ბენუ
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ბენუ''' – (ეგვ. bmw, Wb 1, 458), | + | [[ფაილი:Benu.PNG|thumb|140პქ|ბენუ]] |
| + | '''ბენუ''' – (ეგვ. bmw, Wb 1, 458), [[ჰელიოპოლისი]]ს წარმოდგენების თანახმად, უძველესი ფრინველი (წეროს სახით), რომელიც პირველყოფილი [[ქაოსი]]დან ამოსულ ბორცვზე დაფრინდა. ეგვიპტელთა წარმოდგენით, ბენუს ფრინველიც [[ატუმი]]ს გამოვლინება იყო, რადგან [[ბენბენი]] იყო [[პირველქმნილი ბორცვი]], ბენუს ფრინველი კი პირველი სიცოცხლე, რომელიც ამ ბორცვზე დაეშვა. [[პირამიდების ტექსტები]]ს თანახმად, სამყაროს შექმნა ასე დაიწყო: „ო, ატუმ-[[ხეპრი]], შენ აღზევდი, როგორც ბორცვი, შენ გაბრწყინდი, როგორც ბენუ ბენუს ტაძარში ჰელიოპოლისში, (და) გადმოაფურთხე [[შუ (ღვთება)|შუ]] (ჰაერი, სიცარიელე) (და) გადმოაფურთხე [[ტეფნუტი]] (სისველე)“. უფრო გვიანდელი წარმოდგენით, ბენი წითელ-ოქროსფერი ფრინველი იყო, რომელიც ხუთას წელიწადში ერთხელ თავს იწვავდა, რომ კვლავ აღმდგარიყო, ახალი ძალებით სავსე. აქ გამოკვეთილია ეგვიპტელთა იდეა მარადიულობაზე, რომლის მიღწევა მათ მხოლოდ მუდმივი განახლებით ჰქონდათ წარმოდგენილი. [[ბერძნული ენა|ბერძნულ ენაში]] „ბენუ“ „[[ფენიქსი]]“ გახდა. ზემო ეგვიპტის XVII [[ნომი|ნომში]] მდებარეობდა [[ქალაქი]], რომელსაც „ბენუს სახლი“ ერქვა. | ||
მიმდინარე ცვლილება 18:49, 17 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ბენუ – (ეგვ. bmw, Wb 1, 458), ჰელიოპოლისის წარმოდგენების თანახმად, უძველესი ფრინველი (წეროს სახით), რომელიც პირველყოფილი ქაოსიდან ამოსულ ბორცვზე დაფრინდა. ეგვიპტელთა წარმოდგენით, ბენუს ფრინველიც ატუმის გამოვლინება იყო, რადგან ბენბენი იყო პირველქმნილი ბორცვი, ბენუს ფრინველი კი პირველი სიცოცხლე, რომელიც ამ ბორცვზე დაეშვა. პირამიდების ტექსტების თანახმად, სამყაროს შექმნა ასე დაიწყო: „ო, ატუმ-ხეპრი, შენ აღზევდი, როგორც ბორცვი, შენ გაბრწყინდი, როგორც ბენუ ბენუს ტაძარში ჰელიოპოლისში, (და) გადმოაფურთხე შუ (ჰაერი, სიცარიელე) (და) გადმოაფურთხე ტეფნუტი (სისველე)“. უფრო გვიანდელი წარმოდგენით, ბენი წითელ-ოქროსფერი ფრინველი იყო, რომელიც ხუთას წელიწადში ერთხელ თავს იწვავდა, რომ კვლავ აღმდგარიყო, ახალი ძალებით სავსე. აქ გამოკვეთილია ეგვიპტელთა იდეა მარადიულობაზე, რომლის მიღწევა მათ მხოლოდ მუდმივი განახლებით ჰქონდათ წარმოდგენილი. ბერძნულ ენაში „ბენუ“ „ფენიქსი“ გახდა. ზემო ეგვიპტის XVII ნომში მდებარეობდა ქალაქი, რომელსაც „ბენუს სახლი“ ერქვა.