მცირე კრონშნეპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მცირე კრონშნეპი''' − (ლათ. Numenius tenuirostris Vieillot, 1817) − ფრინველი [[მეჭვავია...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Mcire kronShepi.PNG|thumb|200px|მცირე კრონშნეპი]]
 
'''მცირე კრონშნეპი''' − (ლათ. Numenius tenuirostris Vieillot, 1817) − ფრინველი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] რიგიდან.  
 
'''მცირე კრონშნეპი''' − (ლათ. Numenius tenuirostris Vieillot, 1817) − ფრინველი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] რიგიდან.  
 +
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* რიგი − [[მეჭვავიასნაირნი]] (Charadrilformes)
 
* რიგი − [[მეჭვავიასნაირნი]] (Charadrilformes)

მიმდინარე ცვლილება 23:47, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

მცირე კრონშნეპი

მცირე კრონშნეპი − (ლათ. Numenius tenuirostris Vieillot, 1817) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.

მცირე კრონშნეპი კრონშნეპებს შორის შედარებით პატარაა, მაგრამ საერთოდ საკმაოდ მოზრდილი ფრინველია. ფრთა 230-260 მმ-ია, გალო – 60-65 მმ, ნისკარტი – 65-95 მმ, დედალი ოდნავ დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველი დიდი კრონშნეპის შეფერილობას მოგვაგონებს, თუმცა კარგად გამოირჩევა მისგან იმით, რომ მკერდზე და სხეულის გვერდებზე მსხლისებური ფორმის მოშავო-მურა ლაქები აქვს, ხოლო იღლიის, ფრთისქვეშა და კუდქვეშა მფარავები თეთრია. საჭის ბუმბულების ძირითადი შეფერილობაც თეთრია, მაგრამ მათზე არის მკვეთრი განივი შავი ზოლები.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

ბუდობის არეალი სრულად არაა დადგენილი. ცნობილია, რომ იგი მოიპოვება ტყე-ველისა და ველის ზონების ჭაობებში, სამხრეთ-დასავლეთ ციმბირსა და ჩრდილოეთი ყაზახეთის შედარებით მცირე ტერიტორიაზე – მდ. ურალსა და ობს შორის. სსრკ ფარგლებს გარეთ მითითებულია ამ ფრინველის ბუდობა ირანშიც, რაც ნაკლებად სარწმუნოა. ზამთრობს ევროპისა და აფრიკის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. საქართველოში იშვიათად გვხვდება მიმოფრენის დროს.

[რედაქტირება] ბიოტოპი

უხვი მცენარეულობით დაფარული ტორფიანი ჭაობები.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ჭაობის მშრალ კოლბოხებზე, ამოფენს ხმელი ბალახით. მაისის მეორე ნახევარში დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

[რედაქტირება] კვება

ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, ჭიები, ლოკოკინები და სხვა უხერხემლოები. მცირე რაოდენობით ჭამს კენკრასაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

ერთ-ერთი მეტად მცირერიცხოვანი სახეობაა. ამიტომ რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები