ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარები
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
არსებობს გარდამავალი სინთეტური ხასიათის. ე. წ. ლირიკულ-ეპიკური ნაწარმოებებიც. მათთვის დამახასიათებელია მხატვრული ასახვის როგორც ეპიკური, ისე ლირიკული ხერხებს ერთობლივი გამოვლენ, ლირიკული თხრობა (ე. ი. უშუალოდ წარმოსახვა როგორც თვით სინამდვილისა, ისე მის მიმართ მწერლის დამოკიდებულებისა). ასეთ ნაწარმოებთა ტიპური სახეობაა [[ბალადა]]. | არსებობს გარდამავალი სინთეტური ხასიათის. ე. წ. ლირიკულ-ეპიკური ნაწარმოებებიც. მათთვის დამახასიათებელია მხატვრული ასახვის როგორც ეპიკური, ისე ლირიკული ხერხებს ერთობლივი გამოვლენ, ლირიკული თხრობა (ე. ი. უშუალოდ წარმოსახვა როგორც თვით სინამდვილისა, ისე მის მიმართ მწერლის დამოკიდებულებისა). ასეთ ნაწარმოებთა ტიპური სახეობაა [[ბალადა]]. | ||
| − | ეპიკური ჟანრებია: რომანი, მოთხრობა, ნოველა, პოემა, [[იგავ-არაკი]] | + | ეპიკური ჟანრებია: რომანი, [[მოთხრობა]], [[ნოველა]], [[პოემა]], [[იგავ-არაკი]] და [[ეტიუდი (ლიტერატურა)|ეტიუდი]]. ისინი ძირითადად ურთიერთისაგან განსხვავდებიან ასახვის მასშტაბისა და კომპოზიციის ტიპოლოგიურ თავისებურებათა მთლიანობით. |
ეპიკურ ჟანრებს მიეკუთვნებიან აგრეთვე დოკუმენტური თხრობითი ჟანრებიც, რომლებიც ცალკეულ ფაქტებს, მოვლენებს ან ადამიანებს ასახიერებენ, ხოლო ამის გამო განზოგადებისას ძირითადად კერძოობითი სინამდვილით იფარგლებიან. მათი ნიშანდობლივი თვისებაა: ფაქტობრივი სიმართლე, მხატვრული დოკუმენტურობა. ეს ჟანრები: [[ნარკვევი]], [[ავტობიოგრაფია]], [[დღიური (ჩანაწერი)|დღიური]], [[მემუარები]], [[მოგზაურობა (ლიტერატურის ჟანრი)|მოგზაურობა]], [[ბიოგრაფია]] და სხვ. ისინი უპირველეს ყოვლისა, ურთიერთისაგან განსხვავდებიან თემატიკურ-კომპოზიციური ნიშნებით. | ეპიკურ ჟანრებს მიეკუთვნებიან აგრეთვე დოკუმენტური თხრობითი ჟანრებიც, რომლებიც ცალკეულ ფაქტებს, მოვლენებს ან ადამიანებს ასახიერებენ, ხოლო ამის გამო განზოგადებისას ძირითადად კერძოობითი სინამდვილით იფარგლებიან. მათი ნიშანდობლივი თვისებაა: ფაქტობრივი სიმართლე, მხატვრული დოკუმენტურობა. ეს ჟანრები: [[ნარკვევი]], [[ავტობიოგრაფია]], [[დღიური (ჩანაწერი)|დღიური]], [[მემუარები]], [[მოგზაურობა (ლიტერატურის ჟანრი)|მოგზაურობა]], [[ბიოგრაფია]] და სხვ. ისინი უპირველეს ყოვლისა, ურთიერთისაგან განსხვავდებიან თემატიკურ-კომპოზიციური ნიშნებით. | ||
| − | ლირიკულ ჟანრებში შედის: საკუთრივ ლირიკა, [[ელეგია (პოეზიის ჟანრი)|ელეგია]], [[ოდა (ლექსი)|ოდა]], [[იდილია]], [[ეპიგრამა]] და სხვ. ეს ჟანრები ძირითადად ურთიერთისაგან განსხვავდებიან თემატიკურ-შინაარსობრივ და კომპოზიციურ თავისებურებათა ერთობლიობით. აქვე უნდა აღინიშნოს აგრეთვე ლირიკულ ნაწარმოებთა ისეთი თავისებური კომპოზიციური ფორმები, როგორიცაა სონეტი, [[მუხამბაზი]] | + | ლირიკულ ჟანრებში შედის: საკუთრივ ლირიკა, [[ელეგია (პოეზიის ჟანრი)|ელეგია]], [[ოდა (ლექსი)|ოდა]], [[იდილია]], [[ეპიგრამა]] და სხვ. ეს ჟანრები ძირითადად ურთიერთისაგან განსხვავდებიან თემატიკურ-შინაარსობრივ და კომპოზიციურ თავისებურებათა ერთობლიობით. აქვე უნდა აღინიშნოს აგრეთვე ლირიკულ ნაწარმოებთა ისეთი თავისებური კომპოზიციური ფორმები, როგორიცაა [[სონეტი]], [[მუხამბაზი]] და სხვა რომლებიც ჟანრობრივად თითქმის ყოველთვის საკუთრივ ლირიკას განეკუთვნებიან. |
დრამატული ჟანრებია: [[ტრაგედია]], [[კომედია]], საკუთრივ [[დრამა]], აგრეთვე [[ფარსი]], [[ინტერმედია]], [[ვოდევილი]]… მათი სხვაობა ძირითადად განპირობებულია თემატიკისა და ასახვის ასპექტის ტიპოლოგიურ თავისებურებათა ერთობლიობით. | დრამატული ჟანრებია: [[ტრაგედია]], [[კომედია]], საკუთრივ [[დრამა]], აგრეთვე [[ფარსი]], [[ინტერმედია]], [[ვოდევილი]]… მათი სხვაობა ძირითადად განპირობებულია თემატიკისა და ასახვის ასპექტის ტიპოლოგიურ თავისებურებათა ერთობლიობით. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:33, 1 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარები – მხატვრული ნაწარმოებები სხვადასხვა სახით ავლენენ სინამდვილის მხატვრულ წარმოსახვას, საერთოდ ლიტერატურის კანონზომიერებას. ამ შედარებითი ხასიათის თავისებურებათა მიხედვით ისინი იყოფიან გვარებად და ჟანრებად. ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარეობითი ტიპოლოგიური კლასიფიკაციის ძირითად ნიშანს შეადგენს მხატვრული გამოსახვის ხერხების სხვადასხვაობა, ხოლო თვით გვარებია: ეპოსი, ლირიკა და დრამა.
ეპიკური ნაწარმოებები მთლიანად თხრობას ემყარება ამიტომ როგორც ამ გვარს, ისე მასში შემავალ ჟანრებს თხრობითს უწოდებენ.
ეპოსის თავისებურებას შეადგენს სინამდვილის (ადამიანების, მათი ცხოვრებისა და გარემოს) უშუალოდ წარმოსახვა, ჩვენება, განსურათება. ამიტომ აქ ცხოვრების წარმოსახვის, ობიექტურის ჩვენების მეშვეობით ვეცნობით მწერლის სუბიექტურ ემოციურ შემოქმედებით სამყაროსა და მხატვრულ-იდეურ პოზიციას.
ლირიკა საწინააღმდეგო ხასიათისა. იგი უშუალოდ წარმოსახავს პოეტის განცდებს, როგორც იდეურ, ისე ესთეტიკურ დამოკიდებულებას ასახულ მოვლენებთან, ერთი სიტყვით, შემოქმედის მთელ სულიერ რეაქციას.
დრამა იქმნება თეატრისათვის, მასში არც თხრობა გვაქვს მოცემული და არც განცდილის, დამოკიდებულების, შემოქმედის სულიერი რეაქციის უშუალოდ განსახიერება. აქ პერსონაჟები ყოველგვარი თხრობითი აღწერისა და დახასიათების გარეშე მოქმედებენ და თვით ავლენენ თავიანთ ხასიათს, არსს, რის გამო დრამატული ნაწარმოები მთლიანად მონოლოგებსა და დიალოგებზეა აგებული, მწერალი კი უშუალოდ არ ჩანს.
ამრიგად, ლიტერატურულ ნაწარმოებთა გვარები სხვადასხვა სახემოსილებით ავლენენ სუბიექტურისა და ობიექტურის შემოქმედებით მთლიანობას, რაც თავის მხრივ მხატვრული ქმნილების ყველა კომპონენტში პოულობს გამოხატულებას.
არსებობს გარდამავალი სინთეტური ხასიათის. ე. წ. ლირიკულ-ეპიკური ნაწარმოებებიც. მათთვის დამახასიათებელია მხატვრული ასახვის როგორც ეპიკური, ისე ლირიკული ხერხებს ერთობლივი გამოვლენ, ლირიკული თხრობა (ე. ი. უშუალოდ წარმოსახვა როგორც თვით სინამდვილისა, ისე მის მიმართ მწერლის დამოკიდებულებისა). ასეთ ნაწარმოებთა ტიპური სახეობაა ბალადა.
ეპიკური ჟანრებია: რომანი, მოთხრობა, ნოველა, პოემა, იგავ-არაკი და ეტიუდი. ისინი ძირითადად ურთიერთისაგან განსხვავდებიან ასახვის მასშტაბისა და კომპოზიციის ტიპოლოგიურ თავისებურებათა მთლიანობით.
ეპიკურ ჟანრებს მიეკუთვნებიან აგრეთვე დოკუმენტური თხრობითი ჟანრებიც, რომლებიც ცალკეულ ფაქტებს, მოვლენებს ან ადამიანებს ასახიერებენ, ხოლო ამის გამო განზოგადებისას ძირითადად კერძოობითი სინამდვილით იფარგლებიან. მათი ნიშანდობლივი თვისებაა: ფაქტობრივი სიმართლე, მხატვრული დოკუმენტურობა. ეს ჟანრები: ნარკვევი, ავტობიოგრაფია, დღიური, მემუარები, მოგზაურობა, ბიოგრაფია და სხვ. ისინი უპირველეს ყოვლისა, ურთიერთისაგან განსხვავდებიან თემატიკურ-კომპოზიციური ნიშნებით.
ლირიკულ ჟანრებში შედის: საკუთრივ ლირიკა, ელეგია, ოდა, იდილია, ეპიგრამა და სხვ. ეს ჟანრები ძირითადად ურთიერთისაგან განსხვავდებიან თემატიკურ-შინაარსობრივ და კომპოზიციურ თავისებურებათა ერთობლიობით. აქვე უნდა აღინიშნოს აგრეთვე ლირიკულ ნაწარმოებთა ისეთი თავისებური კომპოზიციური ფორმები, როგორიცაა სონეტი, მუხამბაზი და სხვა რომლებიც ჟანრობრივად თითქმის ყოველთვის საკუთრივ ლირიკას განეკუთვნებიან.
დრამატული ჟანრებია: ტრაგედია, კომედია, საკუთრივ დრამა, აგრეთვე ფარსი, ინტერმედია, ვოდევილი… მათი სხვაობა ძირითადად განპირობებულია თემატიკისა და ასახვის ასპექტის ტიპოლოგიურ თავისებურებათა ერთობლიობით.