„ხარი“ - („bull“) - ბირჟის მაკლერი, რომელიც ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების კურსის ამაღლებაზე თამაშობს. იგი შეიძენს, ვთქვათ, აქციებს და ელოდება მათი კურსის ზრდას, რათა შემდეგ გაყიდოს და საკურსო სხვაობიდან მოგება მიიღოს.
წყარო
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი