ქრისესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრისესი(ბერძნ.)

1. აპოლონის ქურუმი, შედარებით ვრცლად მასზე მოგვითხრობს ჰომეროსი „ილიადაში“. ქრისესის ქალიშვილი, ქრისეისი, ტროას ომის დროს ნადავლად ერგო მიკენის მეფე აგამემნონს. ქრისესი მდიდრული ძღვენით ეახლა მეფეს ქალიშვილის გამოსასყიდად. არ მიიღო მისი ძღვენი აგამემნონმა. მაშინ შეურაცხყოფილმა ქურუმმა აპოლონს სთხოვა, დაესაჯა ბერძნები. შეისმინა დიდმა ღვთაებამ თავისი მსახურის ვედრება და აქაველები შავი ჭირით დაასნეულა. მხოლოდ მაშინ შეწყვიტა აპოლონმა ბერძენთა მუსვრა, როდესაც ქრისეისი დაუბრუნეს მამას.

ისტორიულ დროს ფრიგიის ერთ-ერთი ქალაქის სახელწოდებაც ყოფილა ქრისესი. იქ მდებარეობდა აპოლონის ტაძარი სკოპასის მიერ შესრულებული ღვთაების ქანდაკებით.

2. აგამემნონისა და ქრისეისის ვაჟი.

როდესაც ტროას ომი დასრულდა, აგამემნონისაგან შეეძინა ვაჟი ქრისეისს, რომელიც თავის ნაშიერს აპოლონის ძედ აცნობდა ყველას. აგამემნონის შვილები კლიტემნესტრასგანორესტესი და იფიგენია – თავს აფარებდნენ უფროს ქრისესს, რომელსაც სურდა მათი გაცემა. მაშინ კი გაამხილა ქრისეისმა, რომ მისი ვაჟი ორესტესისა და იფიგენიას ნახევარძმა იყო. კეთილად განეწყო მათდამი ქრისესი და შეიფარა ლტოლვილები.

ამ თემაზე სოფოკლეს დაუწერია ტრაგედია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები