ტურუხტანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტურუხტანი

ტურუხტანი (ლათ. Philomacl:us pugnax Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ტურუხტანი.

ტურუხტანი შაშვზე დიდი ფრინველია, ფრთა 170-190 მმ-ია, ნისკარტი 30-37 მმ, წონა – 115-250 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მკვეთრი განსხვავებაა გამრავლების პერიოდში. მამალი ამ დროს მეტად ნაირგვარი შეფერილობისაა. კეფაზე, გვერდებსა და კისრის წინა ნაწილში აქვს წაგრძელებული ბუმბულები („საყელო“). მკერდის, ზურგისა და ფრთების ბუმბულებიც ნაირფერია, განივი ან გასწვრივი ზოლებით, მსხვილი კოპლებით ან წვრილი წინწკლებით. ბუმბულებზე მეტწილად მეტალური ელვარებაა. აღწერილია შეფერილობის 38 ტიპი. გამრავლების პერიოდში დედალიც მკვეთრი შეფერილობისაა, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე მამალი. ზაფხულის მეორე ნახევრიდან მეორე წლის მაისამდე დედალი და მამალი შეფერილობით არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ზურგის მხარე, მათ ორის კუდიც, მორუხო-მურაა; თავის, კისრის, ზურგისა და ფრთის მფარავები მურა-მოშავოა, ჟანგმიწისფერი, არშიებით და შავი ღეპეპებით. საჭის ბუმბულების შუა წყვილი სხვებზე მუქია, ყელი და მუცელი − თეთრი; მკერდზე, ჩიჩახვსა და სხეულის გვერდებზე ბუმბულები ღია მოწაბლისფროა, წვეროებში ფართო მოჟანგმიწისფრო-თეთრი არშიებით. ნისკარტი მოშავოა, ბრჭყალები – შავი, ხოლო ფეხები – მოყვითალო-ხორცისფერი.

სარჩევი

გავრცელება

ტურუხტანის ბუდობის არეალი მოიცავს ტუნდრისა და ტყე-ტუნდრის ზოლს და ტაიგის ზონის ჩრდილოეთ ნაწილს ევროპასა და აზიაში, დასავლეთით გერმანიის, დანიის, სკანდინავიის ჩრდილოეთ ნაწილისა და კოლის ნახევარკუნძულიდან, აღმოსავლეთით ჩუკოტკამდე. სამხრეთით აღწევს უნგრეთს, ჩეხოსლოვაკიას, ჩრდილოეთ უკრაინას, ხოლო ციმბირში ტაიგის ჩრდილოეთ ნაწილს. ზამთრობს ძირითადად აფრიკაში და აზიის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში, განსაკუთრებით შემოდგომობით.

ბიოტოპი

ტენიანი ბალახნარები ან ხავსიანი ჭაობები ტუნდრასა და ტყეტუნდრაში. მამლები ტიხტიხის დროს თავს იყრიან მშრალ ნაკვეთებზე.

გამრავლება

პოლიგამიური ფრინველია. ბუდეს აკეთებს დედალი მიწაზე, მოზრდილ ჩაღრმავებაში, მეტწილად მშრალ, ზოგჯერ ტენიან ბალახ-ნარებში. დებს 4 კვერცხს. კრუხად ჯდება და მართვეების აღზრდაზე ზრუნავს მხოლოდ დედალი. მამლები, ტიხტიხის დამთავრების შემდეგ შორდებიან ამ ადგილებს და განგურს განიცდიან. საინკუბაციო პერიოდი 21 დღემდე გრძელდება.

კვება

ტურუხტანის საკვებს შეადგენენ უხერხემლო ცხოველები ხოჭოები, კალიები, ბაღლინჯოები, ჭიაყელები და სხვ. მცირე რაოდენობით ჭამს მცენარეთა თესლებსაც.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. შედარებით დიდი ზომისა და მიმოფრენის პერიოდში საკმაო რიცხვმრავლობის გამო სანადირო მნიშვნელობაც აქვს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები