1896-1900). 1924-იდან ცხოვრობდა ერევანში. სპენდიარიანის შემოქმედება ჩამოყალიბდა რუსული და სომხური კულტურის ზეგავლენით. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა პროგრამული მუსიკისადმი. მისი საუკეთესო ქმნილებაა ოპერა „ალმასტი“ (1930, მოსკოვი), ასევე გამორჩეულია სიმფონიური სურათი „სამი პალმა“ (1905), „ერევნული ეტიუდები“ ორკესტრისათვის (1925), 2 საორკესტრო სიუიტა „ყირიმული ესკიზები“ (1903, 1912) და სხვ. მისი სახელი მიენიჭა ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრს.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები