რომაული თეატრი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''რომაული თეატრი''' – რომაული [[დრამა]] და | + | '''რომაული თეატრი''' – რომაული [[დრამა (ლიტერატურა)|დრამისა]] და [[თეატრი]]ს საწყისები უკავშირდება მოსავლის აღების დღესასწაულებს, რომლის მორთულ-მოკაზმული მონაწილენი, ჰორაციუსის აღწერილობით („პოეზიის მეცნიერება“), ერთმანეთს მიმართავდნენ დამცინავი, საკმაოდ უხამსი [[სიმღერა|სიმღერებით]], ე.წ. [[ფესცენინები]]თ. მოგვიანებით, პატრიციებსა და პლებეებს შორის ატეხილი ბრძოლის პერიოდში, ფესცენინებში ასახვა ჰპოვა სოციალურმა დაპირისპირებებმა. დრამის ამ პირველი ჩანასახის განვითარების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის რომაელი ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი („რომის ისტორია“). შავი ჭირის ეპიდემიასთან დაკავშირებით (364 ძვ.წ.), დამწყალობნების [[რიტუალი]]ს ჩასატარებლად, რომში მოწვეულ იქნენ ეტრუსკელი ჯადოქრები. ფლეიტის აკომპანემენტის ქვეშ, ისინი სხეულს ნარნარად ათამაშებდნენ. მათ [[ცეკვა]]ს არ ახლდა არც სიტყვა და არც [[ჟესტი|ჟესტები]]. ეტრუსკელ მოცეკვავეებს მიბაძეს ახალგაზრდებმა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ცეკვას დაურთეს [[დიალოგი (დრამატული)|დიალოგები]] და ჟესტიკულაცია. ამ წამოწყებამ განვითარება ჰპოვა და მისი შემსრულებლები, რომელთაც [[ჰისტრიონი|ჰისტრიონები]] შეარქვეს (ეტრუსკული სიტყვიდან ister – მსახიობი), ერთმანეთს ფესცენინების მსგავსად უკვე უხეში ლექსებით კი არ მიმართავდნენ, არამედ ასრულებდნენ სატურებს (სიტყვასიტყვ. – „ნაზავი“, ერთმანეთში არეული) მუსიკის თანხლებით. მათ სიმღერას ახლდა ფლეიტის დაკვრა და შესატყვისი ჟესტიკულაცია. როგორც ჩანს, ეს დრამატული სატურები იქმნებოდა მცირე ზომის ყოფითი და კომიკური სცენებისაგან და შეიცავდა დიალოგს, სიმღერას, მუსიკას და ცეკვას. ამასთანავე, იმავე ლივიუსის რწმუნებით, ამ წარმოდგენებში ყოველივეს განმსაზღვრელი იყო მუსიკალური ელემენტი. |
| + | |||
| + | |||
| + | სამნიტებთან და მათ მოკავშირეებთან მრავალწლიანი [[ომი]]ს დროს (მე-4 ს. შუა წლები და მე-3 ს. დას. ძვ.წ.), რომელიც დამთავრდა რომის გაბატონებით იტალიის შუა და სამხრეთის მნიშვნელოვან ნაწილზე, რომაელებმა ოსკოს ტომისაგან გადმოიღეს სახალხო [[კომედია]] [[ატელანა]] (სავარაუდოდ, დაახლ. 300 ძვ.წ.). რომში [[სახალხო დრამა|სახალხო დრამის]] განვითარების ახალი პერიოდი ატელანასთან არის დაკავშირებული. ატელანების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იყო 4 მუდმივი კომიკური პერსონაჟ-ნიღაბი: [[მაკუსი]], [[ბუკო]], პაპოსი და [[დოსენუსი]]. მოქმედება აგებული იყო [[იმპროვიზაცია]]ზე. პირველხანად ატელანებში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა რომაელი მოქალაქეები, მოგვიანებით კი პროფესიონალი მსახიობები. | ||
| + | |||
| + | სახალხო წარმოდგენების ძველი სახეობა იყო [[მიმოსა|მიმოსი]], რომელიც რომში შემოტანილ იქნა სამხრეთ [[იტალია|იტალიის]] ბერძნული ქალაქებიდან. მასში ძირითადად ასახული იყო ქალაქელების ყოფა. რომის ბატონობის შემდგომმა გავრცელებამ მე-3 ს. | ||
| + | |||
| + | ====რომაელი დრამატურგები==== | ||
| + | ძვ.წ. და სამხრეთიტალიკური ბერძნული ქალაქების დაპყრობამ, უდიდესი ზეგავლენა იქონია რომის კულტურის განვითარებაზე. 240 ძვ.წ. პირველი [[პუნიკური ომები|პუნიკური ომის]] წარმატებით გამოწვეული საზოგადოებრივი აღმავლობის ფონზე (264-241), გათავისუფლებული ბერძენი ლივიუს ანდრონიკუსი რომის თამაშებზე (რომლის საზეიმო რიტუალში შეტანილ იქნა სცენური წარმოდგენებიც) დგამს [[ტრაგედია]]ს და სავარაუდოა, რომ კომედიასაც, გადამუშავებულს ან იქნებ ნათარგმნსაც კი ბერძნული ნიმუშიდან. ამ დადგმით იწყება ახალი პერიოდი რომის თეატრის ისტორიაში. ლივიუს ანდრონიკუსს გამოუჩნდნენ მიმდევრები და მისი საქმის გამგრძელებელი რომაელი დრამატურგები გნეუს ნევიუსი (280-201 ძვ.წ.), ტიტუს მაქციუს პლავტუსი (254-184 ძვ.წ.), კვინტუს ენიუსი (239-169 ძვ.წ.), რომლებმაც გადაამუშავეს ბერძნული დრამატურგია რომის საზოგადოების მოთხოვნების შესატყვისად და დაამკვიდრეს ნაციონალური დრამის საფუძვლები. გნეუს ნევიუსმა არა მხოლოდ გადაამუშავა ბერძნული ტრაგედიების ორიგინალები მითოლოგიურ სიუჟეტებზე, არამედ შექმნა პრეტექსტებიც ისტორიული ტრაგედიის ჟანრი, რომელიც თითქმის უცნობი იყო ბერძნებისათვის. პრეტექსტების სიუჟეტები აღებული იყო ძველი რომის ისტორიიდან (იშვიათად, დრამატურგის თანადროულ ცხოვრებიდან) მაგრამ ნევიუსს სახელი გაუთქვა კომედიებმა – [[პალიატა|პალიატებმა]], ანუ რომაულმა კომედიამ, რაც დაფუძნებული იყო ახალი [[ატიკური კომედია|ატიკური კომედიის]] გადამუშავებაზე. პალიატის პერსონაჟებს ერქვათ ბერძნული სახელები, ატარებდნენ ბერძნულ ჩაცმულობას, მოქმედება ვითარდებოდა საბერძნეთის რომელიმე მხარეში. ნევიუსმა პირველმა გამოიყენა [[კონტამინაცია|კონტამინაციის]] ხერხი – რომაულ [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესა]]ს შეუზავა სცენები ორი ბერძნული პიესიდან. კვინტუს ენიუსის შემოქმედება ბევრი ნიშნით განსხვავდება ნევიუსის შემოქმედებისაგან, რაც გაპირობებული იყო მისი დროის ისტორიული ვითარებით. მე-2 პუნიკური ომის დამთავრებისთანავე (218-201 ძვ.წ.), იწყება რომის ექსპანსია აღმოსავლეთში, რაც დასრულდა მაკედონიის (148 ძვ.წ.) და საბერძნეთის (146 ძვ.წ.) დაპყრობით (ამავე პერიოდში რომაელთა შემოტევის შედეგად დაეცა კართაგენიც). რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში [[ათენი]]ს და ალექსანდრიის კულტურა და ხელოვნება აჩქარებულად და წარმატებით იქნა ათვისებული რომაელთა მიერ. მრავალმხრივად განათლებული და დიდი ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებული ენიუსი ყოველმხრივ ცდილობდა რომაული და ბერძნული ლიტერატურისა და თეატრის დაახლობას. ჩვენამდე მოღწეული ენიუსის ტრაგედიების ფრაგმენტები თვალნათლივ მოწმობს, რომ მისი ტრაგედიების უმრავლესობა ამოზრდილი იყო ევრიპიდეს ორიგინალებიდან. ამასთანავე, ტრაგედიებმა ბერძნულ მითოლოგიურ სიუჟეტებზე ენიუსთან შეიძინა ბევრი ისეთი ნიშანი, რაც მათ განასხვავებდა ორიგინალისგან. იგივე ითქმის სხვა რომაელ გამოჩენილ დრამატურგების – პაკუვიუსის (220-130 ძვ.წ.) და აქციუსის (დაახლ. 170-85 ძვ.წ.) შესახებ. ბერძნული დრამატურგიის გადამუშავება ხდებოდა მოვლენათა რაოდენობის, გარეგნული ბრწყინვალების, გმირთა ხასიათებისთვის რომაული თვისებების მინიჭების ხარჯზე. რომაულ ტრაგედიაში საგრძნობლად გაუბრალოვდა [[ქორო]]ს როლიც. ქოროს პარტიები ძირითადად სრულდებოდა [[მონოდია|მონოდიების]] და [[დუეტი|დუეტების]] სახით. | ||
| + | |||
| + | რომაელ მაყურებელში დიდი წარმატება ჰქონდა რომაულ კომედიას [[პალიატა]], რომლის გამოჩენილი დრამატურგები იყვნენ ნევიუსის გარდა, პლავტუსი, ცეცილიუს სტაციუსი (დაახლ.220-168 ძვ.წ.) და ტერენციუსი (დაახლ. 185-159 ძვ.წ.). პლავტუსის კომედიებში ოსტატურად არის შერწყმული [[ახალი ატიკური კომედია|ახალი ატიკური კომედიის]] და ატელანების მხატვრული თავისებურებანი. პლავტუსი თავისუფლად ექცეოდა ბერძნულ ორიგინალებს (მენანდრეს, დიფილოსის, ფილემონის და სხვათა ნაწარმოებებს), ცვლიდა სცენებს, მიმართავდა კონტამინაციის ხერხს. პლავტუსის მემკვიდრეობიდან ჩვენამდე სრულად მოაღწია 20 კომედიამ („ამფიტრიონი“, „განძი“, „ბაქია მეომარი“, „ტყუპები“, „ტყვეები“ და სხვ.) და ერთმა მხოლოდ ნაწყვეტების სახით („ჩემოდანი“). პლავტუსის კომედიის პერსონაჟები არაფრით განსხვავდებიან მენანდრეს და [[ახალი ატიკური კომედია|ახალი ატიკური კომედიის]] სხვა წარმომადგენლების მიერ შექმნილი [[პერსონაჟი|პერსონაჟებისგან]]: მოხუცი მამები, შეყვარებული ახალგაზრდები, გაქნილი მონები, პარასიტები, კახპები, მაჭანკლები, მევახშეები, ტრაბახა მეომრები და სხვა ჩვეულებრივი, მაგრამ სასაცილოდ გამორჩეული რომის მოქალაქეები. პლავტუსის პიესები საჭიროებდა 4-6 მსახიობს და იყოფოდა 5 აქტად. პლავტუსის მიერ ახალი ატიკური კომედიის მიმართ განხორციელებულ რეფორმათა შორის, უმნიშვნელოვანესი იყო პიესებში მუსიკალური ელემენტების შეტანა. ახალი ატიკური კომედიისთვის მუსიკა და სიმღერა სიახლე არ იყო, მაგრამ იგი ატარებდა მხოლოდ [[ინტერმედია|ინტერმედიულ]] ხასიათს და სრულდებოდა [[ანტრაქტი (შესვენება)|ანტრაქტების]] დროს. პლავტუსთან კი ლირიკულ [[კანტიკი|კანტიკებს]] (კანტიკი – ლათ. cano – ვმღერი) ზოგიერთ კომედიაში სიტყვაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. პლავტუსის კომედიებში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი [[ბუფონადა]]ს, ათვისებულს ატელანების წარმოდგენებიდან, სადაც პერსონაჟ-ნიღბები ერთმანეთისთვის არ იშურებდნენ ცემა-ტყეპას, სიტყვიერ პაექრობას, მახვილგონივრულ კილვას. ყოველივე ამან პლავტუსს წარმატება მოუტანა არა მხოლოდ პლებეებს შორის, არამედ რომის მაღალ წრეებშიც. ახალი ატიკური კომედიის რეფორმატორი, ამასთანავე, რომაული თვითმყოფადი კომედიის შემქმნელი, მსახიობი, რეჟისორი და თეატრალური საქმის ორგანიზატორი ყოველივე ამან პლავტუსი აქცია ძველრომაული თეატრის გამორჩეულ და განუმეორებელ მოვლენად. | ||
| + | |||
| + | ტერენციუსის პიესები (შემონახულია მისი მხოლოდ 6 კომედია: „ქალიშვილი ანდროსადან“, „საჭურისი“, „ძმები“ და სხვ.) დაიდგა ძვ.წ. 166-160 წწ. შუალედში. ყველა თავისი პიესის სიუჟეტი ტერენციუსმა მენანდრესგან ისესხა. მისი პიესების მთავარი თემაა საოჯახო კონფლიქტები; ყველა კომედიაში არსებითია სიყვარულის მოტივი. ტერენციუსსთანაც მრავლად არიან დაბალი ფენის წარმომადგენლები, მაგრამ მათთვის ნიშნეული არაა პლავტუსისეული გმირების უხეშობა. ტერენციუსის პიესებში არ არის მოცემული არც ბუფონადა, არც ისეთი დინამიკა და მოქმედების განვითარება, რაც ასე დამახასიათებელია პლავტუსისათვის, მაგრამ სამაგიეროდ იგი ცდილობს ფსიქოლოგიური სიღრმით დაახასიათოს პერსონაჟები. პლავტუსისგან განსხვავებით, ტერენციუსი არ იყენებს სასიმღერო ლირიკულ პარტიებს. მისი კომედიები მოსწონდა არისტოკრატიას, ნაკლებად კი პლებეებს. ტერენციუსის გარდაცვალების შემდეგ, მისი პიესები იდგმებო და რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მერე კი [[რეპერტუარი|რეპერტუარიდან]] გაქრა. სამაგიეროდ, დროთა განმავლობაში ისინი შეიტანეს სკოლის პროგრამაში დახვეწილი ენის გამო. | ||
| + | |||
| + | აქციუსის შემოქმედებაში რომაულმა ტრაგედიამ თავის მწვერვალს მიაღწია. ამას ხელი შეუწყო სახელგანთქმული ტრაგიკოსი მსახიობის, ეზოპუსის სცენურმა მოღვაწეობამაც. ამ დროის ტრაგედიები გამოირჩეოდა სადადგმო ბრწყინვალებით, რაც, ციცერონის თქმით, კეთდებოდა მაყურებლის მისაზიდად. აქციუსის გარდაცვალებამ რომაული ტრაგედიის დაკნინება გამოიწვია. | ||
| + | |||
| + | მე-2 ს. მე-2 ნახ. და 1 ს. დასაწისში ძვ.წ. კომედიის სფეროში პალიატა შეცვალა [[ტოგატა]]მ, რომელიც ასახავდა დაბალ და საშუალო საფეხურზე მყოფი თავისუფალი მოქალაქეების ცხოვრებას. ამ პიესებში დიდი ადგილი ეთმობოდა ქალ-პერსონაჟებს. ამ ჟანრის საუკეთესო დრამატურგები იყვნენ ტიტინიუსი, აფრანიუსი და ატტა 1 ს. ძვ.წ. დასაწყისიდან ტოგატამ ადგილი დაუთმო ლიტერატურულად დამუშავებულ ატელანას. ამ ჟანრის საუკეთესო დრამატურგები იყვნენ ნოვიუსი და ლუსციუს ლანუვინუსი. ბერძნული [[სატირების დრამა|სატირების დრამის]] მსგავსად, ლიტერატურული ატელანა იდგმებოდა ტრაგედიის შემდეგ. ძვ.წ. 1 ს. შუა წლებში ლიტერატურული ატელანა შეავიწროვა ლიტერატურულად დამუშავებულმა მიმოსმა (აგრეთვე თამაშდებოდა ტრაგედიის შემდეგ). მისი საუკეთესო დრამატურგები იყვნენ ლაბერიუსი და პუბლილიუსი, რომელიც ამასთანავე თავად იყო მიმოსი. მიმოსების შემსრულებლები (მათაც მიმოსი ერქვათ) თამაშობდნენ უნიღბოდ. მათ რიგებში იყვნენ ქალებიც. ლიტერატურული ატელანები და მიმოსები ხშირად ეხმაურებოდნენ პოლიტიკურ მოვლენებს და დაუფარავად ამჟღავნებდნენ საკუთარ პოზიციას. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
| + | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:რომაული თეატრი]] | [[კატეგორია:რომაული თეატრი]] | ||
[[კატეგორია:ანტიკური თეატრი]] | [[კატეგორია:ანტიკური თეატრი]] | ||
14:57, 17 მაისი 2023-ის ვერსია
რომაული თეატრი – რომაული დრამისა და თეატრის საწყისები უკავშირდება მოსავლის აღების დღესასწაულებს, რომლის მორთულ-მოკაზმული მონაწილენი, ჰორაციუსის აღწერილობით („პოეზიის მეცნიერება“), ერთმანეთს მიმართავდნენ დამცინავი, საკმაოდ უხამსი სიმღერებით, ე.წ. ფესცენინებით. მოგვიანებით, პატრიციებსა და პლებეებს შორის ატეხილი ბრძოლის პერიოდში, ფესცენინებში ასახვა ჰპოვა სოციალურმა დაპირისპირებებმა. დრამის ამ პირველი ჩანასახის განვითარების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის რომაელი ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი („რომის ისტორია“). შავი ჭირის ეპიდემიასთან დაკავშირებით (364 ძვ.წ.), დამწყალობნების რიტუალის ჩასატარებლად, რომში მოწვეულ იქნენ ეტრუსკელი ჯადოქრები. ფლეიტის აკომპანემენტის ქვეშ, ისინი სხეულს ნარნარად ათამაშებდნენ. მათ ცეკვას არ ახლდა არც სიტყვა და არც ჟესტები. ეტრუსკელ მოცეკვავეებს მიბაძეს ახალგაზრდებმა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ცეკვას დაურთეს დიალოგები და ჟესტიკულაცია. ამ წამოწყებამ განვითარება ჰპოვა და მისი შემსრულებლები, რომელთაც ჰისტრიონები შეარქვეს (ეტრუსკული სიტყვიდან ister – მსახიობი), ერთმანეთს ფესცენინების მსგავსად უკვე უხეში ლექსებით კი არ მიმართავდნენ, არამედ ასრულებდნენ სატურებს (სიტყვასიტყვ. – „ნაზავი“, ერთმანეთში არეული) მუსიკის თანხლებით. მათ სიმღერას ახლდა ფლეიტის დაკვრა და შესატყვისი ჟესტიკულაცია. როგორც ჩანს, ეს დრამატული სატურები იქმნებოდა მცირე ზომის ყოფითი და კომიკური სცენებისაგან და შეიცავდა დიალოგს, სიმღერას, მუსიკას და ცეკვას. ამასთანავე, იმავე ლივიუსის რწმუნებით, ამ წარმოდგენებში ყოველივეს განმსაზღვრელი იყო მუსიკალური ელემენტი.
სამნიტებთან და მათ მოკავშირეებთან მრავალწლიანი ომის დროს (მე-4 ს. შუა წლები და მე-3 ს. დას. ძვ.წ.), რომელიც დამთავრდა რომის გაბატონებით იტალიის შუა და სამხრეთის მნიშვნელოვან ნაწილზე, რომაელებმა ოსკოს ტომისაგან გადმოიღეს სახალხო კომედია ატელანა (სავარაუდოდ, დაახლ. 300 ძვ.წ.). რომში სახალხო დრამის განვითარების ახალი პერიოდი ატელანასთან არის დაკავშირებული. ატელანების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იყო 4 მუდმივი კომიკური პერსონაჟ-ნიღაბი: მაკუსი, ბუკო, პაპოსი და დოსენუსი. მოქმედება აგებული იყო იმპროვიზაციაზე. პირველხანად ატელანებში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა რომაელი მოქალაქეები, მოგვიანებით კი პროფესიონალი მსახიობები.
სახალხო წარმოდგენების ძველი სახეობა იყო მიმოსი, რომელიც რომში შემოტანილ იქნა სამხრეთ იტალიის ბერძნული ქალაქებიდან. მასში ძირითადად ასახული იყო ქალაქელების ყოფა. რომის ბატონობის შემდგომმა გავრცელებამ მე-3 ს.
რომაელი დრამატურგები
ძვ.წ. და სამხრეთიტალიკური ბერძნული ქალაქების დაპყრობამ, უდიდესი ზეგავლენა იქონია რომის კულტურის განვითარებაზე. 240 ძვ.წ. პირველი პუნიკური ომის წარმატებით გამოწვეული საზოგადოებრივი აღმავლობის ფონზე (264-241), გათავისუფლებული ბერძენი ლივიუს ანდრონიკუსი რომის თამაშებზე (რომლის საზეიმო რიტუალში შეტანილ იქნა სცენური წარმოდგენებიც) დგამს ტრაგედიას და სავარაუდოა, რომ კომედიასაც, გადამუშავებულს ან იქნებ ნათარგმნსაც კი ბერძნული ნიმუშიდან. ამ დადგმით იწყება ახალი პერიოდი რომის თეატრის ისტორიაში. ლივიუს ანდრონიკუსს გამოუჩნდნენ მიმდევრები და მისი საქმის გამგრძელებელი რომაელი დრამატურგები გნეუს ნევიუსი (280-201 ძვ.წ.), ტიტუს მაქციუს პლავტუსი (254-184 ძვ.წ.), კვინტუს ენიუსი (239-169 ძვ.წ.), რომლებმაც გადაამუშავეს ბერძნული დრამატურგია რომის საზოგადოების მოთხოვნების შესატყვისად და დაამკვიდრეს ნაციონალური დრამის საფუძვლები. გნეუს ნევიუსმა არა მხოლოდ გადაამუშავა ბერძნული ტრაგედიების ორიგინალები მითოლოგიურ სიუჟეტებზე, არამედ შექმნა პრეტექსტებიც ისტორიული ტრაგედიის ჟანრი, რომელიც თითქმის უცნობი იყო ბერძნებისათვის. პრეტექსტების სიუჟეტები აღებული იყო ძველი რომის ისტორიიდან (იშვიათად, დრამატურგის თანადროულ ცხოვრებიდან) მაგრამ ნევიუსს სახელი გაუთქვა კომედიებმა – პალიატებმა, ანუ რომაულმა კომედიამ, რაც დაფუძნებული იყო ახალი ატიკური კომედიის გადამუშავებაზე. პალიატის პერსონაჟებს ერქვათ ბერძნული სახელები, ატარებდნენ ბერძნულ ჩაცმულობას, მოქმედება ვითარდებოდა საბერძნეთის რომელიმე მხარეში. ნევიუსმა პირველმა გამოიყენა კონტამინაციის ხერხი – რომაულ პიესას შეუზავა სცენები ორი ბერძნული პიესიდან. კვინტუს ენიუსის შემოქმედება ბევრი ნიშნით განსხვავდება ნევიუსის შემოქმედებისაგან, რაც გაპირობებული იყო მისი დროის ისტორიული ვითარებით. მე-2 პუნიკური ომის დამთავრებისთანავე (218-201 ძვ.წ.), იწყება რომის ექსპანსია აღმოსავლეთში, რაც დასრულდა მაკედონიის (148 ძვ.წ.) და საბერძნეთის (146 ძვ.წ.) დაპყრობით (ამავე პერიოდში რომაელთა შემოტევის შედეგად დაეცა კართაგენიც). რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ათენის და ალექსანდრიის კულტურა და ხელოვნება აჩქარებულად და წარმატებით იქნა ათვისებული რომაელთა მიერ. მრავალმხრივად განათლებული და დიდი ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებული ენიუსი ყოველმხრივ ცდილობდა რომაული და ბერძნული ლიტერატურისა და თეატრის დაახლობას. ჩვენამდე მოღწეული ენიუსის ტრაგედიების ფრაგმენტები თვალნათლივ მოწმობს, რომ მისი ტრაგედიების უმრავლესობა ამოზრდილი იყო ევრიპიდეს ორიგინალებიდან. ამასთანავე, ტრაგედიებმა ბერძნულ მითოლოგიურ სიუჟეტებზე ენიუსთან შეიძინა ბევრი ისეთი ნიშანი, რაც მათ განასხვავებდა ორიგინალისგან. იგივე ითქმის სხვა რომაელ გამოჩენილ დრამატურგების – პაკუვიუსის (220-130 ძვ.წ.) და აქციუსის (დაახლ. 170-85 ძვ.წ.) შესახებ. ბერძნული დრამატურგიის გადამუშავება ხდებოდა მოვლენათა რაოდენობის, გარეგნული ბრწყინვალების, გმირთა ხასიათებისთვის რომაული თვისებების მინიჭების ხარჯზე. რომაულ ტრაგედიაში საგრძნობლად გაუბრალოვდა ქოროს როლიც. ქოროს პარტიები ძირითადად სრულდებოდა მონოდიების და დუეტების სახით.
რომაელ მაყურებელში დიდი წარმატება ჰქონდა რომაულ კომედიას პალიატა, რომლის გამოჩენილი დრამატურგები იყვნენ ნევიუსის გარდა, პლავტუსი, ცეცილიუს სტაციუსი (დაახლ.220-168 ძვ.წ.) და ტერენციუსი (დაახლ. 185-159 ძვ.წ.). პლავტუსის კომედიებში ოსტატურად არის შერწყმული ახალი ატიკური კომედიის და ატელანების მხატვრული თავისებურებანი. პლავტუსი თავისუფლად ექცეოდა ბერძნულ ორიგინალებს (მენანდრეს, დიფილოსის, ფილემონის და სხვათა ნაწარმოებებს), ცვლიდა სცენებს, მიმართავდა კონტამინაციის ხერხს. პლავტუსის მემკვიდრეობიდან ჩვენამდე სრულად მოაღწია 20 კომედიამ („ამფიტრიონი“, „განძი“, „ბაქია მეომარი“, „ტყუპები“, „ტყვეები“ და სხვ.) და ერთმა მხოლოდ ნაწყვეტების სახით („ჩემოდანი“). პლავტუსის კომედიის პერსონაჟები არაფრით განსხვავდებიან მენანდრეს და ახალი ატიკური კომედიის სხვა წარმომადგენლების მიერ შექმნილი პერსონაჟებისგან: მოხუცი მამები, შეყვარებული ახალგაზრდები, გაქნილი მონები, პარასიტები, კახპები, მაჭანკლები, მევახშეები, ტრაბახა მეომრები და სხვა ჩვეულებრივი, მაგრამ სასაცილოდ გამორჩეული რომის მოქალაქეები. პლავტუსის პიესები საჭიროებდა 4-6 მსახიობს და იყოფოდა 5 აქტად. პლავტუსის მიერ ახალი ატიკური კომედიის მიმართ განხორციელებულ რეფორმათა შორის, უმნიშვნელოვანესი იყო პიესებში მუსიკალური ელემენტების შეტანა. ახალი ატიკური კომედიისთვის მუსიკა და სიმღერა სიახლე არ იყო, მაგრამ იგი ატარებდა მხოლოდ ინტერმედიულ ხასიათს და სრულდებოდა ანტრაქტების დროს. პლავტუსთან კი ლირიკულ კანტიკებს (კანტიკი – ლათ. cano – ვმღერი) ზოგიერთ კომედიაში სიტყვაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. პლავტუსის კომედიებში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი ბუფონადას, ათვისებულს ატელანების წარმოდგენებიდან, სადაც პერსონაჟ-ნიღბები ერთმანეთისთვის არ იშურებდნენ ცემა-ტყეპას, სიტყვიერ პაექრობას, მახვილგონივრულ კილვას. ყოველივე ამან პლავტუსს წარმატება მოუტანა არა მხოლოდ პლებეებს შორის, არამედ რომის მაღალ წრეებშიც. ახალი ატიკური კომედიის რეფორმატორი, ამასთანავე, რომაული თვითმყოფადი კომედიის შემქმნელი, მსახიობი, რეჟისორი და თეატრალური საქმის ორგანიზატორი ყოველივე ამან პლავტუსი აქცია ძველრომაული თეატრის გამორჩეულ და განუმეორებელ მოვლენად.
ტერენციუსის პიესები (შემონახულია მისი მხოლოდ 6 კომედია: „ქალიშვილი ანდროსადან“, „საჭურისი“, „ძმები“ და სხვ.) დაიდგა ძვ.წ. 166-160 წწ. შუალედში. ყველა თავისი პიესის სიუჟეტი ტერენციუსმა მენანდრესგან ისესხა. მისი პიესების მთავარი თემაა საოჯახო კონფლიქტები; ყველა კომედიაში არსებითია სიყვარულის მოტივი. ტერენციუსსთანაც მრავლად არიან დაბალი ფენის წარმომადგენლები, მაგრამ მათთვის ნიშნეული არაა პლავტუსისეული გმირების უხეშობა. ტერენციუსის პიესებში არ არის მოცემული არც ბუფონადა, არც ისეთი დინამიკა და მოქმედების განვითარება, რაც ასე დამახასიათებელია პლავტუსისათვის, მაგრამ სამაგიეროდ იგი ცდილობს ფსიქოლოგიური სიღრმით დაახასიათოს პერსონაჟები. პლავტუსისგან განსხვავებით, ტერენციუსი არ იყენებს სასიმღერო ლირიკულ პარტიებს. მისი კომედიები მოსწონდა არისტოკრატიას, ნაკლებად კი პლებეებს. ტერენციუსის გარდაცვალების შემდეგ, მისი პიესები იდგმებო და რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მერე კი რეპერტუარიდან გაქრა. სამაგიეროდ, დროთა განმავლობაში ისინი შეიტანეს სკოლის პროგრამაში დახვეწილი ენის გამო.
აქციუსის შემოქმედებაში რომაულმა ტრაგედიამ თავის მწვერვალს მიაღწია. ამას ხელი შეუწყო სახელგანთქმული ტრაგიკოსი მსახიობის, ეზოპუსის სცენურმა მოღვაწეობამაც. ამ დროის ტრაგედიები გამოირჩეოდა სადადგმო ბრწყინვალებით, რაც, ციცერონის თქმით, კეთდებოდა მაყურებლის მისაზიდად. აქციუსის გარდაცვალებამ რომაული ტრაგედიის დაკნინება გამოიწვია.
მე-2 ს. მე-2 ნახ. და 1 ს. დასაწისში ძვ.წ. კომედიის სფეროში პალიატა შეცვალა ტოგატამ, რომელიც ასახავდა დაბალ და საშუალო საფეხურზე მყოფი თავისუფალი მოქალაქეების ცხოვრებას. ამ პიესებში დიდი ადგილი ეთმობოდა ქალ-პერსონაჟებს. ამ ჟანრის საუკეთესო დრამატურგები იყვნენ ტიტინიუსი, აფრანიუსი და ატტა 1 ს. ძვ.წ. დასაწყისიდან ტოგატამ ადგილი დაუთმო ლიტერატურულად დამუშავებულ ატელანას. ამ ჟანრის საუკეთესო დრამატურგები იყვნენ ნოვიუსი და ლუსციუს ლანუვინუსი. ბერძნული სატირების დრამის მსგავსად, ლიტერატურული ატელანა იდგმებოდა ტრაგედიის შემდეგ. ძვ.წ. 1 ს. შუა წლებში ლიტერატურული ატელანა შეავიწროვა ლიტერატურულად დამუშავებულმა მიმოსმა (აგრეთვე თამაშდებოდა ტრაგედიის შემდეგ). მისი საუკეთესო დრამატურგები იყვნენ ლაბერიუსი და პუბლილიუსი, რომელიც ამასთანავე თავად იყო მიმოსი. მიმოსების შემსრულებლები (მათაც მიმოსი ერქვათ) თამაშობდნენ უნიღბოდ. მათ რიგებში იყვნენ ქალებიც. ლიტერატურული ატელანები და მიმოსები ხშირად ეხმაურებოდნენ პოლიტიკურ მოვლენებს და დაუფარავად ამჟღავნებდნენ საკუთარ პოზიციას.