ბაყაყი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:XEKETI.PNG|thumb|ხეკეტი]]
+
[[ფაილი:XEKETI.PNG|thumb|120პქ|ხეკეტი]]
 
'''ბაყაყი''' – როგორც ხთონიური ცხოველი, რომელიც შლამში და ჭაობში ცხოვრობდა, ბაყაყი ეგვიპტეში წარმოშობასა და დაბადებასთან იყო ასოცირებული. ბაყაყის ან ბაყაყისთავიანი ადამიანის სახით წარმოიდგინებოდა [[ჰერმოპოლისი]]ს [[ოგდოადა|ოგდოადი]]ს ოთხი პირველქმნილი მამრი ღვთაება: [[ნუნი]] – პირველყოფილი წყლები, ხუხი – უსასრულობა, კუკი – წყვდიადი, [[ამონი]] – უხილავობა.  
 
მიმდინარე ცვლილება 18:29, 17 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ხეკეტი

ბაყაყი – როგორც ხთონიური ცხოველი, რომელიც შლამში და ჭაობში ცხოვრობდა, ბაყაყი ეგვიპტეში წარმოშობასა და დაბადებასთან იყო ასოცირებული. ბაყაყის ან ბაყაყისთავიანი ადამიანის სახით წარმოიდგინებოდა ჰერმოპოლისის ოგდოადის ოთხი პირველქმნილი მამრი ღვთაება: ნუნი – პირველყოფილი წყლები, ხუხი – უსასრულობა, კუკი – წყვდიადი, ამონი – უხილავობა.

ეთაყვანებოდნენ ასევე ბაყაყისთავიან ქალღმერთს ხეკეტს, რომელიც შემოქმედი ღვთაების, ხნუმის მეუღლე და ყოველი არსებულის დედად ითვლებოდა. ბაყაყი იმდენად იყო ასოცირებული სიცოცხლის მომცემ ძალასთან, რომ ახალი სამეფოდან „სოცოცხლის გამეორება“, ანუ მარადიულობა განახლების გზით, გამოიწერებოდა ბაყაყის ნიშნით. ყველაფერ ამის გამო, ბაყაყი იყო უმნიშვნელოვანესი ამულეტი გარდაცვლილთათვის. ბაყაყის სახის უძველეს ამულეტებს ჯერ კიდევ წინადინასტიური პერიოდის სამარხებში ვხვდებით.

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები