ცაბაძე კახა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კახა ცაბაძე''' – (14. სექტემბერი 1959, თბილისი), ქართველი კომპოზი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ცაბაძე კახა“ გადაიტანა გვერდზე „კახა ცაბაძე“)

15:31, 19 მაისი 2025-ის ვერსია

კახა ცაბაძე – (14. სექტემბერი 1959, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2012).

1982 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1982-84 იყო თბილისის კონსერვატორიის ასისტენტ-სტაჟიორი. 1983-იდან თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის მუსიკალური განყოფილების პედაგოგი. 1997-2000 საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 2008-2017 თავმჯდომარე. 2011-იდან თბილისის ზ. ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის დირექტორი.

ძირითადი ნაწარმოებები: კონცერტები ალტისა და ორკესტრისათვის, კლარნეტისა და ორკესტრისათვის, სამმაგი კონცერტი ვიოლინოს, ჩელოს ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის. კონჩერტო გროსო ორკსეტრისათვის. 2 სიმებიანი კვარტეტი, რომანსები ხმისა და ფორტეპიანოსათვის, საფორტეპიანო ციკლები, საგუნდო ნაწარმოებები, კამერულ-ინსტრუმენტული პიესები. 5 მიუზიკლი, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის და მოკლემეტრაჟიანი კინოფილმებისათვის. კახა ცაბაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საესტრადო სიმღერებს: „ყვავილების მიწა“, „ალიონზე გამიღიმა თბილისმა“, „ჩემი სიყვარულით შენ არ შეგაწუხებთ“ და სხვ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები