ცხინვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ცხინვალი''' – ქალაქი საქართველოში, (1922 წლიდან) [[შიდა ქართლი|...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Cxinvali.PNG|thumb|250პქ|წარწერის ტექსტი]]
 
'''ცხინვალი''' – ქალაქი [[საქართველო]]ში,  (1922 წლიდან) [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და ყოფილი ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
 
'''ცხინვალი''' – ქალაქი [[საქართველო]]ში,  (1922 წლიდან) [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და ყოფილი ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
  
გაშენებუ�ლია მდ. დიდი ლიახვის ორივე ნაპირზე. ისტორიული ქრცხილვანი (– ქრცხილ-ოვან-ი). ქართულ საისტორიო წყაროებში იგი XIV საუკუნის დამლევიდან არის ცნობილი. ამ დროისათვის ქრცხილვანი (||ქცხინვალი) [[სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი|სვეტიცხოვლის]] კუთვნილი მამულია: აქ მოსახლე ელიოზიძის შეწირულება ალექსანდრე მეფეს სვეტიცხოვლისათვის კვლავ განუახლებია.” მომდევნო ხანებში ქრცხილვანი დედოფლის სახასოდ ქცეულა: აქ მოსახლე ვაშაყაშვილისეული გლეხი ივანე ხმელაშვილი [[მარიამ დედოფალი (საქართველო)|მარიამ დედოფალს]] თამაზ მაჩაბლისათვის უბოძებია.  XV საუკუნის ერთ-ერთ დოკუმენტში (შეწირულების დაწერილი) ქრცხინვალი უკვე კრცხილოვან||კრცხილვან – ფორმით არის წარმოდგენილი: „ამირეჯიბმა რამინ  
+
გაშენებულია [[მდინარე]] დიდი ლიახვის ორივე ნაპირზე. ისტორიული ქრცხილვანი (– ქრცხილ-ოვან-ი). ქართულ საისტორიო წყაროებში იგი XIV საუკუნის დამლევიდან არის ცნობილი. ამ დროისათვის ქრცხილვანი (||ქცხინვალი) [[სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი|სვეტიცხოვლის]] კუთვნილი მამულია: აქ მოსახლე ელიოზიძის შეწირულება ალექსანდრე მეფეს სვეტიცხოვლისათვის კვლავ განუახლებია.” მომდევნო ხანებში ქრცხილვანი დედოფლის სახასოდ ქცეულა: აქ მოსახლე ვაშაყაშვილისეული გლეხი ივანე ხმელაშვილი [[მარიამ დედოფალი (საქართველო)|მარიამ დედოფალს]] თამაზ მაჩაბლისათვის უბოძებია.  XV საუკუნის ერთ-ერთ დოკუმენტში (შეწირულების დაწერილი) ქრცხინვალი უკვე კრცხილოვან||კრცხილვან – ფორმით არის წარმოდგენილი: „ამირეჯიბმა რამინ  
 
გაბელისძემ და მისმა ძმამ – საყდრის ამილახორმა შესწირეს სვეტიცხოველს ქრცხილოანში მცხოვრები ლალასძე და ერგნეთში მცხოვრები ჯოხასძე მათი მამულებითურთ“ „კრცხინვალელი ურია ესტატე მოწმე იყო გოგია თევდორესშვილის მიერ ბახუტა ჩივაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა“, – ნათქვამია XVII ს-ის ერთ დოკუმენტში.
 
გაბელისძემ და მისმა ძმამ – საყდრის ამილახორმა შესწირეს სვეტიცხოველს ქრცხილოანში მცხოვრები ლალასძე და ერგნეთში მცხოვრები ჯოხასძე მათი მამულებითურთ“ „კრცხინვალელი ურია ესტატე მოწმე იყო გოგია თევდორესშვილის მიერ ბახუტა ჩივაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა“, – ნათქვამია XVII ს-ის ერთ დოკუმენტში.
  

15:21, 18 აპრილი 2024-ის ვერსია

წარწერის ტექსტი

ცხინვალი – ქალაქი საქართველოში, (1922 წლიდან) შიდა ქართლში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და ყოფილი ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

გაშენებულია მდინარე დიდი ლიახვის ორივე ნაპირზე. ისტორიული ქრცხილვანი (– ქრცხილ-ოვან-ი). ქართულ საისტორიო წყაროებში იგი XIV საუკუნის დამლევიდან არის ცნობილი. ამ დროისათვის ქრცხილვანი (||ქცხინვალი) სვეტიცხოვლის კუთვნილი მამულია: აქ მოსახლე ელიოზიძის შეწირულება ალექსანდრე მეფეს სვეტიცხოვლისათვის კვლავ განუახლებია.” მომდევნო ხანებში ქრცხილვანი დედოფლის სახასოდ ქცეულა: აქ მოსახლე ვაშაყაშვილისეული გლეხი ივანე ხმელაშვილი მარიამ დედოფალს თამაზ მაჩაბლისათვის უბოძებია. XV საუკუნის ერთ-ერთ დოკუმენტში (შეწირულების დაწერილი) ქრცხინვალი უკვე კრცხილოვან||კრცხილვან – ფორმით არის წარმოდგენილი: „ამირეჯიბმა რამინ გაბელისძემ და მისმა ძმამ – საყდრის ამილახორმა შესწირეს სვეტიცხოველს ქრცხილოანში მცხოვრები ლალასძე და ერგნეთში მცხოვრები ჯოხასძე მათი მამულებითურთ“ „კრცხინვალელი ურია ესტატე მოწმე იყო გოგია თევდორესშვილის მიერ ბახუტა ჩივაძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა“, – ნათქვამია XVII ს-ის ერთ დოკუმენტში.

ტოპონიმი ქრცხილ-ვან-ი (ქრცხილ-ოვან-ი), როგორც ეს სარწმუნოდ არის სპეციალისტთა (ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, აკ. შანიძე) მიერ გარკვეული, წარმომდგარია მცენარე ქრცხილის ძველი ქართული სახელისაგან ქრცხილა||კრცხილა. ფუძეზე დართულია ძველივე -ოვან სუფიქსი (ქრცხილ-ოვან-ი), რომლის თავკიდური ხმოვნის ჩავარდნის შემდეგ ქრცხილვანი მიგვიღია. მაგრამ სახელწოდების ფონეტიკური პროცესი ამ დონეზე არ შეჩერებულა. სახელდობრ, ჯერ ნ-ლ თანხმოვანთა მეტათეზისი, ანუ ბგერათგადასმა მომხდარა ( თანხმოვნის ადგილზე სუფიქსისეულ თანხმოვანი „გადმომჯდარა და ქრცხილი-ვანის ნაცვლად ქრცხინ-ვალ-ი მიგვიღია; ამის შემდგომ კი თავკიდურ პოზიციაში თანხმოვანთა თავმოყრა (ქრცხ-) ენას გამარტივების გზით დაუძლევია და გვიანი ხანის სამეტყველო მიმოქცევაში იგი ცხინვალ-ად დამკვიდრებულა.

ქრცხილა, ანუ დღევანდელი რცხილა საქართველოში ძალზე გავრცელებული ენდემური ჯიშია. იგი ქართველური ენების თითქმის ყველა დიალექტისათვის არის ცნობილი: ქართლური შავი რცხილა, შავრცხილა; მთიულური, ფშაური კირცხილა (ქრცხილასთან ყველაზე ახლოს მდგომი ფორმა); რაჭული, ლეჩხუმური რცხმელა; გურული, აჭარული რცხემლა, ცხემლა; ინგილოური ცხილაი; მეგრული ცხიმური, ცხემური; სვანური ცხიმრა, ცხვიმრა, ცხუ. მაშასადამე, ქრცხილოვანი ანუ დღევანდელი ცხინვალი უნდა გავიაზროთ როგორც „რცხილნარი ადგილი“, „რცხილის ბუნებრივი საფარით მდიდარი ადგილი“, „რცხილოვანი“.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები