დიდი ლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დიდი ლია''' (ლათ. Limosa limosa Linnaeus, 1758) − ფრინველი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Didi lia.PNG|thumb|250px|დიდი ლია]]
 
'''დიდი ლია''' (ლათ. Limosa limosa Linnaeus, 1758) − ფრინველი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] რიგიდან.  
 
'''დიდი ლია''' (ლათ. Limosa limosa Linnaeus, 1758) − ფრინველი [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] რიგიდან.  
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
ხაზი 31: ხაზი 32:
 
[[კატეგორია:მეჭვავიასებრნი]]
 
[[კატეგორია:მეჭვავიასებრნი]]
 
[[კატეგორია:ჭოვილოები]]
 
[[კატეგორია:ჭოვილოები]]
[[კატეგორია:ჭოვილო]]
+
[[კატეგორია:ლია]]

მიმდინარე ცვლილება 21:05, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

დიდი ლია

დიდი ლია (ლათ. Limosa limosa Linnaeus, 1758) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.

დიდი ლია მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 175-240 მმ-ია, გალო – 60-95 მმ, ნისკარტი – 70-130 მმ, წონა – 235-330 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრულ მამალს გამრავლების პერიოდში თავი, კისერი და მკერდი ქარცი აქვს, მაგრამ თავზე გასდევს მუქი მურა გასწვრივი ზოლები. ზურგის მხარეს მურა-მოშავოა, განივი ქარცი კოპლებითა და ზოლებით. კუდის ზემო მფარავები თეთრია. მკერდსა და სხეულის გვერდებზე განივი მურა და თეთრი ზოლებია. დედალი მამლის მსგავსია, მაგრამ უფრო მკრთალი შეფერილობისაა და ლაქები და ზოლები ნაკლებად მკვეთრია. ზამთარში ორივე სქესის ფრინველი ზურგის მხარეს მორუხო-კვამლისფერია, ყელი მოთეთრო აქვთ; კისერი, ჩიჩახვი, მკერდი და სხეულის გვერდები – ნაცრისფერი, არამკვეთრი უფრო მუქი განივი ზოლებით. დანარჩენი ქვემო მხარე თეთრი აქვთ. სწორი, გრძელი ნისკარტი მოყვითალოა, მუქი წვეროთი; მაღალი, ოთხთითიანი ფეხები – შავი.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური დიდი ლია – L. l. limosa Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყე-ველების ზონას ისლანდიიდან და ფარერის კუნძულებიდან კამჩატკამდე, სახალინამდე და კურილის კუნძულებამდე. ალტაის მხარეში არეალი წყდება. ჩრდილოეთი საზღვარი გადის დაახლოებით შემდეგ პუნქტებზე: ბელგია, დანია, სამხრეთი შვეცია, ფსკოვისა და ნოვგოროდის ოლქები, რიაზანი, ყაზანი და ტობოლსკი; სამხრეთი საზღვარი გერმანიასა და პოლონეთში, სამხრეთ უკრაინაში, ვოლგოგრადის რაიონში, შემდეგ მიჰყვება დაახლოებით 48-ე პარალელს. ზამთრობს ჩრდილოეთსა და ეკვატორულ აფრიკაში, აზიის ტროპიკულ ნაწილსა და ავსტრალიაში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს ტენიან მდელოებზე წყალსატევების მახლობლად. მაღალბალახნარიან ჭაობებში ან ტბების სანაპირო ჭანჭრობიან მინდვრებში.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს უმთავრესად კოლონიებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისის პირველ რიცხვებში დებს ჩვეულებრივად 4 კვერცხს. ნაპოვნია ერთ ბუდეში 7 კვერცხიც, რასაც ორი დედლის ნადებად მიიჩნევენ. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 24 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ზაფხულის პირველ ნახევარში იკვებება ველებზე, სადაც მოიპოვება ნაირგვარი მწერები – უმთავრესად ხოჭოები, ზოგჯერ კალიები, მწერების მუხლუხოები და პეპლები. ბარტყების დაფრთიანების შემდეგ საკვების შედგენილობაში უფრო ხშირია წყლის უხერხემლო ცხოველები – კიბოსნაირები, მოლუსკები, ტბორულები, ბაღლინჯოები და სხვა. ზოგჯერ ჭამს მცენარეთა თესლებს, ლიფსიტებს და ბაყაყის ქვირითსაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლოა სოფლის მეურნეობისათვის. აქვს სპორტული სანადირო მნიშვნელობაც.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები