ხალხური მუსიკა
(ახალი გვერდი: '''ხალხური მუსიკა''' – ხალხური მხატვრული შემოქმედების ნაირსახ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ხალხური მუსიკა''' – ხალხური მხატვრული შემოქმედების ნაირსახეობა, რომელშიც ასახულია ხალხის ხასიათი, მისი | + | '''ხალხური მუსიკა''' – მუსიკალური [[ფოლკლორი]] (ინგლ. Folkmusic, გერმ. Volkmusic, ფრანგ. Folklore musical), ხალხური მხატვრული შემოქმედების ნაირსახეობა, რომელშიც ასახულია ხალხის ხასიათი, მისი ცხოვრება, გრძნობები, ყოფა, შრომითი მოღვაწეობა, საზოგადოებრივი ფუნქციონირება. ხალხური მუსიკა ბევრი მუსიკალური ნაწარმოების საფუძველია. ხალხთა კულტურული ურთიერთობის პროცესში ხალხური მუსიკა ივსება ახალი ელემენტებით, იცვლება საზოგადოებრივი განვითარების შესაბამისად. |
+ | |||
+ | ხალხური მუსიკა წარსულიდან იღებს სათავეს. ვოკალური, საკრავიერი და ვოკალურ-საკრავიერი ხალხური შემოქმედების ტრადიციების უაღრესი სიმყარით გამოირჩევა, თუმცა იგი, როგორც წესი, წერილობითი ფორმით არ ფიქსირდებოდა და ძირითადად საშემსრულებლო მემკვიდრეობით გადმოიცემოდა. | ||
+ | |||
+ | ხალხური მუსიკას პროფესიულის მსგავსად, ჰყავს თავისი ავტორი, თუმცა ანონიმური. ხალხური ნაწარმოების თანაავტორებად გვევლინებოდნენ შემსრულებლები, რომლებსაც ხშირად გარკვეული კორექტივი შეჰქონდათ ამა თუ იმ სიმღერის, თუ სხვა მუსიკალური ქმნილების შესრულებაში (აქედან მათი ვარიანტულობა). ავტორების ანონიმურობასთან ერთად ხალხური მუსიკის მთავარი თვისებაა იმპროვიზაციულობა, რითაც იგი განსხვავდება ტრადიციული პროფესესიული მუსიკისაგან. ხალხური მუსიკის შექმნა-განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ეროვნების „ხალხური პროფესიონალები“: [[მესტვირე]], [[აშუღი]], [[აედოსი]], [[ჟონგლიორი (თეატრი)|ჟონგლიორი]], [[მენესტრელი]], [[შპილმანი]], [[კობზარი]], [[სკომოროხები|სკომოროხი]], [[აკინი]], [[გუსანი]] და სხვ. ხალხური მუსიკისათვის დამახასიათებელია ჟანრული მრავალფეროვნება, მას საფუძვლად უდევს ადამიანის მდიდარი შრომითი და ყოფითი მოღვაწეობა. ყოველი ხალხის თავისთავადი, განსხვავებული მუსიკალური კულტურა მაინც ერთნაირად ავლენს ამ ზოგადჟანრობრივ კანონზომიერებას. მაგ. მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური მუსიკა, რომელიც სხვადასხვა სამუსიკო დიალექტებით გამოირჩევა (ხევსურული, თუშური, ფშაური, მოხეური, მთიულური, ქართლურ-კახური, მესხური, იმერული, გურული, მეგრული, რაჭული, ლეჩხუმური, სვანური, აჭარული, ჭანური ანუ ლაზური), მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ჟანრს, რომელიც ზოგადსაკაცობრიო კუთვნილებისაა: შრომის, საყოფაცხოვრებო, საწესო, სარიტუალო, საქორწილო, მგზავრული, ლაშქრული, საისტორიო, საგმირო, სატრფიალო, სახუმარო, საფერხულო და საცეკვაო სიმღერებს. | ||
+ | |||
+ | ხალხური მუსიკის განვითარებასთან ერთად ადრინდელი მარტივი სიმღერებისა და საკრავიერი ნიმუშების გვერდით ჩნდებოდა უფრო რთული ვოკალური თუ საკრავიერი მუსიკალური ფორმები. სხვადასხვა ჟანრობრივ წიაღში ყალიბდებოდა მელოსის, მრავალხმიანობისა და [[რიტმიკა|რიტმიკის]] განსხვავებული ტიპები. ეს პროცესიც თვალნათლივაა ასახული ქართულ ხალხურ მუსიკაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეტად ფართო დიაპაზონი, ერთი მხრივ, ვხვდებით უძველესი სასიმღერო შემოქმედებისა და საკრავიერი მუსიკის უმარტივეს ფორმებს (თუშურ-ფშავურ-ხევსურული ხალხური მუსიკა), ხოლო მეორე მხრივ – საგუნდო ხელოვნების მაღალმხატვრულ ნიმუშებს (ქართლ-კახური, იმერული, გურული, აჭარული, მეგრული, რაჭული, სვანური), რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ მსოფლიოს ხალხთა მუსიკაში მრავალფეროვანი და დახვეწილი საგუნდო მრავალხმიანობის ფორმებით („[[ჩაკრულო]]“, „გრძელი მრავალჟამიერი“, „სუფრული“, „ხასანბეგურა“, „ცხენოსნური“, „[[შავი შაშვი (სიმღერა)|შავი შაშვი]]“, „მხედრული“, „ვახტანგური“, „შვიდკაცა“, „ქალი ვიყავ აზნაური“, „[[ელესა]]“, „ოდოია“, „კუჩხი ბედინერა“, „ჩელა“, „ასლანური მრავალჟამიერი“, ალილო, „[[ლილე]]“, „კვირია“ და სხვ). | ||
+ | |||
+ | ხალხური მუსიკა არის ერთხმიანიც (სოლო შესრულება), ანტიფონურიც, ანსამბლურიც, გუნდურიც და საკრავიერიც. გუნდური და საკრავიერი მრავალხმიანობის მრავალი ტიპი არსებობს. ხალხური მრავალხმიანობის საფუძველზე ჩამოყალიბდა ევროპული პროფესიული მრავალხმიანობა (IX-X სს.). | ||
+ | |||
+ | ხალხური მუსიკის შემოქმედების წიაღში შეიქმნა მრავალი საკრავი, რომელთაგან ზოგიერთი რომელიმე ერის მკაფიოდ გამოხატული კუთვნილებაა (მაგ. ქართ. [[ჩონგური]]). ზოგი კი საზიაროა რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისათვის. | ||
+ | |||
+ | ხალხური მუსიკა პროფესიული მუსიკის საფუძველია. ასევე ხალხური [[მუსიკალური საკრავები]]დან იღებს სათავეს თითქმის ყველა პროფესიული საკრავი. ჩაწერა და მეცნიერული შესწავლა დაიწყო XIX ს. შუა წლებიდან. მუსიკალური ფოლკლორისტიკა (ან როგორც მას საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში უწოდებენ — ეთნომუსიკოლოგია) ჩამოყალიბდა XIX საუკუნის 80-იან წლებში. ათვლის წერტილად მიღებულია ფონოგრაფის (მუსიკის ჩამწერი აპარატის) გამოგონების წელი − 1877. | ||
ხაზი 7: | ხაზი 19: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | ||
+ | [[კატეგორია:ხალხური მუსიკა]] |
22:47, 19 მაისი 2025-ის ვერსია
ხალხური მუსიკა – მუსიკალური ფოლკლორი (ინგლ. Folkmusic, გერმ. Volkmusic, ფრანგ. Folklore musical), ხალხური მხატვრული შემოქმედების ნაირსახეობა, რომელშიც ასახულია ხალხის ხასიათი, მისი ცხოვრება, გრძნობები, ყოფა, შრომითი მოღვაწეობა, საზოგადოებრივი ფუნქციონირება. ხალხური მუსიკა ბევრი მუსიკალური ნაწარმოების საფუძველია. ხალხთა კულტურული ურთიერთობის პროცესში ხალხური მუსიკა ივსება ახალი ელემენტებით, იცვლება საზოგადოებრივი განვითარების შესაბამისად.
ხალხური მუსიკა წარსულიდან იღებს სათავეს. ვოკალური, საკრავიერი და ვოკალურ-საკრავიერი ხალხური შემოქმედების ტრადიციების უაღრესი სიმყარით გამოირჩევა, თუმცა იგი, როგორც წესი, წერილობითი ფორმით არ ფიქსირდებოდა და ძირითადად საშემსრულებლო მემკვიდრეობით გადმოიცემოდა.
ხალხური მუსიკას პროფესიულის მსგავსად, ჰყავს თავისი ავტორი, თუმცა ანონიმური. ხალხური ნაწარმოების თანაავტორებად გვევლინებოდნენ შემსრულებლები, რომლებსაც ხშირად გარკვეული კორექტივი შეჰქონდათ ამა თუ იმ სიმღერის, თუ სხვა მუსიკალური ქმნილების შესრულებაში (აქედან მათი ვარიანტულობა). ავტორების ანონიმურობასთან ერთად ხალხური მუსიკის მთავარი თვისებაა იმპროვიზაციულობა, რითაც იგი განსხვავდება ტრადიციული პროფესესიული მუსიკისაგან. ხალხური მუსიკის შექმნა-განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ეროვნების „ხალხური პროფესიონალები“: მესტვირე, აშუღი, აედოსი, ჟონგლიორი, მენესტრელი, შპილმანი, კობზარი, სკომოროხი, აკინი, გუსანი და სხვ. ხალხური მუსიკისათვის დამახასიათებელია ჟანრული მრავალფეროვნება, მას საფუძვლად უდევს ადამიანის მდიდარი შრომითი და ყოფითი მოღვაწეობა. ყოველი ხალხის თავისთავადი, განსხვავებული მუსიკალური კულტურა მაინც ერთნაირად ავლენს ამ ზოგადჟანრობრივ კანონზომიერებას. მაგ. მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური მუსიკა, რომელიც სხვადასხვა სამუსიკო დიალექტებით გამოირჩევა (ხევსურული, თუშური, ფშაური, მოხეური, მთიულური, ქართლურ-კახური, მესხური, იმერული, გურული, მეგრული, რაჭული, ლეჩხუმური, სვანური, აჭარული, ჭანური ანუ ლაზური), მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ჟანრს, რომელიც ზოგადსაკაცობრიო კუთვნილებისაა: შრომის, საყოფაცხოვრებო, საწესო, სარიტუალო, საქორწილო, მგზავრული, ლაშქრული, საისტორიო, საგმირო, სატრფიალო, სახუმარო, საფერხულო და საცეკვაო სიმღერებს.
ხალხური მუსიკის განვითარებასთან ერთად ადრინდელი მარტივი სიმღერებისა და საკრავიერი ნიმუშების გვერდით ჩნდებოდა უფრო რთული ვოკალური თუ საკრავიერი მუსიკალური ფორმები. სხვადასხვა ჟანრობრივ წიაღში ყალიბდებოდა მელოსის, მრავალხმიანობისა და რიტმიკის განსხვავებული ტიპები. ეს პროცესიც თვალნათლივაა ასახული ქართულ ხალხურ მუსიკაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეტად ფართო დიაპაზონი, ერთი მხრივ, ვხვდებით უძველესი სასიმღერო შემოქმედებისა და საკრავიერი მუსიკის უმარტივეს ფორმებს (თუშურ-ფშავურ-ხევსურული ხალხური მუსიკა), ხოლო მეორე მხრივ – საგუნდო ხელოვნების მაღალმხატვრულ ნიმუშებს (ქართლ-კახური, იმერული, გურული, აჭარული, მეგრული, რაჭული, სვანური), რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ მსოფლიოს ხალხთა მუსიკაში მრავალფეროვანი და დახვეწილი საგუნდო მრავალხმიანობის ფორმებით („ჩაკრულო“, „გრძელი მრავალჟამიერი“, „სუფრული“, „ხასანბეგურა“, „ცხენოსნური“, „შავი შაშვი“, „მხედრული“, „ვახტანგური“, „შვიდკაცა“, „ქალი ვიყავ აზნაური“, „ელესა“, „ოდოია“, „კუჩხი ბედინერა“, „ჩელა“, „ასლანური მრავალჟამიერი“, ალილო, „ლილე“, „კვირია“ და სხვ).
ხალხური მუსიკა არის ერთხმიანიც (სოლო შესრულება), ანტიფონურიც, ანსამბლურიც, გუნდურიც და საკრავიერიც. გუნდური და საკრავიერი მრავალხმიანობის მრავალი ტიპი არსებობს. ხალხური მრავალხმიანობის საფუძველზე ჩამოყალიბდა ევროპული პროფესიული მრავალხმიანობა (IX-X სს.).
ხალხური მუსიკის შემოქმედების წიაღში შეიქმნა მრავალი საკრავი, რომელთაგან ზოგიერთი რომელიმე ერის მკაფიოდ გამოხატული კუთვნილებაა (მაგ. ქართ. ჩონგური). ზოგი კი საზიაროა რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისათვის.
ხალხური მუსიკა პროფესიული მუსიკის საფუძველია. ასევე ხალხური მუსიკალური საკრავებიდან იღებს სათავეს თითქმის ყველა პროფესიული საკრავი. ჩაწერა და მეცნიერული შესწავლა დაიწყო XIX ს. შუა წლებიდან. მუსიკალური ფოლკლორისტიკა (ან როგორც მას საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში უწოდებენ — ეთნომუსიკოლოგია) ჩამოყალიბდა XIX საუკუნის 80-იან წლებში. ათვლის წერტილად მიღებულია ფონოგრაფის (მუსიკის ჩამწერი აპარატის) გამოგონების წელი − 1877.