მცირე ქათამურა
(ახალი გვერდი: '''მცირე ქათამურა''' (ლათ. Porzana parva Scopoli, 1769) − ფრინველი ლაინასებრთა ოჯ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Mcire qatamura.PNG|thumb|250px|მცირე ქათამურა]] | ||
'''მცირე ქათამურა''' (ლათ. Porzana parva Scopoli, 1769) − ფრინველი ლაინასებრთა ოჯახიდან. | '''მცირე ქათამურა''' (ლათ. Porzana parva Scopoli, 1769) − ფრინველი ლაინასებრთა ოჯახიდან. | ||
* კლასი − ფრინველები (AVES) | * კლასი − ფრინველები (AVES) | ||
| ხაზი 4: | ხაზი 5: | ||
* ოჯახი − [[ლაინასებრნი]] (Rallidae) | * ოჯახი − [[ლაინასებრნი]] (Rallidae) | ||
* გვარი − [[ქათამურა]] (Porzana) | * გვარი − [[ქათამურა]] (Porzana) | ||
| − | მცირე ქათამურა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა | + | მცირე ქათამურა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 95-110 მმ-ია, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 16-20 მმ, წონა 50-65 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში სუსტადაა გამოხატული. დედალი ოდნავ დიდია მამალზე. ზრდასრული მამალი გამრავლების პერიოდში ზურგის მხარეს მურა- წენგოსფერია, ფართო გასწვრივი შავი ზოლებით. წელისა და კუდის მფარავების ზოგიერთ ბუმბულზე ვიწრო [[თეთრი (ფერი)|თეთრი]] ხაზებია. ყელი, კისრის წინა მხარე და გვერდები, მკერდი და მუცელი მოცისფრო-[[რუხი (ფერი)|რუხი]]ა; მუცლის უკანა ნაწილსა და კუდქვეშა ბუმბულებზე მურა და თეთრი განივი ზოლებია; მომქნევები მურაა; მეორე რიგის შიგნითა წაგრძელებულ მომქნევებზე ფართო მუქი ღერძულა ლაქებია; საჭის ბუმბულები მუქი-მურაა, მურა-წენგოსფერი არშიებით. შემოდგომით მამლების ნიკაპი და ყელი უფრო თეთრია, ხოლო მუცლის რუხი ბუმბულების წვეროებზე არშიებია. დედალი ზურგის მხარეს მამლის მსგავსია, ყელი თეთრი აქვს, ხოლო მთელი დანარჩენი ქვემო მხარე – მოვარდისფრო-ჟანგმიწისფერი. ფეხები მომწვანო-მურაა; ნისკარტი მწვანეა, მაგრამ ძირში წითელია. ახალგაზრდებს ზურგის მხარეს მეტი აქვთ თეთრი სიჭრელე. თავის გვერდები, ყელი და კისრის წინა ნაწილიც თეთრია; მკერდი და მუცელი – მოთეთრო. |
| − | + | ||
| − | + | ====გავრცელება==== | |
| − | მაროკო, ალჟირი, ტუნისი და | + | ბუდობის არეალის საზღვრები [[ევროპა]]სა და [[აზია]]ში ასეთია: [[დასავლეთი]]თ – [[ნიდერლანდები|ჰოლანდია]], აღმოსავლეთი [[საფრანგეთი]], ჩრდილოეთი [[იტალია]]; [[აღმოსავლეთი]]თ – ობის ზემო დინება, ბარნაული, მდ. ტარიმის დაბლობი, ლობრონის ტბა; [[ჩრდილოეთი]]თ – ბალტიისპირეთი, კალინინის, ვლადიმირის, რიაზანის ოლქები, მდ. სურას აუზი, ყაზანი, უფრო აღმოსავლეთით − 55-ე პარალელი. [[სამხრეთი]]თ – ჩრდილოეთი იტალია, [[ბულგარეთი]], მცირე აზია, [[ამიერკავკასია]], ჩრდილოეთი [[ირანი]] და [[ავღანეთი]]. აფრიკაში – [[მაროკო]], [[ალჟირი]], [[ტუნისი]] და [[ნილოსი]]ს შესართავი. ზამთრობს ევროპაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთში, წინა აზიაში, [[პაკისტანი|პაკისტანსა]] და ჩრდილოეთ ინდოეთში. საქართველოში მობუდარია. |
| − | + | ||
| − | + | ====ბიოტოპი==== | |
| − | + | მტკნარწყლიანი ტბები, ტბორები ან მდორე მდინარეთა [[ლელქაში]]ანი, [[ლერწამი|ლერწმიანი]] ან ისლიანი სანაპიროები, უპირატესად დაბლობებში, თუმცა შესაფერისი ბიოტოპის არსებობის შემთხვევაში ადის მთებშიც 2000 მ-ის სიმაღლეზე ზ. დ. | |
| − | + | ||
| − | + | ====გამრავლება==== | |
| + | ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს [[ლელი]]ს ხმელი, ჩალეწილი ღეროებისა და [[ფოთოლი|ფოთლებისაგან]], მიწაზე ან წყლის ზედაპირზე. ნორმალურად დებს 8 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი, მაგრამ უფრო მეტხანს დედალი. საინკუბაციო პერიოდი 20-21 დღეს გრძელდება. აპრილიდან სექტემბრამდე ასწრებს 2-ჯერ გამრავლებას. | ||
| + | |||
| + | ====კვება==== | ||
| + | ძირითად საკვებს შეადგენენ ჭიები, ნაირგვარი, უპირატესად წყლის [[მწერები]] და მათი მატლები, ობობები. მცირე რაოდენობით ჭამს წყლის მცენარეთა ფოთლებსა და ყლორტებსაც. | ||
| + | |||
| + | ====მნიშვნელობა==== | ||
| + | პრაქტიკული თვალსაზრისით ინდიფერენტული ფრინველია | ||
მიმდინარე ცვლილება 23:50, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით
მცირე ქათამურა (ლათ. Porzana parva Scopoli, 1769) − ფრინველი ლაინასებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ლაინასნაირნი (Ralliformes)
- ოჯახი − ლაინასებრნი (Rallidae)
- გვარი − ქათამურა (Porzana)
მცირე ქათამურა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 95-110 მმ-ია, ნისკარტი – 16-20 მმ, წონა 50-65 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში სუსტადაა გამოხატული. დედალი ოდნავ დიდია მამალზე. ზრდასრული მამალი გამრავლების პერიოდში ზურგის მხარეს მურა- წენგოსფერია, ფართო გასწვრივი შავი ზოლებით. წელისა და კუდის მფარავების ზოგიერთ ბუმბულზე ვიწრო თეთრი ხაზებია. ყელი, კისრის წინა მხარე და გვერდები, მკერდი და მუცელი მოცისფრო-რუხია; მუცლის უკანა ნაწილსა და კუდქვეშა ბუმბულებზე მურა და თეთრი განივი ზოლებია; მომქნევები მურაა; მეორე რიგის შიგნითა წაგრძელებულ მომქნევებზე ფართო მუქი ღერძულა ლაქებია; საჭის ბუმბულები მუქი-მურაა, მურა-წენგოსფერი არშიებით. შემოდგომით მამლების ნიკაპი და ყელი უფრო თეთრია, ხოლო მუცლის რუხი ბუმბულების წვეროებზე არშიებია. დედალი ზურგის მხარეს მამლის მსგავსია, ყელი თეთრი აქვს, ხოლო მთელი დანარჩენი ქვემო მხარე – მოვარდისფრო-ჟანგმიწისფერი. ფეხები მომწვანო-მურაა; ნისკარტი მწვანეა, მაგრამ ძირში წითელია. ახალგაზრდებს ზურგის მხარეს მეტი აქვთ თეთრი სიჭრელე. თავის გვერდები, ყელი და კისრის წინა ნაწილიც თეთრია; მკერდი და მუცელი – მოთეთრო.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
ბუდობის არეალის საზღვრები ევროპასა და აზიაში ასეთია: დასავლეთით – ჰოლანდია, აღმოსავლეთი საფრანგეთი, ჩრდილოეთი იტალია; აღმოსავლეთით – ობის ზემო დინება, ბარნაული, მდ. ტარიმის დაბლობი, ლობრონის ტბა; ჩრდილოეთით – ბალტიისპირეთი, კალინინის, ვლადიმირის, რიაზანის ოლქები, მდ. სურას აუზი, ყაზანი, უფრო აღმოსავლეთით − 55-ე პარალელი. სამხრეთით – ჩრდილოეთი იტალია, ბულგარეთი, მცირე აზია, ამიერკავკასია, ჩრდილოეთი ირანი და ავღანეთი. აფრიკაში – მაროკო, ალჟირი, ტუნისი და ნილოსის შესართავი. ზამთრობს ევროპაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთში, წინა აზიაში, პაკისტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთში. საქართველოში მობუდარია.
[რედაქტირება] ბიოტოპი
მტკნარწყლიანი ტბები, ტბორები ან მდორე მდინარეთა ლელქაშიანი, ლერწმიანი ან ისლიანი სანაპიროები, უპირატესად დაბლობებში, თუმცა შესაფერისი ბიოტოპის არსებობის შემთხვევაში ადის მთებშიც 2000 მ-ის სიმაღლეზე ზ. დ.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ლელის ხმელი, ჩალეწილი ღეროებისა და ფოთლებისაგან, მიწაზე ან წყლის ზედაპირზე. ნორმალურად დებს 8 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი, მაგრამ უფრო მეტხანს დედალი. საინკუბაციო პერიოდი 20-21 დღეს გრძელდება. აპრილიდან სექტემბრამდე ასწრებს 2-ჯერ გამრავლებას.
[რედაქტირება] კვება
ძირითად საკვებს შეადგენენ ჭიები, ნაირგვარი, უპირატესად წყლის მწერები და მათი მატლები, ობობები. მცირე რაოდენობით ჭამს წყლის მცენარეთა ფოთლებსა და ყლორტებსაც.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
პრაქტიკული თვალსაზრისით ინდიფერენტული ფრინველია