ხუტნესუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხუტნესუტი – (ეგვ. Hw.t nswt, „მეფის სახლი“), გვიანდელი ნომების ცხრილების თანახმად, ზემო ეგვიპტის XVIII ნომის დედაქალაქი. ნომის ნიშანი იყო შევარდენი, სახელად „დუნანუი“ „გაშლილ ფრთებიანი“. პირამიდების ტექსტებში, ხორის და სეტხის მსგავსად, აღმოსავლეთის ღმერთია. მისი ხორთან შერწყმა ბუნებრივად ხდება. სავარაუდოდ, ქალაქი მდებარეობდა თანამედროვე კომ ელ-აჰმართან, რადგან აქ აღმოჩენილ პტოლემაიოს სოტერის ტაძრის ნანგრევებზე მოხსენიებული არიან „ხუტნესუტის ისიდა და ოსირისი“. ასევე სავარაუდოდ, ხორემხები (XVIII დინასტიის უკანასკნელი ფარაონი) ხუტნესუტშია დაბადებული.