ჭონქაძე დანიელ
მ (მომხმარებელმა Masatiani გვერდი „დანიელ ჭონქაძე“ გადაიტანა გვერდზე „ჭონქაძე დანიელ“ გადამისამა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Daniel chonqadze.jpg|thumb|დანიელ ჭონქაძე]] | + | [[ფაილი:Daniel chonqadze.jpg|thumb|150პქ|დანიელ ჭონქაძე]] |
| − | '''ჭონქაძე დანიელ''' (1830-1860) — პროზაიკოსი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი | + | '''ჭონქაძე დანიელ''' – (1830-1860) — პროზაიკოსი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი. |
| − | + | სწავლობდა კავკავის სასულიერო სასწავლებელში (1839-45) და [[თბილისი|თბილისის]] სასულიერო სემინარიაში (1845-51). კარგად ფლობდა ოსურ ენას და ასწავლიდა კიდეც მას სტავროპოლის, შემდეგ — თბილისის სასულიერო სემინარიაში (1855). პარალელურად მსახურობდა სასულიერო [[სინოდი|სინოდის]] კანტორაში მაგიდის უფროსად (1859 წლიდან). | |
| − | დ. ჭონქაძემ | + | დ. ჭონქაძის ერთადერთი გამოქვეყნებული მხატვრული ნაწარმოები იყო ცნობილი „სურამის ციხე“ (დაიბეჭდა 1859-60 წწ. ჟურნალ „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკარში]]“). მოთხრობაში გამოყენებულია [[სურამის ციხე|სურამის ციხის]] აგების [[ლეგენდა]], რაც განუმეორებელ კოლორიტს სძენს დღევანდელი გაგებით უკვე საკმაოდ ტრივიალურ თემაზე შექმნილ ნაწარმოებს (ყმა გლეხთა დუხჭირი ყოფა, ბატონსა და ყმას შორის არსებული სასტიკი წინააღმდეგობა, ჩაგრული ხალხის ფეხქვეშ გათელილი ადამიანური ღირსება, ცრუმორწმუნეობით აღძრული უბედურება, სავაჭრო ბურჟუაზიის პირველი ნაბიჯები [[საქართველო]]ში). ლეგენდურისა და ყოფით-რეალურის საიმდროოდ უჩვეულო შერწყმა, ავტორის დახვეწილი ფსიქოლოგიზმი, საინტერესო ხასიათების გამოძერწვის უნარი, [[სიუჟეტი]]სა და კომპოზიციის მახვილი გრძნობა და ორიგინალური სტილი იყო მიზეზი იმ ხიბლისა, რომელიც იმთავითვე ახლდა და დღემდეც შემორჩა „სურამის ციხეს“. მოთხრობას დაბეჭდვისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას სპეციალური წერილები უძღვნეს [[ორბელიანი ალექსანდრე|ა. ორბელიანმა]], [[ფურცელაძე ანტონ|ა. ფურცელაძემ]], [[ლორთქიფანიძე კირილე|კ. ლორთქიფანიძემ]]. [[დავით მესხი|დავით მესხის]] მიერ [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესად]] გადაკეთებული „სურამის ციხე“ იდგმებოდა XIX ს. [[თეატრი|თეატრში]]. ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში ნაწარმოები ხელახლა გადაკეთდა პიესად და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენას დიდხანს შერჩა. „სურამის ციხე“ არაერთხელ გამოიცა ცალკე წიგნადაც. |
| + | |||
| + | დ. ჭონქაძემ [[რუსეთი]]ს აკადემიის დავალებით შეადგინა რუსულ-ოსური ლექსიკონი (რომლის ნაწილმა ჩვენამდეც მოაღწია), ოსურ ენაზე თარგმნა [[ბასილი დიდი|ბასილი დიდის]] წირვა, ქართული [[ანდაზა|ანდაზები]], [[თქმულება|თქმულებები]] და [[ზღაპარი|ზღაპრები]], შეაგროვა ქართული და ოსური სიტყვიერების ნიმუშები (ნაწილი გამოქვეყნდა 1868 წ.). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ოსი ხალხის ცხოვრების, ოსური ენის შესწავლის საქმეში. ჰქონდა სპეციალური გამოკვლევები ოსების შესახებ. | ||
| ხაზი 19: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია: ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია: ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | [[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველი ლექსიკოგრაფები]] | ||
[[კატეგორია:ჭონქაძეები]] | [[კატეგორია:ჭონქაძეები]] | ||
23:39, 16 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ჭონქაძე დანიელ – (1830-1860) — პროზაიკოსი, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი.
სწავლობდა კავკავის სასულიერო სასწავლებელში (1839-45) და თბილისის სასულიერო სემინარიაში (1845-51). კარგად ფლობდა ოსურ ენას და ასწავლიდა კიდეც მას სტავროპოლის, შემდეგ — თბილისის სასულიერო სემინარიაში (1855). პარალელურად მსახურობდა სასულიერო სინოდის კანტორაში მაგიდის უფროსად (1859 წლიდან).
დ. ჭონქაძის ერთადერთი გამოქვეყნებული მხატვრული ნაწარმოები იყო ცნობილი „სურამის ციხე“ (დაიბეჭდა 1859-60 წწ. ჟურნალ „ცისკარში“). მოთხრობაში გამოყენებულია სურამის ციხის აგების ლეგენდა, რაც განუმეორებელ კოლორიტს სძენს დღევანდელი გაგებით უკვე საკმაოდ ტრივიალურ თემაზე შექმნილ ნაწარმოებს (ყმა გლეხთა დუხჭირი ყოფა, ბატონსა და ყმას შორის არსებული სასტიკი წინააღმდეგობა, ჩაგრული ხალხის ფეხქვეშ გათელილი ადამიანური ღირსება, ცრუმორწმუნეობით აღძრული უბედურება, სავაჭრო ბურჟუაზიის პირველი ნაბიჯები საქართველოში). ლეგენდურისა და ყოფით-რეალურის საიმდროოდ უჩვეულო შერწყმა, ავტორის დახვეწილი ფსიქოლოგიზმი, საინტერესო ხასიათების გამოძერწვის უნარი, სიუჟეტისა და კომპოზიციის მახვილი გრძნობა და ორიგინალური სტილი იყო მიზეზი იმ ხიბლისა, რომელიც იმთავითვე ახლდა და დღემდეც შემორჩა „სურამის ციხეს“. მოთხრობას დაბეჭდვისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას სპეციალური წერილები უძღვნეს ა. ორბელიანმა, ა. ფურცელაძემ, კ. ლორთქიფანიძემ. დავით მესხის მიერ პიესად გადაკეთებული „სურამის ციხე“ იდგმებოდა XIX ს. თეატრში. ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში ნაწარმოები ხელახლა გადაკეთდა პიესად და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენას დიდხანს შერჩა. „სურამის ციხე“ არაერთხელ გამოიცა ცალკე წიგნადაც.
დ. ჭონქაძემ რუსეთის აკადემიის დავალებით შეადგინა რუსულ-ოსური ლექსიკონი (რომლის ნაწილმა ჩვენამდეც მოაღწია), ოსურ ენაზე თარგმნა ბასილი დიდის წირვა, ქართული ანდაზები, თქმულებები და ზღაპრები, შეაგროვა ქართული და ოსური სიტყვიერების ნიმუშები (ნაწილი გამოქვეყნდა 1868 წ.). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ოსი ხალხის ცხოვრების, ოსური ენის შესწავლის საქმეში. ჰქონდა სპეციალური გამოკვლევები ოსების შესახებ.
თხზულებები
- სურამის ციხე, 1974.
ლიტერატურა
- მ. ზანდუკელი, ახალი ქართული ლიტერატურა, 1954;
- ს. ხუციშვილი, დანიელ ჭონქაძე, 1960.