ოქტაედრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
− | სიტყვასიტყვით „რვაწახნაგა“ ტერმინი „ოქტაედრი“ შემოიღო თეეტეტმა, რომელმაც პირველმა ააგო რვაწახნაგა. შემდგომ ეს ტერმინი გვხვდება [[ევკლიდე|ევკლიდთან]] და [[ | + | სიტყვასიტყვით „რვაწახნაგა“ ტერმინი „ოქტაედრი“ შემოიღო თეეტეტმა, რომელმაც პირველმა ააგო რვაწახნაგა. შემდგომ ეს ტერმინი გვხვდება [[ევკლიდე|ევკლიდთან]] და [[ჰერონ ალექსანდრიელი|ჰერონთან]]. |
მიმდინარე ცვლილება 12:45, 19 დეკემბერი 2024 მდგომარეობით
ოქტაედრი – (ბერძ. οκτω – რვა, εδρα – წახნაგი, საყრდენი, საფუძველი, ფუძე, გვერდი). რვაწახნაგა; წესიერი ოქტაედრი − მრავალწახნაგების ხუთი ტიპიდან ერთ-ერთი, რომლის წახნაგებსაც წარმოადგენენ წესიერი სამკუთხედები. ოქტაედრს აქვს სამკუთხა ფორმის 8 წახნაგი, 12 წიბო, 6 წვერო (თითოეულ წვეროში თავს იყრის 4 წიბო). წესიერ ოქტაედრს აქვს სიმეტრიის ცენტრი და 9 სიმეტრიის სიბრტყე. თუ წესიერი ოქტაედრის წიბოს სიგრძეა a, მაშინ მისი მოცულობა V= a3 √2 /3≈ 0,4714 a3. თუ წიბოს სიგრძეა b, მაშინ ოქტაედრის მოცულობა V = 0,4714b3, ზედაპირის სრული ფართობი S = 3,4641b2.
სიტყვასიტყვით „რვაწახნაგა“ ტერმინი „ოქტაედრი“ შემოიღო თეეტეტმა, რომელმაც პირველმა ააგო რვაწახნაგა. შემდგომ ეს ტერმინი გვხვდება ევკლიდთან და ჰერონთან.