მონოლოგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მონოლოგი''' −  (ძვ. ბერძ. μόνος – ერთი და λόγος – სიტყვა), [[მეტყველება|მეტყველების]] (ზეპირი, წერითი) ფორმა, რომელიციც მოკლებულია კომუნიკაციურ მიზნებს და უშუალოდ არ გულისხმობს ადრესატს, არ ითვალისწინებს მის რეაქციას. ეს
+
'''მონოლოგი''' −  (ძვ. ბერძ. μόνος – ერთი და λόγος – სიტყვა), [[მეტყველება|მეტყველების]] (ზეპირი, წერითი) ფორმა, რომელიც მოკლებულია კომუნიკაციურ მიზნებს და უშუალოდ არ გულისხმობს ადრესატს, არ ითვალისწინებს მის რეაქციას. ეს
არის „ინტრაპერსონალური აქტი“, სოციალურად იზოლირებული ინდივიდის საუბარი საკუთარ თავთან. ამ აზრით მონოლოგი ახლოსაა უკვე რეალიზებულ შინაგან მეტყველებასთან. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მონოლოგი იძენს კომუნიკაციურ დატვირთვას და, ხდება რა მეტ-ნაკლებად „დიალოგიზებული“, გულისხმობს კონკრეტულ ადრესატს (მსმენელს, მკითხველს). მაგრამ მონოლოგი ხასიათდება შინაარსისა და გამოხატულების მეტი მრავალფეროვნებით, ვიდრე [[დიალოგი]]. იგი წარმოგვიდგება როგორც გამონათქეამების აზრობრივად შეკრული მთლიანობა. მოლაპარაკის მხატვრული ან სხვა სახის კომუნიკაციური ინტენცია განაპირობებს მონოლოგის ჟანრულ და სტილისტიკურ მრავალფეროვნებას (ცნობილია მხატერული, სააგიტაციო, თხრობითი და მისთ. მონოლოგები). ყველა ასეთ შემთხვევაში მონოლოგი მიზნად ისახავს ადრესატის შინაგან გააქტიურებას, მასში გარკეეული ემოციების გამოწვევას. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სააგიტაციო მონოლოგის შემთხვევაში, როგორიცაა საჯარო მეტყველება – პოლიტიკური, სასულიერო-სამქადაგებლო ან ფოლკლორული რიტორიკა და ა. შ.
+
არის „ინტრაპერსონალური აქტი“, სოციალურად იზოლირებული ინდივიდის საუბარი საკუთარ თავთან. ამ აზრით მონოლოგი ახლოსაა უკვე რეალიზებულ შინაგან მეტყველებასთან. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მონოლოგი იძენს კომუნიკაციურ დატვირთვას და, ხდება რა მეტ-ნაკლებად „დიალოგიზებული“, გულისხმობს კონკრეტულ ადრესატს (მსმენელს, მკითხველს). მაგრამ მონოლოგი ხასიათდება შინაარსისა და გამოხატულების მეტი მრავალფეროვნებით, ვიდრე [[დიალოგი]]. იგი წარმოგვიდგება როგორც გამონათქვამების აზრობრივად შეკრული მთლიანობა. მოლაპარაკის მხატვრული ან სხვა სახის კომუნიკაციური ინტენცია განაპირობებს მონოლოგის ჟანრულ და სტილისტიკურ მრავალფეროვნებას (ცნობილია მხატვრული, სააგიტაციო, თხრობითი და მისთ. მონოლოგები). ყველა ასეთ შემთხვევაში მონოლოგი მიზნად ისახავს ადრესატის შინაგან გააქტიურებას, მასში გარკვეული ემოციების გამოწვევას. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სააგიტაციო მონოლოგის შემთხვევაში, როგორიცაა საჯარო მეტყველება – პოლიტიკური, სასულიერო-სამქადაგებლო ან ფოლკლორული [[რიტორიკა]] და ა. შ.
  
 
==== მონოლოგი თეატრალურ ხელოვნებაში ====
 
==== მონოლოგი თეატრალურ ხელოვნებაში ====

მიმდინარე ცვლილება 16:47, 14 თებერვალი 2024 მდგომარეობით

მონოლოგი − (ძვ. ბერძ. μόνος – ერთი და λόγος – სიტყვა), მეტყველების (ზეპირი, წერითი) ფორმა, რომელიც მოკლებულია კომუნიკაციურ მიზნებს და უშუალოდ არ გულისხმობს ადრესატს, არ ითვალისწინებს მის რეაქციას. ეს არის „ინტრაპერსონალური აქტი“, სოციალურად იზოლირებული ინდივიდის საუბარი საკუთარ თავთან. ამ აზრით მონოლოგი ახლოსაა უკვე რეალიზებულ შინაგან მეტყველებასთან. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მონოლოგი იძენს კომუნიკაციურ დატვირთვას და, ხდება რა მეტ-ნაკლებად „დიალოგიზებული“, გულისხმობს კონკრეტულ ადრესატს (მსმენელს, მკითხველს). მაგრამ მონოლოგი ხასიათდება შინაარსისა და გამოხატულების მეტი მრავალფეროვნებით, ვიდრე დიალოგი. იგი წარმოგვიდგება როგორც გამონათქვამების აზრობრივად შეკრული მთლიანობა. მოლაპარაკის მხატვრული ან სხვა სახის კომუნიკაციური ინტენცია განაპირობებს მონოლოგის ჟანრულ და სტილისტიკურ მრავალფეროვნებას (ცნობილია მხატვრული, სააგიტაციო, თხრობითი და მისთ. მონოლოგები). ყველა ასეთ შემთხვევაში მონოლოგი მიზნად ისახავს ადრესატის შინაგან გააქტიურებას, მასში გარკვეული ემოციების გამოწვევას. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სააგიტაციო მონოლოგის შემთხვევაში, როგორიცაა საჯარო მეტყველება – პოლიტიკური, სასულიერო-სამქადაგებლო ან ფოლკლორული რიტორიკა და ა. შ.

[რედაქტირება] მონოლოგი თეატრალურ ხელოვნებაში

თეატრალურ ხელოვნებაში მონოლოგს ჰყავს კონკრეტული ადრესატი, მაგ, როდესაც მსახიობი (პერსონაჟი) მიმართავს: 1. მეორე პერსონაჟისადმი;
2. პერსონაჟთა ჯგუფს;
3. მაყურებელს, როცა მარტო რჩება.

მონოლოგის შემწეობით შემსრულებელი წარმოაჩენს პერსონაჟის სულიერ სამყაროს, მსოფლმხედველობას, ხასიათის სირთულეს მასში ხშირად მოცემულია მოქმედების კულმინაცია.

ანტიკურ ტრაგედიაში მონოლოგი გამოყენებული იყო როგორც ქოროს მიერ მოვლენების ლირიკული შეფასება ან მაცნეთა თხრობა.

არისტოფანემ ანტიკურ კომედიაში შეიტანა ე.წ. პარაბასები – საუბრები საზოგადოებრივ-მორალურ თემებზე. მონოლოგს უმნიშვნელოვანესი როლი მიენიჭა შექსპირის დრამატურგიაში, როგორც გმირის შინაგანი არსის გამოვლენის საშუალებას, ზოგჯერ კი როგორც ხერხს, გვიამბოს საკუთარი თავის შესახებ. კლასიცისტურ დრამაში (მე-17 ს. კორნელი, რასინი და სხვ.) მონოლოგი გამოყენებული იყო სცენებს შორის ლოგიკური კავშირის დასამყარებლად (გმირი თავის გულის მესაიდუმლეს უამბობს მომხდარის შესახებ). მონოლოგმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მე-18 ს. ბურჟუაზიულ დრამაში (ბომარშე), განსაკუთრებით კი რომანტიკულ დრამაში (მე-19 ს. პირვ. ნახ., ბაირონი). მე-19 ს. მე-2 ნახევარში ნატურალიზმის წარმომადგენლებმა მონოლოგი პრინციპულად უარყვეს. მონოლოგმა მისტიკური ელფერი შეიძინა სიმბოლისტურ დრამატურგიაში (იბსენი, მეტერლინკი), ხოლო მოდერნიზმში სრულიად ახალი, სინთეზური გამოხატულება ჰპოვა (ეგზისტენციალიზმი, ეპიკური დრამა, აბსურდიზმი). მონოლოგი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ამავე დროს უაღრესად გამომსახველ თეატრალურ საშუალებად.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები