ფესვის ამოღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფესვის ამოღება – ახარისხების შებრუნებული მოქმედება, როდესაც მოცემული ხარისხით და ხარისხის მაჩვენებლით იძებნება ხარისხის ფუძე. ამოვიღოთ n-ური ხარისხის ფესვი რიცხვიდან (ასე აღინიშნება ), ნიშნავს ვიპოვოთ ისეთი x რიცხვი, რომლის n-ური ხარისხი უდრის a-ს, ე.ი. xn = a; ასე ჩაიწერება:
= x. აქ n- ფესვის მაჩვენებელია, a- ფესვქვეშა გამოსახულება, x- ფესვი (ანუ რადიკალი). a რიცხვიდან n-ური ხარისხის ფესვის ამოღება ეკვივალენტურია xn – a = 0 ორწევრა განტოლების ამოხსნისა.
დადებითი რიცხვიდან დადებით ფესვს ეწოდება ფესვის არითმეტიკული მნიშვნელობა.
ფესვის ამოღების დროს სრულდება ტოლობები: