ბორჯომი (ქალაქი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
ბორჯომი საქვეყნოდ განთქმული ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. აშენებულია მტკვრის ვიწრო ხეობაში. ესაა ისტორიული [[თორი (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე)|თორი]], [[თორის ხეობა]]. აქაურები იყვნენ დიდგვაროვანი და დაწინაურებული ფეოდალების – თორელების საგვარეულო დინასტიის წარმომადგენლები. XV ს-დან სახელწოდება თორის  ხეობა სადგერის ხეობამ შეცვალა, [[ტოპონიმი]] ბორჯომის ხეობა კი პირველად XIX ს-ის დასაწყისში, კერძოდ, 1819 წელს შედგენილ ერთ-ერთ საბუთში არის დადასტურებული. ქალაქად ბორჯომი მხოლოდ 1918 წლიდან მოიხსენიება.   
 
ბორჯომი საქვეყნოდ განთქმული ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. აშენებულია მტკვრის ვიწრო ხეობაში. ესაა ისტორიული [[თორი (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე)|თორი]], [[თორის ხეობა]]. აქაურები იყვნენ დიდგვაროვანი და დაწინაურებული ფეოდალების – თორელების საგვარეულო დინასტიის წარმომადგენლები. XV ს-დან სახელწოდება თორის  ხეობა სადგერის ხეობამ შეცვალა, [[ტოპონიმი]] ბორჯომის ხეობა კი პირველად XIX ს-ის დასაწყისში, კერძოდ, 1819 წელს შედგენილ ერთ-ერთ საბუთში არის დადასტურებული. ქალაქად ბორჯომი მხოლოდ 1918 წლიდან მოიხსენიება.   
  
იმ ადგილებს, სადაც დღეს ბორჯომია გაშენებული, ძველად ჭალა და ფაფა რქმევია. ამჟამად ეს სახელწოდება (ფაფა) შერჩა ქალაქ-კურორტის დასავლეთით მტკვრის ნაპირას გაშენებულ პატარა სოფელს. რაც შეეხება თვით ტოპონიმ ბორჯომს, იგი აქ მესხეთიდან, კერძოდ, ახალციხის მხარიდან გადმოტანილი სახელწოდებაა. ასე, მაგალითად, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" სოფ. ანდრიაწმინდის მახლობლად დასახელებულია სოფ. ბორჯომი, რომელშიც „დავთრის“ შედგენის დროისათვის (XV ს-ის II ნახევარი) 5 კომლს უცხოვრია. ამ შესანიშნავ აღწერილობაში, სხვათა შორის, ორი ბორჯომია დასახელებული. ამ ფაქტს ადასტურებს სოფელ ანდრიაწმინდის მცხოვრების ელენე ტაბატაძის მიერ მოთხრობილი გადმოცემაც, რომელიც თავის დროზე ს. ჯიქიას ჩაუწერია: „ბორჯმები გავერანებულია; ანდრიაწმინდისაა, ანდრიაწმინდელების ყანებია ბორჯომში, მიწას ვხმარობთ; ძველად სოფელი ყოფილა, ნასაყდრებიც არის“. ამიტომ ბუნებრივია, რომ არც „დავთრის“ შემდგენელ-აღმწერი და არც [[ვახუშტი ბატონიშვილი]] დღევანდელ ბორჯომის ხეობის ქალაქ ბორჯომს არ იცნობენ. ვახუშტის მიერ დასახელებული ტოპონიმი „ბორჯომის-ჴევი“ დღევანდელი ახალციხის რაიონში მდებარე ტერიტორიას გულისხმობს. აკადემიკოს გ. წერეთლის სამართლიანი ვარაუდით ქალაქ ბორჯომს ეს სახელი უნდა შერქმეოდა ჭაჭარაქის ნაჰიეში (რაიონში) არსებული მინერალური წყაროების დღევანდელი ბორჯომის სამკურნალო წყაროებთან თვისებათა მიმსგავსების გამო. გეოგრაფიულ სახელწოდებათა ამგვარ მიგრაციათა შემთხვევები ქართულ ტოპონიმიაში არაერთი შეინიშნება. საამისოდ თუნდაც [[ახტალა]] და აბანო [[სიტყვა]]თა მრავალგზისი განმეორების ფაქტები იკმარებდა. მაგრამ საინტერესოა, როგორი წარმომავლობისაა თვით ტოპონიმი ბორჯომი? ამის თაობაზე სპეციალისტ-მკვლევართა არაერთი მოსაზრება არის ცნობილი. კ. ჰანი, მაგალითად, ბორჯომს სიტყვა [[ბაჟი|ბაჟს]] უკავშირებდა, აქ სასაზღვრო [[პატრული]] იდგა და გამვლელ-გამომვლელს ბაჟს ახდევინებდნენო.“ სპეციალურ ლიტერატურაში ბორჯომ-ი ისეთივე -ომ [[სუფიქსი|სუფიქსიან]] სახელწოდებადაა მიჩნეული, როგორიცაა ბათ-ომ-ი, თორთ-ომ-ი, ცხ-ომ-ი, წრ-ომ-ი..“ ბორჯ- ფუძე კი განტოტვილი, გაბარჯღული, ბორჯღლედი, ბორჯღლიანი საგნის (ადგილის) აღმნიშვნელი სიტყვა ყოფილა. წინასწარვე უნდა შევნიშნოთ, რომ განტოტვილ, ორად გაყოფილ, გაბარჯღულ საგან აღნიშნავს ბორჯღ-||ბარჯღ-|| ფარჩხ-… ფუძეები და არა ბორჯ- ფუძე, ასე რომ ბორჯომ- სიტყვაში ადგილის, გზის განტოტვილობის შინაარსის ძიება, ჩვენი აზრით, გაუმართლებელია. ბორჯომის [[ეტიმოლოგია|ეტიმოლოგიის]] კვლევისათვის ფრიად მნიშვნელოვანი და არსებითი ჩანს აღმოსავლური წარმოშობის ბორჯ-||ბორჟ-,  ბურჯ-ბურჟ- სიტყვა, რომელიც [[თავდაცვითი ნაგებობები|თავდაცვით ნაგებობა]]ს, [[ციხესიმაგრე|ციხე-სიმაგრე]]ს, საფორტიფიკაციო ზღუდეს აღნიშნავს. დღევანდელ [[თურქეთი|თურქეთში]], [[ირანი|ირანსა]] თუ დაღესტნის მხარეში (რთული) დასტურდება ბორჯ-||ბურჯ- ფუძეთა შემცველი ტოპონიმები, რომლებიც ამ ადგილებში ციხე-კოშკების, თავდაცვითი ნაგებობების არსებობაზე მიუთითებენ. მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი ბორჯომი აღმოსავლური (თურქული) წარმოშობის სახელწოდებაა და ნიშნავს: „ადგილი, სადაც აგებული ყოფილა ციხე-სიმაგრე, ბურჯი“. სიტყვასიტყვით: „ციხის უბანი“, „კიხის სოფელი“ (შდრ. ციხის-ჯვარი – სოფელი ბორჯომთან ახლოს).
+
==== სახელწოდება ====
 +
იმ ადგილებს, სადაც დღეს ბორჯომია გაშენებული, ძველად ჭალა და ფაფა რქმევია. ამჟამად ეს სახელწოდება (ფაფა) შერჩა ქალაქ-კურორტის დასავლეთით მტკვრის ნაპირას გაშენებულ პატარა სოფელს. რაც შეეხება თვით [[ტოპონიმი|ტოპონიმ]] ბორჯომს, იგი აქ [[მესხეთი]]დან, კერძოდ, [[ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)|ახალციხის]] მხარიდან გადმოტანილი სახელწოდებაა. ასე, მაგალითად, „[[გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი|გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში]]" სოფ. ანდრიაწმინდის მახლობლად დასახელებულია სოფ. ბორჯომი, რომელშიც „დავთრის“ შედგენის დროისათვის (XV ს-ის II ნახევარი) 5 კომლს უცხოვრია. ამ შესანიშნავ აღწერილობაში, სხვათა შორის, ორი ბორჯომია დასახელებული. ამ ფაქტს ადასტურებს სოფელ ანდრიაწმინდის მცხოვრების ელენე ტაბატაძის მიერ მოთხრობილი გადმოცემაც, რომელიც თავის დროზე ს. ჯიქიას ჩაუწერია: „ბორჯმები გავერანებულია; ანდრიაწმინდისაა, ანდრიაწმინდელების ყანებია ბორჯომში, მიწას ვხმარობთ; ძველად სოფელი ყოფილა, ნასაყდრებიც არის“. ამიტომ ბუნებრივია, რომ არც „დავთრის“ შემდგენელ-აღმწერი და არც [[ვახუშტი ბატონიშვილი]] დღევანდელ ბორჯომის ხეობის ქალაქ ბორჯომს არ იცნობენ. ვახუშტის მიერ დასახელებული ტოპონიმი „ბორჯომის-ჴევი“ დღევანდელი ახალციხის რაიონში მდებარე ტერიტორიას გულისხმობს. აკადემიკოს გ. წერეთლის სამართლიანი ვარაუდით ქალაქ ბორჯომს ეს სახელი უნდა შერქმეოდა ჭაჭარაქის ნაჰიეში (რაიონში) არსებული მინერალური წყაროების დღევანდელი ბორჯომის სამკურნალო წყაროებთან თვისებათა მიმსგავსების გამო. გეოგრაფიულ სახელწოდებათა ამგვარ მიგრაციათა შემთხვევები ქართულ ტოპონიმიაში არაერთი შეინიშნება. საამისოდ თუნდაც [[ახტალა]] და აბანო [[სიტყვა]]თა მრავალგზისი განმეორების ფაქტები იკმარებდა. მაგრამ საინტერესოა, როგორი წარმომავლობისაა თვით ტოპონიმი ბორჯომი? ამის თაობაზე სპეციალისტ-მკვლევართა არაერთი მოსაზრება არის ცნობილი. კ. ჰანი, მაგალითად, ბორჯომს სიტყვა [[ბაჟი|ბაჟს]] უკავშირებდა, აქ სასაზღვრო [[პატრული]] იდგა და გამვლელ-გამომვლელს ბაჟს ახდევინებდნენო.“ სპეციალურ ლიტერატურაში ბორჯომ-ი ისეთივე -ომ [[სუფიქსი|სუფიქსიან]] სახელწოდებადაა მიჩნეული, როგორიცაა ბათ-ომ-ი, თორთ-ომ-ი, ცხ-ომ-ი, წრ-ომ-ი..“ ბორჯ- ფუძე კი განტოტვილი, გაბარჯღული, ბორჯღლედი, ბორჯღლიანი საგნის (ადგილის) აღმნიშვნელი სიტყვა ყოფილა. წინასწარვე უნდა შევნიშნოთ, რომ განტოტვილ, ორად გაყოფილ, გაბარჯღულ საგან აღნიშნავს ბორჯღ-||ბარჯღ-|| ფარჩხ-… ფუძეები და არა ბორჯ- ფუძე, ასე რომ ბორჯომ- სიტყვაში ადგილის, გზის განტოტვილობის შინაარსის ძიება, ჩვენი აზრით, გაუმართლებელია. ბორჯომის [[ეტიმოლოგია|ეტიმოლოგიის]] კვლევისათვის ფრიად მნიშვნელოვანი და არსებითი ჩანს აღმოსავლური წარმოშობის ბორჯ-||ბორჟ-,  ბურჯ-ბურჟ- სიტყვა, რომელიც [[თავდაცვითი ნაგებობები|თავდაცვით ნაგებობა]]ს, [[ციხესიმაგრე|ციხე-სიმაგრე]]ს, საფორტიფიკაციო ზღუდეს აღნიშნავს. დღევანდელ [[თურქეთი|თურქეთში]], [[ირანი|ირანსა]] თუ დაღესტნის მხარეში (რთული) დასტურდება ბორჯ-||ბურჯ- ფუძეთა შემცველი ტოპონიმები, რომლებიც ამ ადგილებში ციხე-კოშკების, თავდაცვითი ნაგებობების არსებობაზე მიუთითებენ. მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი ბორჯომი აღმოსავლური (თურქული) წარმოშობის სახელწოდებაა და ნიშნავს: „ადგილი, სადაც აგებული ყოფილა ციხე-სიმაგრე, ბურჯი“. სიტყვასიტყვით: „ციხის უბანი“, „კიხის სოფელი“ (შდრ. ციხის-ჯვარი – სოფელი ბორჯომთან ახლოს).
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 19:24, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

ბორჯომი

ბორჯომიქალაქი (1918 წლიდან) საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მისი ადმინისტრაციული ცენტრი ზღვის დონიდან 790-940 მ სიმაღლეზე, ქ. თბილისიდან 160 კმ მანძილზე, მდინარე მტკვრის, ბორჯომულასა (შავწყალა) და გუჯარეთისწყლის შესართავთან. მოსახლეობის რიცხოვნობა – 13.5 ათ. კაცი (2014).

ბორჯომი საქვეყნოდ განთქმული ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია. აშენებულია მტკვრის ვიწრო ხეობაში. ესაა ისტორიული თორი, თორის ხეობა. აქაურები იყვნენ დიდგვაროვანი და დაწინაურებული ფეოდალების – თორელების საგვარეულო დინასტიის წარმომადგენლები. XV ს-დან სახელწოდება თორის ხეობა სადგერის ხეობამ შეცვალა, ტოპონიმი ბორჯომის ხეობა კი პირველად XIX ს-ის დასაწყისში, კერძოდ, 1819 წელს შედგენილ ერთ-ერთ საბუთში არის დადასტურებული. ქალაქად ბორჯომი მხოლოდ 1918 წლიდან მოიხსენიება.

[რედაქტირება] სახელწოდება

იმ ადგილებს, სადაც დღეს ბორჯომია გაშენებული, ძველად ჭალა და ფაფა რქმევია. ამჟამად ეს სახელწოდება (ფაფა) შერჩა ქალაქ-კურორტის დასავლეთით მტკვრის ნაპირას გაშენებულ პატარა სოფელს. რაც შეეხება თვით ტოპონიმ ბორჯომს, იგი აქ მესხეთიდან, კერძოდ, ახალციხის მხარიდან გადმოტანილი სახელწოდებაა. ასე, მაგალითად, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" სოფ. ანდრიაწმინდის მახლობლად დასახელებულია სოფ. ბორჯომი, რომელშიც „დავთრის“ შედგენის დროისათვის (XV ს-ის II ნახევარი) 5 კომლს უცხოვრია. ამ შესანიშნავ აღწერილობაში, სხვათა შორის, ორი ბორჯომია დასახელებული. ამ ფაქტს ადასტურებს სოფელ ანდრიაწმინდის მცხოვრების ელენე ტაბატაძის მიერ მოთხრობილი გადმოცემაც, რომელიც თავის დროზე ს. ჯიქიას ჩაუწერია: „ბორჯმები გავერანებულია; ანდრიაწმინდისაა, ანდრიაწმინდელების ყანებია ბორჯომში, მიწას ვხმარობთ; ძველად სოფელი ყოფილა, ნასაყდრებიც არის“. ამიტომ ბუნებრივია, რომ არც „დავთრის“ შემდგენელ-აღმწერი და არც ვახუშტი ბატონიშვილი დღევანდელ ბორჯომის ხეობის ქალაქ ბორჯომს არ იცნობენ. ვახუშტის მიერ დასახელებული ტოპონიმი „ბორჯომის-ჴევი“ დღევანდელი ახალციხის რაიონში მდებარე ტერიტორიას გულისხმობს. აკადემიკოს გ. წერეთლის სამართლიანი ვარაუდით ქალაქ ბორჯომს ეს სახელი უნდა შერქმეოდა ჭაჭარაქის ნაჰიეში (რაიონში) არსებული მინერალური წყაროების დღევანდელი ბორჯომის სამკურნალო წყაროებთან თვისებათა მიმსგავსების გამო. გეოგრაფიულ სახელწოდებათა ამგვარ მიგრაციათა შემთხვევები ქართულ ტოპონიმიაში არაერთი შეინიშნება. საამისოდ თუნდაც ახტალა და აბანო სიტყვათა მრავალგზისი განმეორების ფაქტები იკმარებდა. მაგრამ საინტერესოა, როგორი წარმომავლობისაა თვით ტოპონიმი ბორჯომი? ამის თაობაზე სპეციალისტ-მკვლევართა არაერთი მოსაზრება არის ცნობილი. კ. ჰანი, მაგალითად, ბორჯომს სიტყვა ბაჟს უკავშირებდა, აქ სასაზღვრო პატრული იდგა და გამვლელ-გამომვლელს ბაჟს ახდევინებდნენო.“ სპეციალურ ლიტერატურაში ბორჯომ-ი ისეთივე -ომ სუფიქსიან სახელწოდებადაა მიჩნეული, როგორიცაა ბათ-ომ-ი, თორთ-ომ-ი, ცხ-ომ-ი, წრ-ომ-ი..“ ბორჯ- ფუძე კი განტოტვილი, გაბარჯღული, ბორჯღლედი, ბორჯღლიანი საგნის (ადგილის) აღმნიშვნელი სიტყვა ყოფილა. წინასწარვე უნდა შევნიშნოთ, რომ განტოტვილ, ორად გაყოფილ, გაბარჯღულ საგან აღნიშნავს ბორჯღ-||ბარჯღ-|| ფარჩხ-… ფუძეები და არა ბორჯ- ფუძე, ასე რომ ბორჯომ- სიტყვაში ადგილის, გზის განტოტვილობის შინაარსის ძიება, ჩვენი აზრით, გაუმართლებელია. ბორჯომის ეტიმოლოგიის კვლევისათვის ფრიად მნიშვნელოვანი და არსებითი ჩანს აღმოსავლური წარმოშობის ბორჯ-||ბორჟ-, ბურჯ-ბურჟ- სიტყვა, რომელიც თავდაცვით ნაგებობას, ციხე-სიმაგრეს, საფორტიფიკაციო ზღუდეს აღნიშნავს. დღევანდელ თურქეთში, ირანსა თუ დაღესტნის მხარეში (რთული) დასტურდება ბორჯ-||ბურჯ- ფუძეთა შემცველი ტოპონიმები, რომლებიც ამ ადგილებში ციხე-კოშკების, თავდაცვითი ნაგებობების არსებობაზე მიუთითებენ. მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი ბორჯომი აღმოსავლური (თურქული) წარმოშობის სახელწოდებაა და ნიშნავს: „ადგილი, სადაც აგებული ყოფილა ციხე-სიმაგრე, ბურჯი“. სიტყვასიტყვით: „ციხის უბანი“, „კიხის სოფელი“ (შდრ. ციხის-ჯვარი – სოფელი ბორჯომთან ახლოს).

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები