უგანზომილო სიდიდეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უგანზომილო სიდიდეებიწარმოებული ფიზიკური სიდიდეები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული ძირითად სიდიდეებად შერჩეული სიდიდეების ერთი და იმავე რიცხვჯერ ცვლილებაზე.

მაგალითად, უგანზომილებო სიდიდეა ბრტყელი კუთხე, რომელსაც განსაზღვრავენ, როგორც ორ რადიუსს შორის მოთავსებული რკალის სიგრძის ფარდობას რადიუსის სიგრძესთან, რადგან იგი არაა დამოკიდებული რადიუსის სიგრძეზე.

უგანზომილებო სიდიდეებს განეკუთვნება აგრეთვე ყველა ფარდობითი სიდიდე, ფარდობითი სიმკვრივე (სხეულის სიმკვრივის ფარდობა წყლის სიმკვრივესთან), ფარდობითი წაგრძელება და ა.შ.

უგანზომილებო სიდიდეებს გამოსახავენ განყენებული ერთეულებით, ფარდობით სიდიდეებს – აგრეთვე პროცენტებით (%) ან პრომილებით (%0).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები