საისი
(ახალი გვერდი: '''საისი''' – (ეგვ. Sw, თანამედრ. სა ელ-ჰაგარი), დასავლეთ დელტის მეხუ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | [[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქალაქები ძველ ეგვიპტეში]] |
23:58, 7 ნოემბერი 2024-ის ვერსია
საისი – (ეგვ. Sw, თანამედრ. სა ელ-ჰაგარი), დასავლეთ დელტის მეხუთე ქვემოეგვიპტური ნომის მთავარი ქალაქი ნილოსის კანოპის ტოტთან.
საისი ერთ-ერთი უძველესი ეგვიპტური ქალაქია, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ წინადინასტიურ პერიოდში პოლიტიკური გაერთიანების ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქი ცნობილია ასევე ფარაონ ხორ-ახას (I დინასტია) ხის ფირფიტებიდან. ადგილობრივი ღვთაება იყო ნეიტი, რომელიც ერთ-ერთ უძველეს ღვთაებად არის მიჩნეული. დინასტიურ პერიოდში საისი არ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ჩვ.წ.-მდე VIII საუკუნის შუახანებამდე, როცა XXIV დინასტიის ერთადერთმა ფარაონმა ტეფნახტმა საისიდან ბრძოლა გამოუცხადა ნუბიელ ფარაონებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ქალაქმა ჩვ.წ.-მდე VII საუკუნეში მოიხვეჭა, როცა საისელმა ფსამტიხ I-მა მოახერხა ქვეყნის გაერთიანება და უკანასკნელი ეგვიპტური (XXVI ) დინასტია დააარსა.