შუა ციმბირის ზეგანი
შუა ციმბირის ზეგანი – შუა ციმბირს უკავია ჩრდილოეთ აზიის მნიშვნელოვასი ნაწილი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ ციმბირის ვაკეს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირს, სამხრეთ ციმბირის მთათა სარტყელსა და ჩრდილო ყინულოვან ოკეანეს შორის. დასავლეთი საზღვარი გასდევს მდინარე ენისეის მთავარ ხეობას, აღმოსავლეთი საზღვარი – ლენისა და ალდანის ხეობებს, სამხრეთი – სამხრეთ ციმბირის მთიანი სარტყლის (აღმოსავლეთ საიანისა და ბაიკალისპირა მთების) მთისძირებს მატერიკული ხმელეთი (ტაიმირის ნ/კუნძულს მიმდებარე ტერიტორიით) – ჩრდილოეთ ნახევარსფეროს, მასშტაბთ ყველაზე შორს ვრცელდება ჩრდილოეთისაკენ (ჩელუსკინის კონცხი – ჩ.გ, 77°43′). ჩრდილოეთიდან აკრავს კარისა და ლაპტევების ზღვების წყლები, ჩრდილოეთ მიწის კუნძულები. რეგიონი ფართობით 4 მლნ კმ2-ია.
შუა ციმბირი არქტიკულ, სუბარქტიკულ, ხოლო სამხრეთი ნახევარი ზომიერ სარტყლშია, რაც ბუნების საერთო სიმკაცრის ფონზე განსაზღვრავს მისი ლანდშაფტის ნაირგვარობას, იგი დასახლებული ხმელეთის ფარგლებში გამოირჩევა ყველაზე მკაცრი ბუნებით, ყველაზე ძლიერ ყინვიანი ზამთრით (მის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარეობს ჩრდილონახევარსფეროს სიცივის პოლუსი ოიმიაკონის ქვაბული), მრავალწლიანი მზრალობის საყოველთაო გავრცელებით ციმბირული ლანდშაფტი ყველაზე ტიპურად მის ფარგლებშია გამოხატული.
ციმბირის ბუნების ცნობილი მკვლევარის ი. გმელინის მეცნიერული შთაბეჭდილებებით ნამდვილი ციმბირული ლანდშაფტი იგრძნობა მხოლოდ მდ. ენისეიდან აღმოსავლეთისაკენ. იგი მსოფლიო მასშტაბით გამოირჩევა მაღალი ბუნებრივი სარესურსო პოტენციალით. ბუნებრივი რესურსების (წიაღისეული, წყლის, ჰიდროენერგეტიკული, ძვირფასბეწვიანი სარეწაო ნადირის) კომპლექსით მას მსოფლიოში ვერც ერთი რეგიონი ვერ შეედრება.
სარჩევი |
რელიეფის ძირითადი ნიშნები და მისი კავშირი ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების ისტორიასთან და ტექტონიკურ აგებულებასთან.
შუა ციმბირის რელიეფი დასავლეთ ციმბირთან შედარებით ბევრად უფრო მრავალფეროვანია, თუმცა აქაც ძირითადი ნაწილი ვაკეს უკავია, რომელიც გამოხატულია სსვადასხვა სიმაღლეზე (400-დან 1500მ-მდე) განლაგებული ზეგნებითა და პლატოებით. ვაკე რელიეფის გაბატონება განსაზღვრა მისმა ტექტონიკურმა ბუნებამ. მას მცირე გამონაკლისის გარდა საფუძვლად უდევს ძველი ბაქანი რომლის ფუნდამენტმაც დანაოჭება განიცადა პროტეროზოულში და ბაიკალურ ეპოქაში. პალეოზოური დასაწყისიდან კემბრიულის წინა ხმელეთი განიცდის დაძირვას და ხანგრძლივი დროით ზღვით იფარება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ბაქნის მძლავრი დანალექი ქანების ზეწარი. რეგიონის ტექტონიკური სტრუქტურების ჩამოყალიბებაში მნიშენელოვანი როლი შეასრულა პალეოზოურის ტექტოგენეზისმა. კალედონური ორიგენეზისის შედეგად კამბრიულისწინა ბაქნიდას ჩრდილოეთით (ჩრდ, მიწა და ჩრღ. ტაიმირი) წარმოიქმნა ახალი ნაოჭა სტრუქტურები. შემღგომში ადგილი აქვს აზევებას და მასთან დაკავშირებით ზღვის რეგრესიას, რომლის შედეგად თითქმის მთელ ტერიტორიაზე (შუა ციმბირის) ყალიბდება კონტინენტური (ხმელეთის) პირობები.
ძალიან აქტიური იყო პერცინული ოროგენეზისი, რომლის შედეგად ბაქნის ფუნდამენტში წარმოიქმნა გრანდიოზული რღვევები, რასაც ახლდა ინტენსიური ვულკანური პროცესები, რომელმაც მაქსიმუმს ქვედა იურულში მიაღწია და წარმოშვა ვრცელი ლავური განფენები (ტრაპები) აქტიური დანაოჭების პროცესი გამოვლინდა უკიდურეს ჩრდილოეთ კალედონურ ხმელეთს (ენისეი-ხატანგის ვაკე და ბირანგას მთები) და ძველ ბაქანს შორის.
მეზოზოური და ქვედა მესამეული დრო ტექტონიკური თვალსაზრისით გამოირჩევა მნიშვნელოვანი სიწყნარით და ადგილი აქვს ინტენსიურ დენუდაციას, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა ვაკე ზედაპირი, რომელიც დაფარული იყო თურღაის ტიპის (სუბტროპიკული ჰავის) ტყეებით.
შუა ციმბირის რელიეფის თანამედროვე სახის შექმნაში, პენეპლენიზებული ზედაპირიდან ვაკე რელიეფის ნაირგვარ ფორმათა წარმოქმნაში და თანამედროვე ჰიფსომეტრიული დონეების ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა დედამიწის ქერქის ნეოტექტონიკურმა მოძრაობამ, პალეო და თანამედროვე კლიმატურმა პირობებმა და ორივესთან დაკაეშირებულმა რელიეფწარმომქმნელმა ეგზოგენურმა პროცესებმა. მესამეულის დამლევის და მეოთხეულის ვერტიკალურ-დიფერენციალური მოძრაობის შედეგად შუა ციმბირის პენეპლენი დანაწევრდა სხვადასხვა სიმაღლის ზეგნებად და პლატოებად: პუტორანის (რეგიონის ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი 1701მ), ბირანგას ზეგანი, ვილლუის, ანაბარის, ტუნგუსკის ლენისპირა და სხვა და ღრმულებად (დაბლობებად): ჩრდილოეთ ციმბირის ცენტრალური იაკუტიის, ლენისპირა და სხვა. ზედაპირის აზევებამ მნიშვნელოვნად გაააქტიურა ეროზიული პროცესები.
მეოთხეულის დამლევისათვის ხმელეთი ჩრდილოეთისაკენ შორს ვრცელდებოდა, დაახლოებით თანამედროვე შელფის საზღვრამდე, შემდგომში ჩრდ. ნაწილი განიცდის დაძირვას და იფარება ზღვით (ბორეალური ტრანსგრესია), პლეისტოცენის დამლევს მყარდება წყლის და ხმელეთის განაწილების და მასთან სანაპირო ბაზის თანამედროვე სურათი.
თანამედროეე რელიეფის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ძველმა (მეოთხეულის) გამყინეარებამ, თუმცა იგი ჰავის კონტინენტურობის მიზეზით გაცილებით ნაკლები სიმძლავრის იყო, ვიდრე დასაელეთ ციმბირის და მითუმეტეს რუსეთის ვაკეზე. ამიტომ გამყინვარების კვალი ვაკეზე სუსტად არის გამოხატული. ზოგიერთი მკელევარი შუა ციმბირის ტერიტორიაზე საერთოდ გამორიცხავს საფარულ (ზეწრულ) გამყინვარებას. მნიშენელოვანი სიმძლავრით ხასიათდებოდა მთიანი გამყინეარება, რომლის მთავარი ცენტრები არსებობდა ტაიმირზე და პუტორანის და ანჩაბარის მასივებზე. გამყინვარების ეპოქაში მნიშვნელოვანი მასშტაბი მიიღო მრავალწლიანმა მზრალობამ და მიწისქვეშა გამყინვარებამ.
გამყინვარების ეპოქამ მკვეთრი დაღი დაამჩნია ლანდშაფტის ბიოგენურ კომპონენტებს (ბიოცენოზებს, ფართოფოთლოვანი ტყეების არეალს ავიწროეებს შერეული ტყეები, ხოლო ამ უკასასკნელს – ბორეალური (წიწვოვანები) ფლორა.
შუა ციმბირის ძირითადი ნაწილი უკავია ვრცელ შუა ციმბირის ზეგანს, რომლის ზედაპირის საშუალო სიმაღლე 500-600მ-ს შეადგენს. იგი და მთლიანად შუა ციმბირი მაქსიმალურ სიმაღლეს (1001 მ) აღწევს პუტორანის პლატოზე, რომელიც ღრმა ეროზიული ხეობებით დანაწევრებულია მაგიდა მთებად.
შუა ციმბირის მთავარი ოროგრაფიული ერთეულები შეესატყვისებიან მსხვილ მორფოსტრუქტურებს. თითქმის მთელი შუა ციმბირი უკავია ციმბირის ძველ ბაქანს. მის გარეთ რჩება მხოლოდ ტაიმირის ნ/კუნძული, რომელიც აგებულია პალეოზოური ნაოჭა-ლოდა სტრუქტურებით.
ბაქნის კრისტალური ფუნდამენტის ზედაპირის სიღრმე მნიშვნელოვან ფარგლებში მერყეობს, მასთან დაკავშირებულია რელიეფის მსხვილი ფორმების (პლატოების და ღრმულების) წარმოქმნა. კრისტალური ფუნდამენტის ყველაზე დიდი შვერილები (კრისტალური ფარები) წარმოქმნიან ანაბარის, ალდანის და ენისეის დაბალმთიან მასივებს.
რელიეფის ფორმებიდან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ვრცელ ლავურ განფენებს (ტრაპებს) რომლებიც წარმოშობენ დამრეც ტალღოვან პლატოებს (ზეგნებს) ციცაბო საფეხურებიანი კალთებით.
პირველადი (ტექტოგენური რელიეფი გამრავალფეროვნებულია სკულპტურული ფორმებით, რომლის წარმომქმნელ ეგზოგენურ პროცესებს შორის მოქმედების აქტივობით გამოირჩევა ეროზია, ფიზიკური (განსაკუთრებით ყინვითი) გამოფიტვა, მზრალობა და თერმოკარსტი. რეგიონის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მძლავრი მრავალწლიანი მზრალობის უწყეეტი გავრცელება მნიშენელოვნად ასუსტებს ეროზიულ პროცესებს.
შუა ციმბირის ბაქნურმა აგებულებამ უახლოეს ტექტონიკურ მოძრაობასთან (ძირითადად აზევებით) და ეგზოგენურ პროცესებთან კომპლექსში განსაზღვრა გენეზისის და მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით სხვადასხვა ტიპის (ეროზიულ-შრეებრივი, ეროზიულ-ტრაპული, ლავური პლატოები და სხვა) ეროზიულ- დენუდაციური მაღლობი ვაკეების და პლატოების გაბატონება.
ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პერიფერიაზე (ახალგაზრდა ტექტონიკურ დადაბლებათა ოლქები) დომინირებს სხვადასხვა გენეზისის აკუმულაციური ვაკეები–ზღვიური (ჩრდილოეთი მიწის სანაპირო), მორენული, მდინარეულ-მყინვარული და ალუეიური (ჩრდილო ციმბირის დაბლობი) და ტბიურ-ალუვიური (ლენა- ვილუის დაბლობი).
შუა ციმბირის ზეგანს ახასიათებს საფეხურებრივი დანაწევრება. მის ფარგლებში მკვლევარები გამოყოფენ ოთხ საფესურს (მოსწორებულ ზედაპირს). რომელთაგან ყველაზე მაღალი (1000-1500მ) მოიცაეს პუტორანის პლატოს. ხოლო ყველაზე დაბალს (300-500მ) და ფართობით ყველაზე ვრცელს უკავია ზეგნი სამსრეთ-აღმოსაელეთი, აღმოსაელეთი და ჩრღილო-აღმოსავლეთი ნაწილი, გამონაკლისს წარმოადგენს ლენა-ვილუის დაბლობი, ლენისპირა და ლენა-ალდანის პლატოები ღა ალდანის ზეგანი.
შუა ციმბირი მერიდიანულად დიდ მანძილზეა გადაჭიმული, რის გამოც ნათლად არის გამოხატული ეგზოგენური პროცესების და მასთან დაკავშირების მორფოსკულპტურული რელიეფის განედური ზონალურობა. ჩრდ. პერიფერიაზე ვრცელდება თანამედროვე გამყინვარების ზონა, რომლის მთავარი რელიეფწარმომქმნელი პროცესია კრიოგენურ-ეროზიული დენუდაცია, რასთანაც დაკავშირებულია ღრმა ტროგული ხეობები და რელიეფის ეროზიული და აკუმულაციური ფორმები (ჩრღილოეთი მიწა, ბირანგის მთების აღმოსავლეთი ნაწილი) უფრო სამხრეთით ვრცელდება ძველი გამყინეარების ზონა, რომელიც მოიცავს გაცილებით ვრცელ ტერიტორიას (ბირანგის მთების დასავლეთ ნახევარი, ჩრდილო ციმბირის დაბლობი, ანაბარის კრისტალური მასივი, პუტორანის პლატო და ალდანის მთიანეთი). წყალგამყოფ პლატოებზე (განსაკუთრებით პუტორანისა) დამახასიათებელია მყინვარულ-ეროზიული (ეგზარაციული) რელიეფი, ხოლო დადაბლებებში მყინვარულ-აკუმულაციური (ბოლო მორენული სერები, ზღვიური და მდინარეული ტერასები, თერმიკარსტული ტბური ღრმულები და სხვა).
მომდევნო ზონაში ხვდება შუა ციმბირის ყველაზე დიდი ნაწილი. მას უწოდებენ კრიოგენურ-ეროზიულ-აკუმულაციური მორფოსკულპტურის ზონას ვინაიდან რელიეფის ეროზიული და აკუმულაციური ფორმები თანაბრად განიცდის მრავალწლიანი მზრალობის გავლენას. მის ფარგლებში ფართოდ არის გავრცელებული თერმოკარსტული (განსაკუთრებით ლენა–ვილუის და ჩრდილო ციმბირის დაბლობზე) და კარსტული (ანგარისპირეთში ღა ალდანის მასივზე) რელიეფი.
მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორები და ჰავის ძირითადი ნიშნები.
შუა ციმბირის ჰავის მთავარი ნიშანია სიმკაცრე და მკვეთრი კონტინენტურობა, რაც განსაზღვრულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით და რელიეფის ხასიათით. რეგიონი მდებარეობს ციმბირის ცენტრში, რომელიც თბილი ოკეანეების გავლენას მოკლებულია, ხოლო ჩრდილო ყინულოვანი ოკეანიდან მონაბერი არქტიკული ჰაერი დაუბრკოლებლივ ვრცელდება მთელ ტერიტორიაზე.
განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა ზამთრის სეზონი. იანვრის საშუალო ტემპერატურა ნორმალურზე (საშუალო განედურთან შედარებით) 10-20-ით დაბალია და სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ თანდათანობით ეცემა მინუს 20-დან 42° მდე. ღრმა ხეობებში და ჩაკეტილ ქვაბულებში თერმულ ინვერსიასთან დაკავშირებით აბსოლუტური მინიმუმი ეცემა მინუს 68°-მდე რაც მცირედ ჩამორჩება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სიცივის პოლუსს. დამახასიათებელია ტემპერატურის დიდი ამპლიტუდები და უარყოფითი წლიური სიდიდეები. წლიური ამპლიტუდა იაკუტიაში 62°-ს აღწევს, ხოლო პოლარული წრის განედზე -60°, საშუალო წლიური ტემპერატურა ჩელიუსკინის კონცხზე მინუს 15,6°; კრასნოიარსკში პლუს 0,8, ბრატსკში – მინუს 2,6°, იაკუტიაში მინუს 10,2°. ზამთარში რეგიონის ტერიტორიაზე წარმოიქმნება მსოფლიოს დასახლებულ ხმელეთზე ყველაზე ძლიერი ანტიციკლონი. ძლიერ ყინვებთან ერთად დამახასიათებელია მცირე ღრუბლიანობა. წლიური ნალექებიდან ცივ პერიოდზე მოდის მხოლოდ 20-25% (50-100მმ). დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ნალექების რაოდენობა თანდათან კლებულობს და იაკუტიაში 50მმს არ აღემატება თოვლის საბურველის სიმძლავრე მცირეა და უმეტეს ნაწილზე 60სმ-ს არ აღემატება. ცენტრალური იაკუტიის დაბლობზე და საიანისპირეთში კიდევ უფრო ნაკლებია (30სმ), რაც ხელს უწყობს მრავალწლიანი მზრალობის განვითარებას. მცირე მოღრუბლულობის გამო მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა ნორმალურზე უფრო მაღალია. იაკუტიაში იგი 2099 საათს აღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მისგან ბევრად უფრო სამსრეთით მდებარე კისლოვოდსკის მაჩვენებელს (2007 საათი).
გაზაფხულზე მკვეთრად ხშირდება და ძლიერდება არქტიკიდან ცივი ჰაერის ტალღების შემოჭრა, რაც იწვევს ტემპერატურის ძლიერ დაცემას.
ზაფხული ჩრდილოეთში გრილია, ხოლო ტერიტორიის ძირითად ნაწილზე – თბილი, სამხრეთ განედებში ნორმალურზე უფრო მაღალი ტემპერატურით, გაბატონებულია პოლარული კონტინენტური ჰაერის მასები. ივლისის საშუალო ტემპერატურა ნორმალურზე 4-6-ით მაღალია. ყინულოვანი ოკეანის სანაპიროზე იგი პლუს 1-4°-ია, ტყის ზონის ჩრდილოეთ საზღვარზე – პლუს 12-14°, სამხრეთისაკენ იგი მატულობს 17-19°-მდე, რაც ამ განედებზე მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალია. მაქსიმალური ტემპერატურა აღწევს პლუს 39°. დამახასიათებელია ტემპერატურის ძლიერი რყევადობა. სამხრეთში დღისით ცხელა (პლუს 25-30°), ხოლო ღამით გრილა. ქვაბულების ძირზე თვით ივლისშიაც მოსალოდნელია წაყინვები. მზისაგან მიღებული სითბოს რაოდენობა განედურად დიდ ფარგლებში იცვლება. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი ჩრდილოეთ პერიფერიაზე ნულის ტოლია, ხოლო სამხრეთში 1600°.
ზაფხულში შუა ციმბირის ზეგანზე მყარდება დაბალი წნევა, რის გამოც უფრო აქტიური ხდება არქტიკულ ფრონტთან დაკავშირებული ციკლონური პროცესები, რაც განსაზღვრავს შედარებით ღრუბლიან და ნალექიან ამინდებს. მასზე მოდის ნალექების წლიური ნორმის 75-80% (200-400მმ). მთებში ნალექების რაოდენობა მატულობს, პუტორანის პლატოზე 600-700მმ-მდე, ენისეის ჭიუხზე –500მმ.
სითბოს რაოდენობა სამხრეთში საკმარისია ისეთი კულტურებისათვის როგორიცაა საგაზაუხულო ხორბალი, შვრია, ქერი. იაკუტიის ტუნდრაში და ტაიმირზე მოჰყავთ ბოსტნეული კულტურები, აშენებენ სარძევე პირუტყეს, მისდევენ მეირმეობას.
მიდა წყლები
შუა ციმბირი მსოფლიო მასშტაბით გამოირჩევა კარგად განვითარებული ჰიდროგრაფიული ქსელით. რეგიონი მთლიანად ყინულოვანი ოკეანის აუზს ეკუთენის. ტერიტორიის ძირითადი ნაწილის მდინარეები ქმნიან ენისეისა და ლენას სისტემეს, რომლებიც მსოფლიოს უდიდეს მდინარეებს განეკუთვნებიან. ყინულოვან ოკეანეს უშუალოდ ერთვიან მთელი რიგი მნიშვნელოვანი მდინარეები – პიასინა, ტაიმირი, ხატანგა, ასაბარი, ოლენიოკი.
მდინარეთა ქსელის სიხშირე ენსისეის აუზიდან ლენისაკენ კლებულობს. ზეგნის ფარგლებში ხშირია ჭორომები. მიუხედავად ნალექების სიმცირის, მდინარეები უხვწყლიანია რაც გამოწვეულია მთაგორიანი რელიეფით, მრავალწლიანი მზრალობით და მცირე აორთქლებით. ჩამონადენი ყველაზე მეტია პუტორანის მთებში (1კმ2-ზე წმ-ში 20 ლიტრზე მეტი), მისგან ჩრდილოეთისაკენ აღმოსავლეთისაკენ და სამხრეთისაკენ ნალექების შემცირების და აორთქლების მომატებასთან დაკავშირებით ჩამონადენი და ჰიდროგრაფიული ქსელის სიხშირე კლებულობს. ჩამონადენი ყველაზე ნაკლებია (2 ლიტრზე ნაკლები) ცენტრალური იაკუტიისს დაბლობზე სამხრეთიდან ჩრღილოეთისაკენ ჩამონადენის კოეფიციენტი საშუალოდ 0-74-დან 0,8-მდე იცვლება.
საზრდოობის მთავარი წყარო (50-70%) თოვლის ნადნობი წყალია, რის გამოც მდინარეთა წლიური ჩამონაღენის 90-95% თბილ პერიოდზე მოდის. მრავალწლიან მზრალობასთან დაკავშირებით მიწისქვეშა წყლების ხვედრითი წილი მცირეა (5-25%).
ზამთარში მდინარეები ხანგრძლივად იყინებიან, ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ოქტომბრიდან მაისამდე, სამხრეთში – ნოემბრის დასაწყისიდან აპრილამდე.
ტბები დასავლეთ ციმბირთან შედარებით ნაკლებია. ტბიანობით შედარებით გამოირჩევა პუტორანის მთები, ცენტრალური იაკუტიის ვაკე და ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობი. ტბები მეტწილად ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა (განსაკუთრებით პუტორანის მთებში) და ხასიათდებიან ვიწრო (1-დან 20კმ-მდე) და წაგრძელებული (125 კმ-მდე) პროფილით და მნიშენელოვანი სიღრმით (250მ-მდე) ყველაზე დიდია ლამა, კეტა და ხანტაი. მრავალრიცხოვანი, მაგრამ მცირე სიდიდის ტბებია ცენტრალური იაკუტიის ვაკეზე, მეტწილად თერმოკარსტული წარმოშობის. ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობის ტბები უმეტესად თერმოკარსტული და მყინვარული წარმოშობისაა ბირანგას სამხრეთ მთისძირებში მდებარეობს არქტიკის ყველაზე დიდი ტბა ტაიმირი, ფართობით დაახლოებით 4650კმ2. სიღრმე 3-26 მ, ზამთარში დიდი ნაწილი ფსკერამდე იყინება. მიწისქვეშა წყლების განლაგება მნიშენელოვაწილად რელიეფთან არის დაკავშირებული. დაბლობებზე, მთათაშუა ქვაბულებში და ზეგნებზე უმეტესწილად არტეზიული აუზებია. შუა ციმბირის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 75% (საკუთრივ ზეგანი, ჩრდილოეთ ციმბირის და ლენა- ვილუის დაბლობები) უკავია ციმბირის არტეზიულ აუზს. სიღრმით მიწისქვეშა წყლების მარილიანობა მატულობს. ფართოლ არის გავრცელებული (განსაკუთრებით ჩრდილოეთ ციმბირის დაბლობზე და ტაიმირზე) სიმზრალის ზედა, სიმზრალის შიდა და სიმზრალის ქვეშა წყლები. წყალმომარაგებაში მნიშენელოვანია აგრეთვე გრუნტის წყლების (ალუვიურ წყებებში) წილი.
შუა ციმბირის შიდა წყლების მნიშვნელოვანი ელემენტია თანამედროვე გამყინვარება და მრავალწლოვანი მზრალობა.
ჩრდილოეთ მიწის კუნძულები არქტიკის საფარული გამყინვარების ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია (17500კმ2). სადღაც ყინულსაფარის საშუალო სისქე შეადგენს 200მ.
მატერიკულ ნაწილში თანამედროვე გამყინვარება გამოხატულია მხოლოდ ბირანგას მთებში (დაახლოებით 50კმ2).
შუა ციმბირის ზეგანი გამოირჩევა მრავალწლიანი მზრალობის ყველაზე ფართო გავრცელებით, რაც გამოწვეულია ძლიერ მკაცრი და მცირეთოვლიანი ზამთრით. სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გაყინელი გრუსტის სიმძლავრე მატულობს 25-დან 4500მ- მდე. ამასთან დაკავშირებით დიდი ფართობი უკავია მიწისქვეშა გამყინვარებას.
მრავალწლიანი მზრალობა მნიშვნელოვნად აძნელებს ადამიანის სამეურნეო საქმიანობას.
ნიადაგ-მცენარეული საფარი, ცხოველთა სამყარო და ბუნებრივი ზონები
შუა ციმბირის ტერიტორიაზე ნათლად არის გამოხატული ლანდშაფტის ბიოგენური კომპონენტების და მათ მიერ შექმნილი ბუნებრივი ზონების განედური ცვლა. დაწყებული არქტიკული უდაბნოებით და ტყესტეპებით დამთავრებული. რეგიონის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკავია ზომიერი სარტყლის ტყეების (ტაიგის) ზონას. შუა ციმბირული ტაიგა მკვეთრად კონტინენტურ ჰავასთან დაკავშირებით არსებითად განსხვავდება დასავლეთ ციმბირის ტაიგისაგან. აქაური ტაიგისს მთავარი შემქმნელია ნათელწიწვოვნები – და ურიის ლარიქსი და ფიჭვი. კედარის, ნაძვის და სოჭის ხვედრითი წილი შედარებით უმნიშვნელოა. ჭაობებს გაცილებით ნაკლები ფართობი უკავია, ხოლო მრავალწლიანი მზრალობა საყოველთაოდ გავრცელებულია.
ტაიგის ფარგლებში გამოიყოფა სამი ქვეზონა: ჩრდილოეთი, შუა და სამხრეთი. ჩრდილოეთი ქვეზონა უკავია დაჭაობებულ ლარიქსიან ტყეს. მთებში სიმაღლით მას ცვლის მთის ტუნდრა.
შუა ტაიგა უფრო ტენიანია და სახეობრივად – შედარებით მდიდარი. ტაიგას ქმნის ნაძვი, კედარი, ლარიქსი. მდინარეთა ხეობებში გაბატონებულია ხავსებიანი ტაიგა ნაძვითა და კედარით (ციმბირის ლარიქსის უმნიშენელო ნარევით) აღმოსავლეთ ნაწილში, შედარებით მშრალი ჰავის პირობებში, ტაიგის მთავარი შემქმნელია დაურიის ლარიქსი.
სამხრეთ ტაიგას უკავია ანგარისა და ზემო ლენის აუზები. დასავლეთ ნაწილში, სადაც ჰავა შედარებით თბილია, ტყის მთავარი შემქმნელია ფიჭვი კორდიან-ეწერი ნიადაგებით. აღმოსავლეთ ნაწილში უფრო მკაცრი ჰავის პირობებში გაბატონებულია ლარიქსი. ორივეგან ქვეტყეში იზრდება მურყანი და დაურიის იელი.
ტყესტეპის ზონა შუა ციმბირის ტერიტორიაზე გავრცელების უწყეეტ არეალს არ წარმოქმნის. იგი სამხრეთ ტაიგის ფარგლებში ცალკეული (კრასნოიარსკი, ირკუტსკი და სხვ.) მასივების სახით არის წარმოდგენილი. კუნძულოვანი გავრცელებით (მთათაშუა ქვაბულებში) ხასიათდება აგრეთვე სტეპური ლანდშაფტი. ცხოველთა სამყარო ტაიგის ზონაში ტუნდრასთან შედარებით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვირფასბეწვიანი ნადირი.
ტაიგიდან ჩრდილოეთით სუბარქტიკეულ სარტყელში უწყვეტი ფართო ზოლი უკავია ტყეტუნდრისა და მეჩხერი ტყეების ზონას. ტყის ელემენტებიდან დამახასიათებელია დაურიის და ციმბირის ლარიქსი, რასთანაც შერწყმულია ტუნდრის ელემენტები – ხავსები, მღიერები, დაბუჩქული მურყანი, ტირიფი და ქონდარა არყი.
ცხოველთა სამყაროში გვხვდება როგორც ტაიგის, ისე ტუნდრის ბინადრები.
შედარებით მცირესიგანის, მაგრამ უწყეეტ ზოლს ქმნის ტუნდრის ზონა. სუბარქტიკული სარტყლის ტიპური ტუნდრა ტაიმირის ნახევარკუნძულზე გადადის არქტიკულ ტუნდრაში. ჩრდილოეთი მიწის კუნძულები უკავია ყინულოვან და ქვიან (ცივ) უდაბნოებს.
ანალოგიურად დასავლეთ ციმბირის ვაკისა, ლანდშაფტის რეგიონული ნაირგვარობა შუა ციმბირის ტერიტორიაზე უმეტესწილად თანხვდება ზონალურ-ტიპოლოგიურ კონტრასტებს. ამ ნიშნით მის ფარგლებში გამოიყოფა ორი მსხვილი რეგიონი (რუსი ავტორების მიხედვით ორი ფიზიკურ-გეოგრაფიული პროვინცია): ტუნდრიან, ტყე-ტუსნდრიანი ჩრდილოეთი, მყინვარული რელიეფით და ტყიანი და ტყესტეპიანი სამხრეთი (გამყინვარების გარე), მეტწილად ეროზიულის რელიეფით. თითოეული მათგანი მოიცავს ვრცელ ტერიტორიას და ხასიათდება ლანდშაფტის მნიშვნელოვანი შიდარეგიონული ნაირგვარობით, რაშიც მთავარ ფაქტორად გვევლინება რელიეფის ხასიათი. შესაბამისად, გამოყოფილი ფიზიკურ-გეოგრაფიული ოლქები შეესატყვისებიან ძირითად ოროგრაფიულ და მორფოსტრუქტურულ რეგიონებს.
ბუნებრივი რესურსები
შუა ციმბირი მსოფლიო მასშტაბით გამოირჩევა ბუნებრივი რესურსების (როგორიც წიაღისეული, ისე არაწიაღისეული) მრავალგვარობით და სიმდიდრით. მის წიაღშია შავი და ფერადი ლითონების, სათბობ-ენერგეტიკული რესურსების დიდი მარაგი, ასევე მდიდარია ალმასით.
შუა ციმბირი ძალიან მდიდარია წყლისა და ტყის რესურსებით, ძვირფასბეწვიანი ნადირით. საკმაოდ ნაირგეარია ნიადაგ-კლიმატური რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ბოსტნეულის, საადრეო მარცელეული და საკვები კულტურების მოყვანას.