ჯედეფრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯედეფრა

ჯედეფრა – (ან რაჯედეფი, ეგვ. Dd.f.R′′, „დღეგრძელია, როგორც რა“, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2528-2520 წწ.), ეგვიპტის მეოთხე დინასტიის ფარაონი, ხეოფსის ვაჟიშვილი, სავარაუდოდ მეორე რიგის ცოლისაგან. ტახტზე ადის მამის გარდაცვალების შემდეგ, რადგან ამ დროისათვის ხეოფსის და მისი დედოფლის, მერტიოტესის ვაჟიშვილი კავაბი უკვე გარდაცვლილია.

ჯედეფრას შესახებ არაფერია ცნობილი. ტურინის პაპირუსის მიხედვით იმეფა 8 წელიწადს. მისი პირამიდის კომპლექსი, რომელსაც ის იგებდა არა გიზეში, არამედ აბუ როაშში 10 კმ. ჩრდილოეთით, დაუსრულებელია, რაც ასევე მისი მეფობის ხანმოკლე პერიოდზე მეტყველებს, თუმცა ზოგიერთი ვარაუდის თანახმად, პირამიდა მაინც დასრულებული იქნა. პირამიდა, რომელიც ძვირფასი სამშენებლო ქვებით, სიენიტით და წითელი კვარციტით იყო ნაგები, ძალიან გაძარცვულია. პირამიდის მიდამოებში 1901 წელს აღმოჩენილი იქნა ფარაონის დაახლოებით ოცი კვარციტის ქანდაკების ნამსხვრევები, რომლებიც დღეს ლუვრშია დაცული და ძველი სამეფოს პერიოდის სამეფო ქანდაკების შედევრებად არის მიჩნეული. სავარაუდოდ, ჯედეფრა დაქორწინდა თავის ნახევარ დაზე, ხეოფსის და მერტიოტესის ქალიშვილზე ხეტეფხერეს II-ზე, რომელიც ადრე კავაბის ცოლი იყო. მიუხედავად მწირი ინფორმაციისა, ჯედეფრას მეფობა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმის გამო, რომ ის იყო პირველი ფარაონი, რომელმაც თავს „რას ვაჟიშვილი“ უწოდა, რაც უკვე რას რელიგიის ზეასვლის სერიოზული ნიშანია.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები