ხეტეპეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხეტეპეტი – საკულტო ადგილი, რომელიც, პირამიდების ტექსტების თანახმად, ჰელიოპოლისის ჩრდილოეთით მდებარეობდა. აქ ეთაყვანებოდნენ ქალღმერთს, რომელსაც „ხეტეპეტის ქალბატონი“ (ეგვ. Nb.t Htpt) ერქვა და ძალიან ადრე მოიხსენიება, როგორც ატუმის ცოლი. ასევე ძალიან ადრე მოხდა მისი შერწყმა ხატხორთან, რომელიც, ზოგიერთი ვარაუდის თანახმად, ატუმის და რას გაიგივების შემდეგ რას ცოლი სწორედ ხეტეპეტთან შერწყმის წყალობით გახდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები