სუეცის არხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუეცის არხი, ფოტო კოსმოსიდან

სუეცის არხი − საერთაშორისო არხი, რომელიც აერთიანებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს. წარმოადგენს უმოკლეს გზას ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეების ნავსადგურებს შორის და მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანსპორტო და სტრატეგიული დანიშნულება აქვს,

სუეცის არხის სიგრძეა 161 კმ, მინიმალური სიგანე – 120 მ, ფარვატერის სიღრმე – 16,2მ. სუეცის არხის ნავსადგურებია: ხმელთაშუა ზღვაზე – პორტსაიდი, წითელ ზღვაზე – სუეცი. სუეცის არხი ააგო 1854-69 ფრანგი ფ. ლესეფსის მიერ შექმნილმა სააქციო კომპანიამ ეგვიპტის ტერიტორიაზე, რომელსაც გადაეცა საკონცესიო უფლება არხის მიმართ 99 წლის ვადით მისი გახსნის დღიდან. სუეცის არხი გაიხსნა 1869.

1888 კონსტანტინოპოლის კონფერენციაზე დაიდო კონსტანტინოპოლის კონვენცია სუეცის არხის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა, ავსტრია-უნგრეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, იტალიამ, ჰოლანდიამ და თურქეთმა; მოგვიანებით კონვენციას შეუერთდნენ საბერძნეთი, დანია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, ჩინეთი და იაპონია. კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სუეცის არხში მოქმედებს ნაოსნობის თავისუფლების პრინციპი როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე ომიანობის დროს ნებისმიერი სახელმწიფოს ალმის ქვეშ მცურავი სავაჭრო და სამხედრო გემებისათვის. სუეცის არხში 3 მილის ზონაში დაუშვებელია ისეთი მოქმედება, რომელიც შეაფერხებს ნაოსნობას. დაუშვებელია არხის ბლოკადა.

ეგვიპტის პრეზიდენტის დეკრეტით, 26.VII.1956 განხორციელდა სუეცის არხის სააქციო კომპანიის ნაციონალიზაცია. გაეროს უშიშროების საბჭომ 13.X.1956 რეზოლუციით დაადასტურა ეგვიპტის სუვერენიტეტი არხზე და ეგვიპტის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ იგი პატივს სცემს ნაოსნობის თავისუფლებას კონსტანტინოპოლის კონვენციის შესაბამისად, არხის მმართველობის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებლობა დაეკისრა ეგვიპტის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ორგანოს, რომელსაც დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა.

არაბეთის ქვეყნების წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის I967 შედეგად არხზე ნაოსნობა შეჩერდა. 1975 არხზე ნავიგაციის აღდგენის შემდეგ დაიწყო მისი რეკონსტრუქცია. თანამედროვე პერიოდში სუეცის არხი ღიაა საერთაშორისო ნაოსნობისათვის, კონსტანტინოპოლის კონვენცია უმნიშვნელო ცვლილებებით დღემდე მოქმედებს და სუეცის არხის სამართლებრივი რეგულირებისათვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები