ქალაქის მერცხალი
(ახალი გვერდი: '''ქალაქის მერცხალი''' (ლათ. Delichon urbica Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინ...) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
====გამრავლება==== | ====გამრავლება==== | ||
| − | სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ [[ევროპა]]სა და [[აზია]]ს, [[ჩრდილოეთი]]თ დაახლოებით ტუნდრის ზონამდე, ხოლო [[ | + | სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ [[ევროპა]]სა და [[აზია]]ს, [[ჩრდილოეთი]]თ დაახლოებით ტუნდრის ზონამდე, ხოლო [[სამხრეთი]]თ არ ბუდობს არაბეთის დიდ ნაწილში, [[ინდოეთი]]ს სამხრეთში და ინდოჩინეთში; [[აღმოსავლეთი]]თ არაა ჩუკოტკაზე და კამჩატკაზე; [[აფრიკა]]ში ბუდობს [[ალჟირი|ალჟირში]], [[ტუნისი|ტუნისში]] და [[მაროკო]]ში. ზამთარს ატარებს აფრიკის სამხრეთ ნახევარში, აგრეთვე ინდოეთში, სამხრეთ [[ჩინეთი|ჩინეთში]] და კუნძულ ბორნეოზე. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი. |
====ბიოტოპი==== | ====ბიოტოპი==== | ||
მიმდინარე ცვლილება 16:52, 14 მაისი 2025 მდგომარეობით
ქალაქის მერცხალი (ლათ. Delichon urbica Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ქალაქის მერცხალი.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მერცხლისებრნი (Hirundinidae)
- გვარი − ქალაქის მერცხალი (Delichon)
ქალაქის მერცხალი მერცხლებს შორის საშუალო ზომისაა, ფრთა 100-120 მმ-ია, კუდი – 50-70 მმ, ნისკარტი 6-7 მმ, წონა – 15-22 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. კარგად გამოირჩევა სხვა მერცხლებისაგან იმით, რომ კუდზედა ბუმბულები და წელი სუფთა თეთრი აქვს, რაც ზურგის მუქი შეფერილობის კონტრასტულია. გალო და თითები შემოსილია თეთრი ფერის თმისმაგვარი ბუმბულებით. თავი ზემოდან, ზურგი და მხრები შავია, მოლურჯო მეტალური ელვარებით. მომქნევები და საჭის ბუმბულები მუქი მურაა, ზოგჯერ მომწვანო მკრთალი ელვარებით. სხეულის მთელი ქვემო მხარე თეთრია. კუდის ამოკვეთილობა 10-20 მმ-ია. ნისკარტი შავია, ბრჭყალები – მოვარდისფრო.
აღწერილია 6-7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ქალაქის მერცხალი – D. u. urbica Lin., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გამრავლება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპასა და აზიას, ჩრდილოეთით დაახლოებით ტუნდრის ზონამდე, ხოლო სამხრეთით არ ბუდობს არაბეთის დიდ ნაწილში, ინდოეთის სამხრეთში და ინდოჩინეთში; აღმოსავლეთით არაა ჩუკოტკაზე და კამჩატკაზე; აფრიკაში ბუდობს ალჟირში, ტუნისში და მაროკოში. ზამთარს ატარებს აფრიკის სამხრეთ ნახევარში, აგრეთვე ინდოეთში, სამხრეთ ჩინეთში და კუნძულ ბორნეოზე. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბუდობისათვის ირჩევს მეტწილად ქვის შენობების ლავგარდანებს, კლდეებსა და ფლატეებს მდინარეთა ხეობებში, ზოგჯერ ბუდობს ხის შენობებზეც სოფლის მერცხალთან ერთად. საკვებისათვის დაფრინავს წყალსატევების სანაპირო მდელოებზე, მთების ფერდობებსა და ველობებზე. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზ. დ.
[რედაქტირება] გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. იკეთებს დახურულ, სფეროსმაგვარ ბუდეს, შესასვლელი ხვრელით მის ზემო ნაწილში. ბუდეს ამაგრებს ქვის შენობებზე გარედან ან კლდეებზე, მაგრამ გადმოხურულ ადგილებში. ზოგჯერ ბუდეს წაართმევს სოფლის მერცხალს და გადააკეთებს თავისებურად. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 4-6 კვერცხს. ბუდეზე კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება. ივნისში მეორედ მრავლდება.
[რედაქტირება] კვება
ქალაქის მერცხალი მწერიჭამია ფრინველია. მწერებს იგი იჭერს ფრენის დროს. მათ შორის მთავარია მცირე ზომის ხოჭოები, ორფრთიანები, სწორფრთიანები და პეპლები. ბარტყებსაც მწერებით კვებავს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
ზაფხულის განმავლობაში უამრავ მავნე მწერს სპობს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.