აერომექანიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 17:28, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით
აერომექანიკა – (ბერძ. aēr აირი, ჰაერი, ქარი და mēchanikós გამომგონი, გამჭრიახი, გონებამახვილი), ჰიდროაერომექანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის აირადი გარემოს (ჰაერისა და აირადი სხეულების) წონასწორობასა და მოძრაობას და ამ გარემოს მექანიკურ ზემოქმედებას მასში მოთავსებულ მყარ სხეულზე. აერომექანიკა ავიაციის თეორიული საფუძველია. აერომექანიკა იყოფა აეროსტატიკად და აეროდინამიკად. აერომექანიკის განვითარება დაკავშირებულია არქიმედეს, სტევინის, გალილეის, პასკალის, ბერნულის, ჟუკოვსკის, ჩაპლიგინის და სხვა სახელებთან.