პაწაწა ქათამურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პაწაწა ქათამურა''' (ლათ. Porzana pusilla Pallas, 1776) − ფრინველი ლაინასებრთა ო...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Pawawa qaTamura.PNG|thumb|200px|პაწაწა ქათამურა]]
 
'''პაწაწა ქათამურა''' (ლათ. Porzana pusilla Pallas, 1776) − ფრინველი ლაინასებრთა ოჯახიდან.
 
'''პაწაწა ქათამურა''' (ლათ. Porzana pusilla Pallas, 1776) − ფრინველი ლაინასებრთა ოჯახიდან.
 +
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* რიგი − [[ლაინასნაირნი]] (Ralliformes)
 
* რიგი − [[ლაინასნაირნი]] (Ralliformes)

მიმდინარე ცვლილება 23:57, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

პაწაწა ქათამურა

პაწაწა ქათამურა (ლათ. Porzana pusilla Pallas, 1776) − ფრინველი ლაინასებრთა ოჯახიდან.

პაწაწა ქათამურა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 80-98 მმ-ია, ნისკარტი – 14-18 მმ, წონა – 60 გ-მდე. დედალი სიდიდით არ განსხვავდება მამლისაგან. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავებაა. გამრავლების პერიოდში მამალი ზემოდან მურა-წენგოსფერია, მაგრამ ბუმბულებზე შავი ღერძულა ლაქებია, რომლებიც უფრო ფართოა ზურგის შუა და მხრების ბუმბულებზე. ზურგის ზოგიერთ ბუმბულზე თეთრი ზოლები და წინწკლებია. კისრისა და ჩიჩახვის გვერდები მურა-ჟანგმიწისფერია. წარბები, თავის გვერდები, ყელი, ჩიჩახვი, მკერდი და მუცლის წინა ნაწილი მოცისფრო-რუხია, ხოლო მუცლის უკანა ნაწილი, სხეულის გვერდები და კუდქვეშა ბუმბულები – მუქი რუხი ან მურა, თეთრი განივი ზოლებით. მომქნევები მურა ფერისაა, მაგრამ პირველი მომქნევის გარეთა მარტო თეთრია. ფრთების ზემო მფარავები ერთფეროვანი მურა-წენგოსფერია, ფრთების ქვემო მფარავები – მოწაბლისფრო-კვამლისფერი, თეთრი წინწკლებით. მუქი მურა საჭის ბუმბულებს წვეროები უფრო ღია ფერის აქვთ. დედალი განსხვავდება მამლისაგან მკრთალი რუხი ფერის ქვემო მხარით და მოთეთრო ყელით. ახალგაზრდებს თავის გვერდებზე, თვალებს ზემოთ ზოლები და ყურები „ანგმიწისფერი აქვთ, ხოლო ყელი, მკერდი და მუცელი – ჭუჭყიანი თეთრი.

აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური პაწაწა ქათამურა – P. p. pusilla Pall., 1776.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი ვრცელია. იგი მოიცავს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერსა და ტროპიკულ ზონებს ევროპაში, აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ტასმანიაზე. სსრ კავშირის ფარგლებში მოიპოვება შუა და სამხრეთ ზოლში, დასავლეთის სახელმწიფო საზღვრიდან აღმოსავლეთით ზღვისპირეთამდე. საქართველოში მობუდარია.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ლელის, ლერწმის, ისლისა და სხვა წყლისა და ჭაობის მცენარეთა შამბნარი დამდგარი წყალსატევების სანაპიროებზე, მეტწილად დაბლობში.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს მცენარეთა ყლორტებისა და ფოთლებისაგან სუფთა წყალსატევის ნაპირას ან წყალში – პატარა კოლბოხებზე. როცა ბუდის გარშემო წყალია, ბუდესთან ცურვით მიდის. აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე 2-ჯერ ასწრებს გამრავლებას. ნორმალურად დებს 8 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 20-21 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ძირითად საკვებს შეადგენენ წყლის მწერები და მათი მატლები, უპირატესად კოღო, წყლის ხოჭოები და სხვა. იშვიათად კენკავს პატარა ზომის მოლუსკებს. საკვებს ჩვეულებრივად ცურვით პოულობს წყლის ზედაპირზე ან ლელის ღეროებზე. მცენარეული საკვების მოხმარება იშვიათია.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

ადამიანისათვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.


[რედაქტირება] წყრო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები