ადამიანის უფლებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(რა სახის ვალდებულებას აკისრებს ადამიანის უფლებები სახელმწიფოს)
(ადამიანის უფლებანი საერთაშორისო რანგში)
 
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ადამიანის უფლებები''' –  უფლებუბი, რომლებიც ყოვულ ადამიანს მისი ადამიანური ღირსებიდან გამომდინარე გააჩნია. ისინი განსაზღვრავს ურთიერთობებს ინდივიდებსა და ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი, [[სახელმწიფო]]ს შორის. ადამიანის უფლებები გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს სახელწიფოს ძალაუფლებას და, ამავდროულად, ავალდებულებს სახელმწიფოებს გადადგან პოზიტიური ნაბიჯები ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა ადამიანის უფლების განხორციელება. უკანასკნელი 250 წლის განმავლობაში ასეთი გარემოს შექმნისათვის უწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა. მე-18 საუკუნის მიწურულს საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციებიდან დაწყებული, ადამიანის უფლებების იდეამ განაპირობა მრავალი რევოლუციური მოძრაობა ძალაუფლებასა და ხელისუფალზე, კერძოდ, მთავრობაზე კონტროლის მოპოვების მიზნით.
+
'''ადამიანის უფლებები''' –  უფლებები, რომლებიც ყოვულ ადამიანს მისი ადამიანური ღირსებიდან გამომდინარე გააჩნია. ისინი განსაზღვრავს ურთიერთობებს ინდივიდებსა და ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი, [[სახელმწიფო]]ს შორის. ადამიანის უფლებები გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს სახელწიფოს ძალაუფლებას და, ამავდროულად, ავალდებულებს სახელმწიფოებს გადადგან პოზიტიური ნაბიჯები ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა ადამიანის უფლების განხორციელება. უკანასკნელი 250 წლის განმავლობაში ასეთი გარემოს შექმნისათვის უწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა.  
  
ადამიანის უფლებები არის ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებათა ერთობლიობა, რომლებიც თავმოყრილია სახელმწიფოთა კონსტიტუციებსა და საერთაშორისო სამართალში.
+
==== ისტორიული განვითარება====
 +
თუ ადამიანის უფლებათა ისტორიას გადავხედავთ, არ არსებობს სწორხაზოვანი განვითარება დაწყებული ადრეული სამართლებრივი აქტებიდან, მე-20 საუკუნის ადამიანის უფლებათა კატალოგებამდე. ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით, მიუხედავად განსხვავებული ისტორიული წარმოშობისა, არსებობს მათი ისტორიის საერთო მახასიათებელიც - ადამიანის უფლებები არის უფლებები, რომლებიც ძირითადად მოპოვებულია ცალკეული ადამიანების და ადამიანთა გაერთიანებების რევოლუციური მოძრაობებით, და რომელთა მყარი გარანტიები იქმნებოდა ასეთ რევოლუციურ მოძრაობათა გამარჯვების შემდეგ.
  
სახელმწიფოები და ვალდებულებათა სხვა მატარებლები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, რაც, აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქმნის სამართლებრივი მოთხოვნისა და დაცვის საფუძველს. ფაქტობრივად, საჩივრების შეტანა და დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნა ასხვავებს ადამიანის უფლებებს მორალური თუ რელიგიური ღირებულებების სისტემების პრინციპებისაგან. სამართლებრივი კუთხით, ადამიანის უფლებები შეიძლება განისაზლვროს, როგორც ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებათა ერთობლიობა, რაც აღიარებულია სუვერენული სახელმწიფოების მიერ და გარანტირებულია მათი კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდგომ, [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია]]მ წამყვანი როლი ითამაშა ადამიანის უფლებათა განსაზღვრასა და ხელშეწყობაში. აქამდე კი, აღნიშნული უფლებები ძირითადად ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში იყო გაწერილი. ამის შედეგად მოხდა ადამიანის უფლებათა კოდიფიცირება მრავალ საერთაშორისო და რეგიონალურ ხელშეკრულებასა და სამართლებრივ აქტში. ისინი რატიფიცირებულია მრავალი ქვეყნის მიერ და დღესდღეობით წარმოადგენენ საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებათა სისტემას.
+
მათი დაცვა მყარი პროცედურული გარანტიებით ყოველთვის განსაკუთრებულ საზრუნავს წარმოადგენდა კაცობრიობისთვის. მიუხედავად აღიარებისა, ადამიანის უფლებების რეალურ გარანტიებს მაინც ყოველთვის საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ადამიანის უფლებები არასდროს ყოფილა უნივერსალურად დაცული და იგი მუდმივად, დღესაც წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროს ზრუნვის საგანს.
  
==== ადამიანის უფლებები მრავალფეროვანია ====
+
თანამედროვე თვალით დანახული ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლებასა და ადამიანს შორის, რა თქმა უნდა, თანამედროვე აზროვნების ნაყოფია და იგი უცხო იყო შუა საუკუნეების სამყაროსთვის, რომელშიც დომინირებდა კორპორატივისტური აზროვნება.თანამედროვე - თავდაცვაზე, მოთხოვნასა და უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ურთიერთობა ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის, მხოლოდ მე-18 საუკუნის განმანათლებლობისა და ბუნებითი სამართლის აზროვნებით წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებების ისტორია არ იწყება აბსოლუტიზმის ეპოქაში და აბსოლუტიზმის წინააღმდეგ ბრძოლით, მისი ნაკვალევი უფრო უკან - შუა საუკუნეების ინგლისში - მიდის.
ადამიანის უფლებები მოიცავს ცხოვრების ყველა ასპექტს. მათი სათანადო რეალიზების შემთხვევაში ქალებსა და მამაკაცებს აქვთ საშუალება საკუთარი ცხოვრება თავისუფლების, თანასწორობისა და ადამიანური ღირსების პრინციპებიდან გამომდინარე დაგეგმონ. ადამიანის უფლებები მოიცავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს; ასევე კოლექტიურ უფლებებს ხალხთა თვითგამორკვევაზე, თანასწორობაზე, განვითარებაზე, მშვიდობასა და ჯანმრთელ გარემოზე. თუმცა არსებობდა და ჯერ კიდევ არსებობს აზრი, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რომლებიც ცნობილია როგორც „პირველი თაობის უფლებები“, დაფუძნებულია სახელმწიფოს მხრიდან პირად ურთიერთობებში ჩაურევლობის კონცეპციაზე, მაშინ როდესაც  სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები, როგორც „მეორე თაობის უფლებები“, სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას პოზიტიური ნაბიჯები. დღეს უკვე აღიარებულია, რომ სახელმწიფოებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გადადგან ნაბიჯები ისეთი პირობებისა და სამართლებრივი სისტემის შექმნის მიზნით, რაც აუცილებელია ადამიანის უფლებების განხორციელებისათვის. „თაობების“ ტერმინოლოგია [[ცივი ომი]]ს დროს გამოიყენებოდა. დღესდღეობით ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებების საყოველთაობის, განუყოფლობისა და ურთიერთდამოკიდებულობის პრინციპებზე.
+
  
==== განვითარების უფლება ====
+
==== ადამიანის უფლება თავისუფლებათა ისტორია ინგლისურ კონსტიტუციონალიზმში ====
განვითარების უფლება ადამიანს განვითარების პროცესის ცენტრში აყენებს და აღიარებს, რომ ადამიანი ამ პროცესის მთავარი მონაწილე უნდა იყოს.
+
* [[Magna Carta Libertatum]]
 +
* [[ჰაბეას კორპუს აქტი (1679)|Habeas Corpus Act (1679)]]
 +
* [[უფლებათა ბილი 1689|Bill of Rights (1689)]]
  
გაერო-ს 1986 წლის დეკლარაცია განვითარების შესახებ აცხადებს, რომ
+
==== დამიანის უფლებათა ისტორია ჩრდილოეთ ამერიკაში ====
 +
* [[ვირჯინიის უფლებათა დეკლარაცია]]
 +
* აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაცია
 +
==== ადამიანის უფლებათა ისტორიული განვითარება საფრანგეთსა და გერმანიაში ====
 +
* [[ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია]]
 +
* [[ფრანკფურტის წმინდა პავლეს ეკლესიის კრების კონსტიტუცია|ფრანკფურტის წმ. პავლეს ეკლესიის კრების კონსტიტუცია]]
  
:1. „.. ყველა ადამიანს და ხალხს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს, წვლილი შეიტანოს და მოიხმაროს ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური განვითარება, როდესაც შესაძლებელია ადამიანის ყველა უფლებისა და ძირითადი თავისუფლების სრული რეალიზება“  და  
+
==== ადამიანის უფლებათა იდეური განვითარება ====
 +
ადამიანის უფლებების იდეას არა მარტო წმინდა სამართლებრივი, არამედ ფილოსოფიური, სოციოლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობაც ენიჭება. იგი ასახულია ყველა ცნობილ ფილოსოფიურ, პოლიტიკურ და სოციალურ თეორიაში. ადამიანის უფლებების შესახებ არსებული თანამედროვე თეორიები იმთავითვე ფილოსოფიურ-სამართლებრივი მსოფლმხედველობის ორ ცნობილ ფორმას – ბუნებით სამართალსა და პოზიტივიზმს ეფუძნებოდა.
  
:2. „ადამიანის უფლება განვითარებაზე ასევე მოიცავს ხალხთა თვითგამორკვევის უფლების სრულ რეალიზებას, რაც, ადამიანის უფლებათა ორივე საერთაშორისო პაქტის შესაბამისი დებულებების თანახმად, ბუნებრივ სიმდიდრისა და რესურსების სრული განკარგვის უფლებასაც ითვალისწინებს.
+
ადამიანის უფლებათა იდეის წარმოშობა და მისი განვითარება ბუნებითი სამართლის და შესაბამისად, “ბუნებითი უფლებების” თეორიას უკავშირდება. ბუნებითი სამართლის თეორიის არსი კი მდგომარეობს შემდეგში: სამართალი ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, გონებით შეცნობადია, ეს კი ყველა ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ბუნებითი სამართალი მოიცავს დროისა და სივრცის გარეშე არსებულ ქცევის ობიექტურად სავალდებულო წესებსა და პრინციპებს. ეს პრინციპები უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოზიტიური (კოდიფიცირებული, დაწერილი) სამართალი.ამიტომ ბუნებით სამართალს ხშირად ზეპოზიტიურ სამართალსაც უწოდებენ. ბუნებითი სამართალი, არსებითად, მორალისა და სამართლიანობის იდენტურია - ისინი ხშირად განიხილება როგორც სინონიმური ცნებები. ამ თეორიის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით, ბუნებით თავისუფალი და თანასწორია. ბუნებითი სამართლის თეორია ადამიანის უფლებათა უნივერსალურობის წინაპირობაა.
  
განვითარების უფლება ეფუძნება ადამიანის ყველა უფლებისა და ძირითადი თავისუფლების განუყოფლობისა და ურთიერთდამოკიდებულობის პრინციპს. თანაბარი ყურადღება და სათანადო შეფასება უნდა მიეცეს სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების განხორციელებასა და დაცვას.
+
ანტიკური ბუნებითი სამართლის მიმდევრები იყვნენ [[პლატონი]] და [[არისტოტელე]], [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] ბუნებითი სამართლის წარმომადგენელია თომა აქვინელი. შემდგომში კი, გროციუსის, უპირველეს ყოვლისა კი, პუფენდორფის მიერ ბუნებითი სამართლის მოძღვრება თეოლოგიური საფუძვლების გარეშე იქნა ჩამოყალიბებული. „ბუნებითი უფლებების“ ამ თეორიის პრინციპმა განვითარება ჰპოვა [[ლოკი ჯონ|ლოკი]]ს, [[სპინოზა ბენედიქტ|სპინოზა]]ს, თომაზიუსის, [[რუსო ჟან-ჟაკ|რუსო]]ს, მონტესკიეს, [[კანტი იმანუელ|კანტი]]ს, ჰუმბოლტის, მილისა და ელინეკის შრომებში. ცალკეული ავტორები შეიძლება ჩაითვალონ ადამიანის უფლებათა დასავლური ფილოსოფიური და სამართლებრივი კონცეფციების შემქმნელებად, იმ კონცეფციებისა, რომლებიც საფუძვლად დაედო რევოლუციებსა და სოციალურ კატაკლიზმებს, სამოქალაქო ომებს, პოლიტიკურ რეჟიმებსა და სამართლებრივ იდეოლოგიებს.
  
==== ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპები ====
+
თუ ბუნებითი სამართლის თეორიით მორალისა და სამართლიანობის არსი არსებითად იდენტურია, სამართლის პოზიტივისტთა საპირისპირო მოსაზრებით, ამ ორ ცნებას შორის მკვეთრი მიჯნა გადის. მორალურობა არ განსაზღვრავს არც სამართლის მოქმედებას და არც მის სავალდებულოობას. კლასიკური პოზიტივიზმის წარმომადგენელი იყო ჰანს კელზენი (1881-1973). სამართლებრივი პოზიტივიზმის მიხედვით, სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა. ბუნებითი სამართლის სკოლის წარმომადგენელთა აზრით კი, სამართალი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მოქმედი, როცა იგი ფუნდამენტალურ, მორალურ პრინციპებთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
'''ადამიანის უფლებები საყოველთაოა,''' ვინაიდან ისინი ეფუძნება თითოეული ადამიანის ღირსებას; რასის, კანის ფერის, სქესის, ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობის, რელიგის, ენის, ეროვნების, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, უნარშეზლუდულობისა თუ სხვა რაიმე გამორჩეული ნიშნის მიუხედავად. გამომდინარე იქედან, რომ ეს უფლებები აღიარებულია ყველა სახელმწიფოსა მიერ, ისინი ყველა პირს თანაბრად ეხება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და უცვლელია ყველასთან მიმართებით ნებისმიერ ადგილას.
+
  
'''ადამიანის უფლებები განუყოფელია''' იმ კუთხით, რომ დაუშვებელია პირს ჩამოერთვას უფლებები, გარდა ის შემთხვევისა სადაც ნათლად განსაზღვრულია სამართლებრივი გარემოებები. ასე მაგალითად, პირის თავისუფლების უფლება შესაძლოა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუკი მას სასამართლო დამნაშავედ ცნობს.
+
XIX საუკუნის დამლევს ბუნებითი სამართლის თეორიამ სამართლის მეცნიერების განვითარებაზე ზეგავლენა დროებით დაკარგა. ამ პერიოდისთვის იმარჯვებს სამართლის პოზიტივისტური მიდგომა: მხოლოდ სახელმწიფოს ჩამოყალიბებულ ნორმებს, მათი შინაარსისა და ხასიათის მიუხედავად, ჰქონდა სამართლებრივად სავალდებულო ძალა. აღსანიშნავია, რომ არსებობდა „შუალედური“, ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიების გამათანაბრებელი მოსაზრებანი. ერთი-ერთი მათგანია ე.წ. „რადბრუხის ფორმულა“, რომლის მიხედვითაც, ნორმა ყველა შემთხვევაში უნდა იქნეს დაცული. ნორმა შეიძლება არ შესრულდეს მხოლოდ მაშინ, როცა პოზიტიური კანონი იმდენად უსამართლოა, რომ კანონმა უკან უნდა დაიხიოს და გზა სამართლიანობას „დაუთმოს“.
  
===== ადამიანის უფლებები და სახელმწიფო სუვერენიტეტი =====
+
მართალია, ბუნებითი სამართლის მოძღვრება XIX საუკუნეში უარყოფილ იქნა, მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან მისი ზეგავლენა, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ფონზე, კვლავ ძლიერდება. პირველი და განსაკუთრებით კი [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომები]]ს შემდეგ, ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის გამო, ბუნებითი სამართლის მოძღვრება ისევ წინა პლანზე გადმოვიდა. ბუნებითი სამართლის წარმოშობის წყაროდ მიიჩნევა სამართლის იდეის ზნეობრივი შინაარსი, საიდანაც გამომდინარეობს საზოგადოებებისა და ადამიანთა თანაცხოვრების განსაზღვრული წესები, განსაკუთრებით, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ისტორიულმა გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ცალკეული ადამიანების, ან პოლიტიკური რეჟიმების მიერ შექმნილი, „დაწერილი“ სამართალი შესაძლოა უკიდურესად უსამართლო იყოს.
იმ პერიოდში, როდესაც ადამიანის უფლებები ქვეყნის შიდა ურთიერთობების ნაწილად მოიაზრებოდა, სხვა სახელმწიფოებს/საერთაშორისო თანამეგობრობას ეკრძალებოდათ ჩარევა თუნდაც ადამიანის უფლებების ისეთი სერიოზული დარღვევის გამო როგორიცაა [[გენოციდი]]. აღნიშნული მიდგომა, რომელიც ეფუძნებოდა ეროვნულ სუვერენიტეტს, მე-20 საუკუნეში შეიცვალა, განსაკუთრებით კი, ნაცისტური გერმანიის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ჩადენილი დანაშაულის გამო. დღესდღეობით, ადამიანის უფლებათა ხელშეწყობა და დაცვა წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის სამართლებრივი ზრუნვის საგანსა და პასუხისმგებლობას. თუმცა, ის შეუსაბამისობა, რაც არსებობს საყოველთაო სამართლებრივ ვალდებულებებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს შორის უნდა გადაწყდეს თითოეული კონკრეტული საქმის ჭრილში, პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად. ეს ის პრინციპია, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების მიერ საყოველთაობის კონცეპციის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არ უნდა გასცდეს იმას, რაც აუცილებელია ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის მისაღწევად.
+
  
==== რა სახის ვალდებულებას აკისრებს ადამიანის უფლებები სახელმწიფოს ====
+
==== ადამიანის უფლებანი საერთაშორისო რანგში ====
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებები შეიძლება დაირღვეს პირის ან პირთა ჯგუფის მიერ და ფაქტობრივად, გლობალიზაციის ფონზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ჩადენილი არასამთავრობო ორგანოების მიერ (იქნება ეს ტრანსნაციონალური კორპორაციები, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, საერთაშორისო ტერორიზმი, სამხედრო დანაყოფი, და სხვა ორგანიზაციები) კვლავაც მატულობს, მოქმედი საერთაშორისო სამართლის თანახმად, მხოლოდ სახელმწიფოებს ეკისრებათ პირდაპირი ვალდებულებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.
+
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს პერიოდში ნაციონალ-სოციალისტების მიერ ადამიანთა მასობრივი მკვლელობისა და გენოციდის შემდეგ და ასევე სხვა დიქტატორული რეჟიმების არსებობის შედეგად, მსოფლიოში, საერთაშორისო არენაზე, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა მკვეთრად შეიცვალა შეხედულებანი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა რაობის, მათი მნიშვნელობისა და გარანტიების შესახებ.
  
დამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მიერთებით, სახელმწიფოები კისრულობენ სამ ძირითად ვალდებულებას: პატივისცემის, დაცვისა და შესრულების ვალდებულებებს. თუმცა ბალანსი ამ ვალდებულებებს შორის შეიძლება იყოს ცვალებადი იმის მიხედვით, თუ რა უფლებებთან გვაქვს საქმე; და ეს პრინციპში ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებას და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებას ეხება. დამატებით, სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის ეკისრებათ სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება ეროვნულ დონეზე.
+
XX საუკუნეში ადამიანის უფლებათა დაცვა გასცდა იმ შეხედულების ფარგლებს, რომელიც ადამიანის უფლებას მხოლოდ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ საქმედ მიიჩნევდა. თუ ადრე მათ შესახებ საერთაშორისო დონეზე საუბარი, ან სხვაგვარი ჩარევა სახელმწიფოს სუვერენიტეტის შელახვად მოიაზრებოდა, ტრადიციული გაგებისაგან განსხვავებით, თანამედროვე საერთაშორისო სამართალში „სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვა საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში ამ სახელმწიფოს სავიზიტო ბარათია საერთაშორისო ურთიერთობებში“. დღეს ინდივიდი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მისი დარღვეული უფლებების ინდივიდუალურად, სახელმწიფოს შუამდგომლობის გარეშე დაცვის მექანიზმითაა აღჭურვილი. მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად საერთაშორისო საზოგადოებამ ადამიანის უფლებათა დეკლარირება მოახდინა. ასევე, შეიქმნა ზოგიერთი ქმედითი მექანიზმი დეკლარირებული უფლებების უზრუნველსაყოფად.
  
'''„სახელმწიფოს მხრიდან პატივისცემის ვალდებულება“''' გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია თავი შეიკავოს ჩარევებისაგან. აღნიშნული ასევე გულისხმობს მთავრობის მიერ მიღებული ისეთი აქტების აკრძალვას, რომლებიც საფრთხეს უქმნის უფლებებით სარგებლობას. მაგალითად, განათლების უფლებასთან დაკავშირებით, მთავრობამ პატივი უნდა სცეს მშობელთა თავისუფლებას  დააფუძნონ კერძო სკოლები და უზრუნველყონ შვილების რელიგიური და მორალური განათლება თავისი შეხედულებების შესაბამისად.
+
* [[გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია]]
 +
* [[ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია|ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია]]
 +
* [[ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტია]]
  
'''„დაცვის ვალდებულება“''' სახელმწიფოებს ავალდებულებს დაიცვან ინდივიდები მათი უფლებების დარღვევისაგან სხვა პირების მხრიდან. კვლავაც, განათლების უფლება კარგ მაგალითს წარმოაგენს. შვილების უფლება მიიღონ განათლება, დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან, რათა თავიდან იქნეს აცილებული მესამე პირების ჩარევა და გარკვეული დოგმების დაწესება. მესამე პირებში მოიაზრებიან მშობლები და ოჯახი, მასწავლებლები და სკოლა, რელიგია, სექტა, კლანები და ბიზნეს სკოლები. მაგალითად, პირადი ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების უფლება ავალდებულებს სახელმწიფოებს წინ აღუდგნენ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებულ საოჯახო ძალადობის ფენომენს: მიუხედავად იმისა, რომ ქმრის მხრიდან ცოლის წინააღმდეგ, ან მშობლების მხრიდან შვილების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ყველა ფაქტი არ წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას, რისთვისაც სახელმწიფოს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა, მთავრობებს აკისრიათ ვალდებულება გადადგან პოზიტიური ნაბიჯები – შესაბამისი სისხლის სამართლის, სამოქალაქო, საოჯახო ან ადმინისტრაციული კანონმდებლობის ფარგლებში, პოლიტიკისა და მართლმსაჯულების საკითხებზე ტრენინგების ჩატარებით, ან ცნობიერების ამაღლებით, საოჯახო ძალადობის შემცირების მიზნით.
+
==წყარო==
 
+
[[ძირითადი უფლებები: კომენტარი]]
„შესრულების ვალდებულების“ თანახმად, სახელმწიფოებს ევალებათ გადადგან პოზიტიური ნაბიჯები ადამიანის უფლებათა განხორციელების მიზნით. მაგალითად, განათლების უფლებასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ უფასო და სავალდებულო დაწყებითი განათლება, უფასო საშუალო განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და პროფესიონალური განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის (ისეთი ნაბიჯების გადადგმის ჩათვლით, როგორებიცაა საკმარისი საჯარო სკოლების დაფუძნება ან მასწავლებელთა სათანადო ოდენობის დაქირავება და ანაზღაურების გადახდა).
+
[[კატეგორია:ადამიანის უფლებები]]
 +
[[კატეგორია:სამართლის ისტორია]]

მიმდინარე ცვლილება 15:35, 31 მარტი 2026 მდგომარეობით

ადამიანის უფლებები – უფლებები, რომლებიც ყოვულ ადამიანს მისი ადამიანური ღირსებიდან გამომდინარე გააჩნია. ისინი განსაზღვრავს ურთიერთობებს ინდივიდებსა და ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი, სახელმწიფოს შორის. ადამიანის უფლებები გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს სახელწიფოს ძალაუფლებას და, ამავდროულად, ავალდებულებს სახელმწიფოებს გადადგან პოზიტიური ნაბიჯები ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა ადამიანის უფლების განხორციელება. უკანასკნელი 250 წლის განმავლობაში ასეთი გარემოს შექმნისათვის უწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობდა.

სარჩევი

[რედაქტირება] ისტორიული განვითარება

თუ ადამიანის უფლებათა ისტორიას გადავხედავთ, არ არსებობს სწორხაზოვანი განვითარება დაწყებული ადრეული სამართლებრივი აქტებიდან, მე-20 საუკუნის ადამიანის უფლებათა კატალოგებამდე. ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით, მიუხედავად განსხვავებული ისტორიული წარმოშობისა, არსებობს მათი ისტორიის საერთო მახასიათებელიც - ადამიანის უფლებები არის უფლებები, რომლებიც ძირითადად მოპოვებულია ცალკეული ადამიანების და ადამიანთა გაერთიანებების რევოლუციური მოძრაობებით, და რომელთა მყარი გარანტიები იქმნებოდა ასეთ რევოლუციურ მოძრაობათა გამარჯვების შემდეგ.

მათი დაცვა მყარი პროცედურული გარანტიებით ყოველთვის განსაკუთრებულ საზრუნავს წარმოადგენდა კაცობრიობისთვის. მიუხედავად აღიარებისა, ადამიანის უფლებების რეალურ გარანტიებს მაინც ყოველთვის საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ადამიანის უფლებები არასდროს ყოფილა უნივერსალურად დაცული და იგი მუდმივად, დღესაც წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროს ზრუნვის საგანს.

თანამედროვე თვალით დანახული ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლებასა და ადამიანს შორის, რა თქმა უნდა, თანამედროვე აზროვნების ნაყოფია და იგი უცხო იყო შუა საუკუნეების სამყაროსთვის, რომელშიც დომინირებდა კორპორატივისტური აზროვნება.თანამედროვე - თავდაცვაზე, მოთხოვნასა და უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ურთიერთობა ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის, მხოლოდ მე-18 საუკუნის განმანათლებლობისა და ბუნებითი სამართლის აზროვნებით წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებების ისტორია არ იწყება აბსოლუტიზმის ეპოქაში და აბსოლუტიზმის წინააღმდეგ ბრძოლით, მისი ნაკვალევი უფრო უკან - შუა საუკუნეების ინგლისში - მიდის.

[რედაქტირება] ადამიანის უფლება თავისუფლებათა ისტორია ინგლისურ კონსტიტუციონალიზმში

[რედაქტირება] დამიანის უფლებათა ისტორია ჩრდილოეთ ამერიკაში

[რედაქტირება] ადამიანის უფლებათა ისტორიული განვითარება საფრანგეთსა და გერმანიაში

[რედაქტირება] ადამიანის უფლებათა იდეური განვითარება

ადამიანის უფლებების იდეას არა მარტო წმინდა სამართლებრივი, არამედ ფილოსოფიური, სოციოლოგიური და პოლიტიკური მნიშვნელობაც ენიჭება. იგი ასახულია ყველა ცნობილ ფილოსოფიურ, პოლიტიკურ და სოციალურ თეორიაში. ადამიანის უფლებების შესახებ არსებული თანამედროვე თეორიები იმთავითვე ფილოსოფიურ-სამართლებრივი მსოფლმხედველობის ორ ცნობილ ფორმას – ბუნებით სამართალსა და პოზიტივიზმს ეფუძნებოდა.

ადამიანის უფლებათა იდეის წარმოშობა და მისი განვითარება ბუნებითი სამართლის და შესაბამისად, “ბუნებითი უფლებების” თეორიას უკავშირდება. ბუნებითი სამართლის თეორიის არსი კი მდგომარეობს შემდეგში: სამართალი ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, გონებით შეცნობადია, ეს კი ყველა ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ბუნებითი სამართალი მოიცავს დროისა და სივრცის გარეშე არსებულ ქცევის ობიექტურად სავალდებულო წესებსა და პრინციპებს. ეს პრინციპები უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოზიტიური (კოდიფიცირებული, დაწერილი) სამართალი.ამიტომ ბუნებით სამართალს ხშირად ზეპოზიტიურ სამართალსაც უწოდებენ. ბუნებითი სამართალი, არსებითად, მორალისა და სამართლიანობის იდენტურია - ისინი ხშირად განიხილება როგორც სინონიმური ცნებები. ამ თეორიის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით, ბუნებით თავისუფალი და თანასწორია. ბუნებითი სამართლის თეორია ადამიანის უფლებათა უნივერსალურობის წინაპირობაა.

ანტიკური ბუნებითი სამართლის მიმდევრები იყვნენ პლატონი და არისტოტელე, ქრისტიანული ბუნებითი სამართლის წარმომადგენელია თომა აქვინელი. შემდგომში კი, გროციუსის, უპირველეს ყოვლისა კი, პუფენდორფის მიერ ბუნებითი სამართლის მოძღვრება თეოლოგიური საფუძვლების გარეშე იქნა ჩამოყალიბებული. „ბუნებითი უფლებების“ ამ თეორიის პრინციპმა განვითარება ჰპოვა ლოკის, სპინოზას, თომაზიუსის, რუსოს, მონტესკიეს, კანტის, ჰუმბოლტის, მილისა და ელინეკის შრომებში. ცალკეული ავტორები შეიძლება ჩაითვალონ ადამიანის უფლებათა დასავლური ფილოსოფიური და სამართლებრივი კონცეფციების შემქმნელებად, იმ კონცეფციებისა, რომლებიც საფუძვლად დაედო რევოლუციებსა და სოციალურ კატაკლიზმებს, სამოქალაქო ომებს, პოლიტიკურ რეჟიმებსა და სამართლებრივ იდეოლოგიებს.

თუ ბუნებითი სამართლის თეორიით მორალისა და სამართლიანობის არსი არსებითად იდენტურია, სამართლის პოზიტივისტთა საპირისპირო მოსაზრებით, ამ ორ ცნებას შორის მკვეთრი მიჯნა გადის. მორალურობა არ განსაზღვრავს არც სამართლის მოქმედებას და არც მის სავალდებულოობას. კლასიკური პოზიტივიზმის წარმომადგენელი იყო ჰანს კელზენი (1881-1973). სამართლებრივი პოზიტივიზმის მიხედვით, სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა. ბუნებითი სამართლის სკოლის წარმომადგენელთა აზრით კი, სამართალი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მოქმედი, როცა იგი ფუნდამენტალურ, მორალურ პრინციპებთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

XIX საუკუნის დამლევს ბუნებითი სამართლის თეორიამ სამართლის მეცნიერების განვითარებაზე ზეგავლენა დროებით დაკარგა. ამ პერიოდისთვის იმარჯვებს სამართლის პოზიტივისტური მიდგომა: მხოლოდ სახელმწიფოს ჩამოყალიბებულ ნორმებს, მათი შინაარსისა და ხასიათის მიუხედავად, ჰქონდა სამართლებრივად სავალდებულო ძალა. აღსანიშნავია, რომ არსებობდა „შუალედური“, ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიების გამათანაბრებელი მოსაზრებანი. ერთი-ერთი მათგანია ე.წ. „რადბრუხის ფორმულა“, რომლის მიხედვითაც, ნორმა ყველა შემთხვევაში უნდა იქნეს დაცული. ნორმა შეიძლება არ შესრულდეს მხოლოდ მაშინ, როცა პოზიტიური კანონი იმდენად უსამართლოა, რომ კანონმა უკან უნდა დაიხიოს და გზა სამართლიანობას „დაუთმოს“.

მართალია, ბუნებითი სამართლის მოძღვრება XIX საუკუნეში უარყოფილ იქნა, მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან მისი ზეგავლენა, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ფონზე, კვლავ ძლიერდება. პირველი და განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომების შემდეგ, ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის გამო, ბუნებითი სამართლის მოძღვრება ისევ წინა პლანზე გადმოვიდა. ბუნებითი სამართლის წარმოშობის წყაროდ მიიჩნევა სამართლის იდეის ზნეობრივი შინაარსი, საიდანაც გამომდინარეობს საზოგადოებებისა და ადამიანთა თანაცხოვრების განსაზღვრული წესები, განსაკუთრებით, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ისტორიულმა გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ცალკეული ადამიანების, ან პოლიტიკური რეჟიმების მიერ შექმნილი, „დაწერილი“ სამართალი შესაძლოა უკიდურესად უსამართლო იყოს.

[რედაქტირება] ადამიანის უფლებანი საერთაშორისო რანგში

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაციონალ-სოციალისტების მიერ ადამიანთა მასობრივი მკვლელობისა და გენოციდის შემდეგ და ასევე სხვა დიქტატორული რეჟიმების არსებობის შედეგად, მსოფლიოში, საერთაშორისო არენაზე, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა მკვეთრად შეიცვალა შეხედულებანი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა რაობის, მათი მნიშვნელობისა და გარანტიების შესახებ.

XX საუკუნეში ადამიანის უფლებათა დაცვა გასცდა იმ შეხედულების ფარგლებს, რომელიც ადამიანის უფლებას მხოლოდ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ საქმედ მიიჩნევდა. თუ ადრე მათ შესახებ საერთაშორისო დონეზე საუბარი, ან სხვაგვარი ჩარევა სახელმწიფოს სუვერენიტეტის შელახვად მოიაზრებოდა, ტრადიციული გაგებისაგან განსხვავებით, თანამედროვე საერთაშორისო სამართალში „სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვა საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში ამ სახელმწიფოს სავიზიტო ბარათია საერთაშორისო ურთიერთობებში“. დღეს ინდივიდი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მისი დარღვეული უფლებების ინდივიდუალურად, სახელმწიფოს შუამდგომლობის გარეშე დაცვის მექანიზმითაა აღჭურვილი. მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად საერთაშორისო საზოგადოებამ ადამიანის უფლებათა დეკლარირება მოახდინა. ასევე, შეიქმნა ზოგიერთი ქმედითი მექანიზმი დეკლარირებული უფლებების უზრუნველსაყოფად.

[რედაქტირება] წყარო

ძირითადი უფლებები: კომენტარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები