ძალთა ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძალთა ფუნქცია – ძალთა ველში არსებული ისეთი უწყვეტი და მეორე რიგამდე წყვეტად წარმოებადი ⋃ ფუნქცია, დამოკიდებული მხოლოდ წერტილის მდებარეობაზე ⋃=⋃(x, y, z), რომ მისი კერძო წარმოებულები კოორდინატებით ტოლია ძალის შესაბამისი კოორდინატებისა
- ∂⋃/∂x = X, ∂⋃/∂y = Y, ∂⋃/∂z = Z;
(აქ x, y, z – ველის წერტილის კოორდინატებია, X,Y,Z – ძალის კოორდინატები). ასეთ ⋃ ფუნქციას ეწოდება მოცემული ძალთა ველის ძალთა ფუნქცია, ანუ პოტენციალი.