ხარი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხარი – ეგვიპტეში ხარის საკრალურ ცხოველად შერაცხვა უძველეს დროში მოხდა. საკრალური ხარების სასაფლაოები უკვე ბადარიულ ფენებშია ნაპოვნი (დაახლ. 4000-3600 წწ.).
ისტორიულ ეგვიპტეში აპისის, მნევისის და ბუხისის კულტის გვერდით უამრავი ლოკალური ხარის კულტებიც არსებობდა. ხარი სამი ქვემოეგვიპტური ნომის ნიშანი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძველად მთავარი ღვთაების სახით ისინი ხარს ეთაყვანებოდნენ – მეექვსე ნომში ხასუს, მეათე ნომში შავ ხარს კემ-ურს, მეთერთმეტე ნომში კი ხესბუს და „დიდ ხარს“, რომელსაც მინის დღესასწაულებზე დიდი როლი ენიჭებოდა. პირამიდების ტექსტებში გვხვდება ხარი ოთხი რქით, რომელიც ზეცის გზას დარაჯობს. ხარი გარდაცვლილებსაც უკვალავდა გზას ზეცაში.