ევროპა
| (ერთი მომხმარებლის 24 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ევროპა''' - (ბერძნული ''Eurōpē'' - დასავლეთი), ევრაზიის კონტინენტის დასავლეთი ნაწილი. | + | '''ევროპა''' - (ბერძნული ''Eurōpē'' - დასავლეთი), ევრაზიის კონტინენტის დასავლეთი ნაწილი. მდებარეობს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილო-დასავლეთით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით და სამხრეთით - [[ატლანტის ოკეანე]] ზღვებით, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი გასდევს [[ურალი]]ს ქედს, [[მდინარე]] ემბას, კასპიის ზღვის ნაპირს, კუმა-მანიჩის ღრმულს. |
| − | მდებარეობს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილო-დასავლეთით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით და სამხრეთით - [[ატლანტის ოკეანე]] ზღვებით, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი გასდევს | + | |
| − | ფართობი 10 მლნ. კმ | + | ევროპა, ტერიტორიის სიდიდით, კონტინენტებიდან მხოლოდ ავსტრალიას აღემატება. მისი ფართობი კუნძულების ჩათვლით დაახლოებით 10,4 მლნ კვ კმ-ს შეადგენს. კუნძულების საერთო ფართობით (700 ათას კვ კმ-ზე მეტი) მას აღემატება მხოლოდ ჩრდილოეთი ამერიკა და [[აზია]]. |
| − | + | ევროპას უკავია ჩვენი პლანეტის ხმელეთის უდიდესი ერთიანი მასივის ევრაზიის დასავლეთი, ნაწილი, რომელიც უმეტესად ზომიერ სარტყელში მდებარეობს, სამხრეთი, ანუ ხმელთაშუაზღვიური ევროპა და [[ამიერკავკასია]] (იხილე შენიშვნა) ხვდება სუბტროპიკულ, ხოლო კონტინენტის ჩრდილოეთი პერიფერია – სუბარქტიკულ სარტყელში (იხილე შენიშვნა). არქტიკულში კი მხოლოდ ყინულოვანი ოკეანის კუნძულები და სკანდინავიის უკიდურესი ჩრდილოეთი დაბოლოებაა. | |
| − | + | ||
| − | + | ევროპის კუთვნილი კუნძულებიდან მნიშვნელოვანია: ყინულოვან ოკეანეში – [[ახალი მიწა]], [[ფრანც-იოსების მიწა]] (ფლიგელის კონცხი კ. რუდოლფზე ყველაზე ჩრდილოეთი წერტილია –– ჩ.გ. 819-49°), შპიცბერგენი; [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანეში]] –– [[ისლანდია]], ბრიტანეთის არქიპელაგი, კორსიკა, სარდინია, სიცილია და სხვ. | |
| − | + | კონტინენტის გეოგრაფიულ მდებარეობას განსაზღვრავს უკიდურტსი წერტილების გეოგრაფიული კოორდინატები: ჩრდილოეთით – ნორდკინის კონცხი (ჩ.გ. 7 1° 08′), სამხრეთით – ტარიფის კონცხი (ჩ.გ. 36°), დასავლეთით − როკის კონცხი (დ.გ. 9° 34′), აღმოსავლეთით პოლარული ურალის აღმოსავლეთი მთისძირი, ბაიდარაცკის უბესთან (ა.გ. 67° 20′). | |
| − | + | ჩრდილოეთიდან აკრავს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზღვები – კარის, ბარენცის, თეთრი, ნორვეგიის; დასავლეთიდან – ატლანტის ოკეანე ზღვებით – ბალტიის, ჩრდილოეთის, ირლანდიის, ხმელთაშუა (მასში შემავალი ზღვებით), შავი და აზოვის; აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეზე საზღვარი მეტწილად პირობითია და გასდევს ურალის აღმოსავლეთ მთისძირებს, მდინარე ემბას, კვეთს კასპიის ზღვას, ხოლო კავკასიის ფარგლებში საზღვარი გასდევს ამიერკავკასიის რესპუბლიკების პოლიტიკურ საზღვარს ირანთან და თურქეთთან. [იხილე შენშვნა] | |
| − | + | ევროპა გამოირჩევა ბუნების მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებით. მის ტერიტორიაზე გამოხატულია სუბტროპიკული, ზომიერი, სუბარქტიკული და არქტიკული სარტყლების ყველა ტიპის ლანდშაფტი, როგორც ბარის, ისე მთის. ევროპა ყველაზე ოკეანური და ერთ-ერთი ყველაზე წყლიანი (ხვედრითი), ყველაზე დასახლებული და ყველაზე სახეშეცვლილი (ველური ბუნება) კონტინენტია. | |
| − | + | მრავალფეროვანია კონტინენტის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა და სამეურნეო საქმიანობაც. იგი ერთადერთი კონტინენტია, რომელსაც კოლონიური უღელი არ უტარებია და ცხოვრების საშუალო დონითაც ჩვენს ეპოქაში ყველაზე მაღლა დგას, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერაა. მისგან იღებდა სათავეს უძველესი სავაჭრო გზები. ახალი ქვეყნების აღმოჩენაში და თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევაში მისი წვლილი უდიდესია. | |
| − | + | ==== ევროპის ტერიტორიის გეოგრაფიული კველვების ისტორია ==== | |
| + | ევროპა კონტინენტებს შორის გამოირჩევა გეოგრაფიული შესწავლილობის ყველაზე უფრო სრულყოფილობით და ხანგრძლივი ისტორიით. მისი გეოგრაფიის შესახებ პირველი ცნობები მოდის ფინიკიელებიდან, რომლებმაც ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულის დამლევს აღმოაჩინეს ეგეოსის, იონის, ტირენის, ლიგურიის ზღვების სანაპიროები და ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო, [[მდინარე]]ების — რონას და ებროს ქვემო დინებებით. მათ გადალახეს გიბრალტარის სრუტე და შემოუარეს პირენეს ნახევარკუნძულს და მოიხილეს მდინარეების — გვადალკვირის, გვადიანას, ტახოს და დუეროს შესართავები. | ||
| − | ევროპის | + | ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის შუა ხანებისათვის ძველმა ბერძნებმა დაასრულეს სამხრეთ ევროპის გამოკვლევა, ხოლო დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 320 წლისათვის ზღვით მოგზაურობისას აღმოაჩინეს დასავლეთ ევროპის სანაპირო, ბრიტანეთის, ჰებრიდისა და ორკენეის კუნძულები. ჩვენს ერამდე მეოთხე საუკუნეში ბერძნები გადადიოდნენ ბალკანეთის, აპენინის და აღმოსავლეთ ალპების მთებზე. კართაგენელებმა გამოიკვლიეს პირენეს ნ./კუნძულის შიდა ტერიტორია და 218 წელს (ჩვენს ერამდე) ჰანიბალის ლაშქრობის დროს, გადალახეს პირენეს მთები და დასავლეთ ალპები. |
| + | ევროპის გეოგრაფიული შესწავლის რომაელების ეპოქა იწყება ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან. [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისრის]] [[ლეგიონი|ლეგიონებმა]] ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში მოიარეს საფრანგეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრიტანეთის ტერიტორიები. იმავე საუკუნეში რომაელი [[მხედართმთავარი|მხედართმთავრები]] რამდენჯერმე შეიჭრნენ ცენტრალურ ევროპაში და გაჰყვნენ [[რაინი]]ს, [[დუნაი]]სა და სხვა დიდ მდინარეთა ხეობებს. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, ბრიტანეთის დაპყრობის დროს, რომაელებმა გადალახეს ცენტრალური ევროპა და მიაღწიეს ბალტიის ზღვის ნაპირებს. მეორე საუკუნის დასაწყისში რომაელებმა დაიპყრეს დუნაის ქვემო დინების მარცხენა სანაპირო და აღმოაჩინეს ტრანსილვანიის პლატო და კარპატების ნაწილი. | ||
| − | ==წყარო== | + | VI-VII საუკუნეებში ირლანდიელებმა მიაღწიეს ფარერის კუნძულებს და ისლანდიას, რომლებიც მოგვიანებით (IX ს.) ხელახლა აღმოაჩინეს და აითვისეს ნორმანებმა, რომლებმაც პირველებმა შემოუარეს ჩრდილოეთიდან სკანდინავიისა და კოლის ნ./კუნძულებს და შევიდნენ თეთრ ზღვაში. მათვე მიმოიხილეს ბალტიის ზღვის სანაპიროები. |
| − | [[ | + | |
| − | [[კატეგორია: | + | აღმოსავლეთ ევროპის გეოგრაფიული შესწავლა IX-XII საუკუნეებიდან დაიწყეს რუსებმა. |
| + | |||
| + | XII-XV საუკუნეებში იტალიელმა ზღვაოსნებმა გამოიკვლიეს და აგეგმეს ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და ატლანტის ოკეანის სანაპიროები. | ||
| + | |||
| + | XVI-XVII საუკუნეებში ჰოლანდიელებმა და ინგლისელებმა აღმოაჩინეს ახალი მიწის, შპიცბერგენის და სხვ. კუნძულები. | ||
| + | |||
| + | XVIII საუკუნიდან იწყება ევროპის ბუნების დარგობრივი (გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, კლიმატური, ნიადაგური, გეობოტანიკური, ზოოგეოგრაფიული) შესწავლა. | ||
| + | |||
| + | ==== რელიეფი ==== | ||
| + | ევროპის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია [[რელიეფი]]ს ნაირგვარი ფორმები, რაც განსაზღვრულია ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების ისტორიით, მასთან დაკავშირებული ტექტონიკური აგებულებით და პალეო და თანამედროვე კლიმატური პირობებით. თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვან რელიეფწარმომქმნელ (მიკრო და ნაწილობრივ მეზოფორმების) ფაქტორად გვევლინება ადამიანის სამეურნეო საქმიანობა. | ||
| + | |||
| + | კონტინენტის ტერიტორიის ტექტონიკურ აგებულებაში მონაწილეობს ყველა ასაკის სტრუქტურა, რომელთაგან დომინირებს ბაქნური სტრუქტურები, რამაც განსაზღვრა ვაკე რელიეფის გაბატონება (ტერიტორიის 70%-ზე მეტი). ზედაპირის საშუალო სიმაღლით (დაახლოებით 300 მ) ევროპა მხოლოდ ავსტრალიას აღემატება. ხმელეთის ზედაპირის სიმაღლითი განვითარების ამპლიტუდა (დიაპაზონი) შეადგენს 5670 მ, კასპიისპირა დაბლობიდან (-28 მ) მწვერვალ იალბუზამდე (5642 მ). | ||
| + | |||
| + | ევროპის თანამედროვე რელიეფის ხასიათში ნათლად ჩანს მისი კავშირი ტექტონიკურ აგებულებასთან. უძველესი (არქეულ-პროტეროზოული) ასაკის ბირთვს, რომლის გარშემოც ხანგრძლივ გეოლოგიურ დროში შეიკრა მისი ტერიტორია, წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის პლატფორმა, რომელზეც განვითარდა კონტინენტის ყველაზე მსხვილი მორფოსტრუქტურული და ოროგრაფიული ერთეული – ევროპის ვაკე. მასზე მოდის ევროპის ფართობის ნახევარზე მეტი. იგი ვრცელდება ურალის მთებიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, თეთრი და ბარენცის ზღვებიდან შავ და კასპიის ზღვებამდე და კავკასიონამდე. სამხრეთ-დასავლეთით ვრცელდება კარპატებამდე, კავკასიონამდე და ჰერცინულ ევროპამდე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით – სკანდინავიის მთებამდე. ვაკის ძირითადი, ყველაზე განიერი ნაწილი უკავია აღმოსავლეთ ევროპის, ანუ რუსეთის ვაკეს, ხოლო დასავლეთის შევიწროებული ნაწილი შუა ევროპის (გერმანია-პოლონეთისა და იუტლანდიის) ვაკეს. | ||
| + | |||
| + | პლატფორმის ძირითადი ნაწილი უკავია ბაქანს, რომლის ფარგლებშიც უძველესი ასაკის კრისტალური საძირკველი (ფუნდამენტი) გადახურულია სხვადასხვა ასაკისა და სისქის ზღვიური და კონტინენტური დანალექი ქანების წყებით (ბაქნის ზეწრით), რომლის რელიეფშიც შერწყმულია ბრტყელი ან სუსტად დაბორცვილი დაბლობები და შედარებით დანაწევრებული მაღლობები. კრისტალური ფუნდამენტი მხოლოდ ორ ადგილას არის გაშიშვლებული კრისტალური ფარების (შვერილების) სახით. მათგან ბევრად უფრო ვრცელია ბალტიის კრისტალური ფარი, რომელზეც განვითარებულია კოლაკარელიისა და შვედეთ-ფინეთის კრისტალური (ცოკოლიანი) ვაკეები. მეორე, გაცილებით ნაკლები მასშტაბის შვერილი, წარმოქმნილია ბაქნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უკრაინის ფარის (კრისტალური მასივი) სახით. | ||
| + | |||
| + | ევროპის ტერიტორიის „შევსებაში“ და მორფოსტრუქტურების და რელიეფის გართულება-გამრავალფეროვნებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების კალედონურმა ეტაპმა (ქვედა პალეოზოური). კალედონური დანაოჭებით წარმოქმნილი ხმელეთის დიდი ნაწილი დღეისათვის დაძრულია ატლანტის ოკეანეში. ევროპის ხმელეთში მისგან შემოგვრჩა მხოლოდ ცალკეული განაპირა მასივები სკანდინავიის, შპიცბერგენისა და შოტლანდია- ინგლისის ნაოჭა-ლოდა, საშუალო და დაბალი მთიანი მასივების სახით. | ||
| + | |||
| + | ევროპის თანამედროვე რელიეფში მასშტაბური გამოვლინებით გამოირჩევა ჰერცინული ოროგენეზისი, განსაკუთრებით ცენტრალურ, აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჰერცინულ ევროპაში ჭარბობს საშუალო და დაბალმთიანი ლოდა მასივები (საფრანგეთის ცენტრალური მასივი, ვოგეზები, შვარცვალდები, ფიქლიანი მთები, ჩეხეთის მასივი, ბრიტანეთის კუნძულების მთიანი მასივები, ურალი და სხვ.) და სხვადასხვა ტიპის ვაკე-დაბლობები: ზემო რაინის გრაბენული დაბლობი, გარონის, ანუ აქვიტანიის მთისწინა (პირენეების) ღრმული დაბლობი, პალეოზოური ბაქნის სინეკლიზებთან დაკავშირებული პარიზისა და ლონდონის კუესტური, ბორცვიანი ვაკე-დაბლობები და სხვ. | ||
| + | |||
| + | ევროპის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა ხანგრძლიობით ბევრად უფრო ხანმოკლე ალპურმა ოროგენეზისმა და დროში მასთან შერწყმულმა დედამიწის ქერქის ნეოტექტონიკურმა მოძრაობამ, რამაც მოიცვა არა მარტო ალპური დანაოჭების ოლქი, არამედ გამოიწვია უფრო ძველი სტრუქტურების დეფორმაცია-გართულება და რელიეფის ფორმათა გამრავალფეროვნება. ალპური დანაოჭებით წარმოქმნილი მთები (პირენეები, ანდალუზები, ალპები, აპენინები, კარპატები, დინარიდები, ბალკანები, სამხრეთ ყირიმის მთები, კავკასიონი და სხვ.) უწყვეტ სარტყელს ქმნიან სამხრეთ ევროპაში, ჰერცინული ევროპის სამხრეთით. ხმელეთის ზედაპირის ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაწევრების და მასთან წყლისა და ხმელეთის განაწილების თანამედროვე სურათი ჩამოყალიბდა დედამიწის ქერქის ნეოტექტონიკური ვერტიკალურ-დიფერენციალური და რღვევითი მოძრაობის შედეგად. ხანგრძლივ დროში პენეპლენიზირებული კალედონური და ჰერცინული ნაოჭა სტრუქტურებისაგან წარმოიქმნა გაახალგაზრდავებული (აღორძინებული) ნაოჭა-ლოდა და ლოდა (სკანდინავიის, ურალის, მოტლანდიის, პენინის, ცენტრალური საფრანგეთის და ჩეხეთის მასივები და სხვ.) დაბალი და საშუალომთიანი მასივები, რღვევით მოძრაობას ახლდა ინტენსიური ვულკანიზმი (განსაკუთრებით ინტრუზიული პროცესები). მთიანი სისტემების აზევების პარალელურად ალპურ მთათა სარტყელში წარმოიშვა მთისწინა და მთათაშორისი ვაკე-ღრმულები − შუა და [[ქვემო დუნაის ვაკე|ქვემო დუნაის]], პადანის, კოლხეთის, მტკვარ-არაქსის და სხვ.). | ||
| + | |||
| + | ნეოტექტონიკური მოძრაობის შედეგად საბოლოოდ გაწყდა სახმელეთო კავშირი ჩრდილოეთ ამერიკასა და ეგროპას შორის, განცალკევდა შპიცბერგენის არქიპელაგი, კონტინენტს გამოეყო ბრიტანეთის კუნძულები, წარმოიშვა გიბრალტარის სრუტე. ტექტონიკური დაქუცმაცება განიცადა ეგეოსის ზღვის ადგილას არსებულმა ძველმა ხმელეთმა და სახმელეთო კავშირი გაწყდა ბალკანეთის ნ/კუნძულსა და მცირე აზიას შორის, წარმოიქმნა შავი და ეგეოსის ზღვების დამაკავშირებელი სრუტეები (ბოსფორის და დარდანელის) და ა.შ. | ||
| + | |||
| + | მთიანი სისტემების ნეოტექტონიკურმა აზევებამ გააძლიერა ეროზიული პროცესები, რამაც მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა რელიეფის ფორმები და მთლიანად − ბუნებრივი ლანდშაფტები. | ||
| + | |||
| + | გამყინვარების და გამყინვარებათაშორის ეპოქებს შორის მნიშვნელოვნად იცვლებოდა ხმელეთისა და წყლის განაწილების და კონტინენტის სანაპირო ხაზის ხასიათი. ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთის კუნძულებსა და კონტინენტს შორის პერიოდულად სახმელეთო კავშირი მყარდებოდა. | ||
| + | |||
| + | გამყინვარების შემდგომ პერიოდში აღინიშნა მსოფლიო ოკეანის დონის საერთო აწევა, რამაც გამოიწვია ოკეანის ტრანსგრესია კონტინენტის ჩრდილოეთ და დასავლეთ მხარეზე, შელფური ზღვების წარმოქმნა და ჩრდილოეთ ამერიკასთან სახმელეთო კავშირის საბოლოო გაწყვეტა, ასევე ბრიტანეთის კუნძულების განცალკევება და სხვ. | ||
| + | |||
| + | გამყინვარების შედეგად კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა კონტინენტის რელიეფი, ჩრდილოეთში მყინვარულ-ეგზარაციული (მყინვარულ-ეროზიული), სამხრეთ-აღმოსავლეთით და შუა ევროპის ვაკეებზე – მყინვარულ-აკუმულაციური ფორმებით. | ||
| + | |||
| + | რელიეფწარმომქმნელ ფაქტორებს შორის ჩვენს ეპოქაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის სამეურნეო საქმიანობას, რასთანაც არის დაკავშირებული ანთროპოგენური რელიეფის ფორმები – დატერასებული ფერდობები, კაშხალები, სარწყავი და სადრენაჟო არხები, ჯებირები, ფუჭი ქანებისაგან წარმოქმნილი უზარმაზარი ნაყარები (ტერიკონები), ანთროპოგენური ხრამები, ტერიკონები, ზედაპირული ფენების (ქანების) ჩანაქცევები და ა.შ. | ||
| + | |||
| + | ==== სასარგებლო წიაღისეული ==== | ||
| + | მდიდარი და მრავალფეროვანია ევროპის სარესურსო ბაზა. მის ტერიტორიაზე მოიპოვება სამრეწველო მნიშგვნელობის ყველა სახის სასარგებლო წიაღისეული. მისი წიაღი შეიცავს სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვან მარაგს. ნავთობ-გაზის მნიშვნელოვანი საბადოებია ვოლგა-ურალში, ჩრდილოეთ კასპიისპირეთში, კავკასიაში, ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე, ნიდელანდებში, დიდ ბრიტანეთში, რუმინეთში, პეჩორის აუზში და სხვ. ქვ ნახშირის მნიშვნელოვანი საბადოებია დონეცკში, პეჩორის აუზში, ზემო და ქვემო სილეზიაში (პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია), რურის და საარის აუზებში (გერმანია), უელსში (დიდი ბრიტანეთი) და სხვ. რკინის მადნის დიდი საბადოებია რუსეთში (ურალი, კურსკის მაგნიტური ანომალია, კოლის ნ.კ.), უკრაინაში (კრივოი-როგი, ქერჩის ნ.კ.), შვედეთში, საფრანგეთში (ლოთარინგია) და სხვ. მარგანეცის მნიშვნელოვანი მარაგი გააჩნია უკრაინას (ნიკოპოლი), [[საქართველო]]ს (ჭიათურა). ბოქსიტების მნიშვნელოვანი საბადოებია რუსეთში (ურალი, ლენინგრადის ოლქის ტერიტორია), უნგრეთში, საფრანგეთში, იტალიაში და სხვ. [[ფერადი ლითონები]]ს საბადოები უმთავრესად უკავშირდება ჰერცინულ სტრუქტურებს (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, კავკასია და სხვ.). ქვამარილის და სუფრის მარილის დიდი საბადოებია უკრაინაში, ბელორუსიაში, კასპიისპირეთში, წინა ურალში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში. აპატიტების და ნეფელინების მდიდარი საბადოები – კოლის ნ/ | ||
| + | კუნძულზე და სხვ. | ||
| + | |||
| + | ==== ძირითადი ოროგრაფიული ერთეულები: ==== | ||
| + | ===== ვაკეები: ===== | ||
| + | აღმოსავლეთ ევროპის ვაკე (ვოლგისპირა, კასპიისპირა, შავი ზღვისპირა, ბალტიისპირა, პოლესიეს და სხვ. დაბლობში; შუა რუსეთის, ვოლგისპირა, ვალდაის, პოდოლის და სხვ, მაღლობები); [[შუა ევროპის ვაკე]], ანუ გერმანია-პოლონეთის დაბლობი, შუა და [[ქვემო დუნაის ვაკე|ქვემო დუნაის დაბლობები]], ლომბარდის დაბლობი, გარონის (აქვიტანიის) დაბლობი, ჩრდილო [[პარიზის აუზი|საფრანგეთის (პარიზის) ვაკე]] და სხვ. | ||
| + | |||
| + | ===== მთები: ===== | ||
| + | კავკასიონი, მცირე კავკასიონი, ურალი, სკანდინავიის, ალპები, პირენეები, ანდალუზიის, აპენინები, დინარიდები, ბალკანები, სამხრეთ ყირიმის, საფრანგეთის ცენტრალური მასივი, ჩეხეთის მასივი, პენინის და სხვ. | ||
| + | |||
| + | ==== ჰავა და კლიმატური რესურსები ==== | ||
| + | მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებიდან ევროპისათვის აღსანიშნავია გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფის ხასიათი და სანაპირო ხაზის ძლიერი დანაწევრება. კონტინენტის უმეტესი ნაწილის ზომიერ განედებში და ატლანტის ოკეანისპირა მდებარეობამ სანაპირო ხაზის ძლიერი დანაწევრების პირობებში განსაზღვრა ევროპის ჰავის ყველაზე მეტი ოკეანურობა კონტინენტებს შორის. მიუხედავად არცთუ დიდი ტერიტორიისა, იგი გამოირჩევა კლიმატური პირობების მნიშვნელოვანი ნაირგვარობით, რასაც ნათლად ასახავს მეტეოროლოგიური მაჩვენებლების ცვალებადობა დროსა (სეზონების მიხედვით) და სივრცეში (კლიმატური სარტყლების და ოლქების მიხედვით). | ||
| + | |||
| + | ევროპის ძირითადი ნაწილი ზომიერ სარტყელშია, რის გამოც ატმოსფერული პროცესებიდან მთავარ როლს ასრულებს ციკლონური ხასიათის დასავლეთის ქარი, რომლის გავლენითაც მეტწილ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ზღვიური და ზომიერად კონტინენტური ჰავა. ატლანტის ოკეანიდან მონაბერი ზღვიური ჰაერის ტრანსფორმაცია და შესაბამისად კლიმატის შეცვლაც აღმოსავლეთისაკენ მიმართულებით სანაპირო ხაზის ძლიერი დანაწევრების და მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ბარიერების არარსებობის წყალობით, ნელა მიმდინარეობს. | ||
| + | |||
| + | განედის მიხედვით მნიშვნელოვან ფარგლებში იცქელება მზის რადიაციის მაჩვენებლები. წლიური რადიაცია არქტიკულ კუნძულებზე შეადგენს 60-70, ხოლო სამხრეთისაკენ მატულობს 140-150 კ კალ/სმ<sup>2</sup> -მდე. | ||
| + | |||
| + | ნალექების წლიური რაოდენობა შიდატერიტორიულად (აგრეთვე სეზონურად) მნიშვნელოვან ფარგლებში იცვლება. კლების საერთო ტენდენცია აღმოსავლეთისაკენ არის მიმართული. ატლანტისპირა და მთების ქარპირა კალთებზე იგი 1000-2000 მმ-ს აღწევს, ხოლო ზოგან ოროგრაფიული ნალექები 4000 მმ-ს აღემატება. სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ნალექების რაოდენობა 500-200 მმ-მდე კლებულობს. აორთქლებადობა ტერიტორიულად 100-1500 მმ ფარგლებში იცვლება. | ||
| + | |||
| + | მეტეოროლოგიური პირობების სეზონური რიტმი ევროპის ჰავის ნაირგვარობის ერთი მხარეა, მეორე კი შიდატერიტორიულად (კლიმატური სარტყლებისა და ოლქების მიხედვით) გამოხატული კონტრასტებია. | ||
| + | |||
| + | ევროპა მდიდარია კლიმატური რესურსებით. ჰავის პირობების ნაირგვარობა შესაძლებელს ხდის განვითარდეს სოფლის მეურნეობა კულტურათა ფართო სპექტრით. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (სოფლის მეურნეობის კულტურათა სითბოთი უზრუნველყოფის მაჩვენებელი) ევროპის ტერიტორიაზე ძალიან დიდ ფარგლებში იცვლება. ტუნდრის ზონაში იგი 400°- ნაკლებია, ხოლო სუბტროპიკულ სარტყელში (ხმელთაშუაზღლვისპირეთი, ამიერკავკასია და სამხრეთი ყირიმი) იგი 5000-6000° აღწევს, რაც ტენით უზრუნველყოფის პირობებში საკმარისია რამდენიმე მოსავლის მისაღებად, თანაც ისეთი კულტურებისათვის, როგორიცაა სუბტროპიკული მეხილეობა, ციტრუსები, ჩაი, ბამბა და სხვა. კონტინენტის დიდი ნაწილი ზომიერ სარტყელშია, სადაც სითბოს რაოდენობა 2000-4000° ფარგლებში იცვლება და შესაძლებელია მოყვანილ იქნეს მრავალი სხვადასხვა კულტურა, დაწყებული საადრეო ბოსტნეულით და დამთავრებული სუბტროპიკული ხილით, ჩაით და ბამბით. ეს არის სოფლის მეურნეობის წამყვანი კულტურების (მარცვლოვანი) ძირითადი ზონა. | ||
| + | |||
| + | ტენის დეფიციტი ყველაზე საგრძნობია სამხრეთ ევროპაში (პირენეს, ბალკანეთის და აპენინის ნახევარკუნძულების შიდა და აღმოსავლეთი ვაკეები, პადანის ვაკე), ქვემო ვოლგისპირეთში, თერგ-ყუმის და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის (მტკვარ- არაქსის) ვაკეებზე, სადაც მიწათმოქმედება მოითხოვს ხელოვნურ მორწყვას. | ||
| + | |||
| + | ჭარბი დატენიანებით ხასიათდება ტუნდრისა და ტყეტუნდრის ზონები, სკანდინავიის დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, შოტლანდიის მთიანეთი, კუნძული ირლანდია, დასავლეთი ალპები, კოლხეთის ზღვისპირა ტერიტორიები და რიგი სხვა რეგიონები, სადაც დაშრობა კარგ შედეგს იძლევა. | ||
| + | |||
| + | ევროპის მნიშვნელოვან ნაწილზე (ხმელთაშუაზღვისპირეთი, ალპები, კარპატები, სამხრეთი ყირიმი, კავკასიის შავი ზღვისპირეთი და სხვა) ჰავა ძალიან ხელსაყრელია საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის. ამ მხრივ მას ვერც ერთი კონტინენტი ვერ შეედრება. ევროპა საერთაშორისო ტურიზმის პირველი რეგიონია. | ||
| + | |||
| + | ==== შიდა წყლები და წყლის რესურსები ==== | ||
| + | ევროპის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ჰავა და რელიეფი ხელსაყრელია ზედაპირული ჩამონადენის განვითარებისათვის. იგი სამხრეთ ამერიკის შემდეგ ყველაზე წყლიანი კონტინენტია, რაც გამოწვეულია მისი ყველაზე მეტი ოკეანურობით. | ||
| + | |||
| + | ბუნების განვითარების პალეოგრაფიულმა პირობებმა, ჰავისა და რელიეფის ნაირგვარობამ, განსაზღვრა შიდა წყლების ჰიდროლოგიური რეჟიმის სხვადასხვა ტიპების ჩამოყალიბება. კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში ჰიდროგრაფიული ქსელის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მეოთხეულის ძველმა გამყინვარებამ. ზედაპირული ჩამონადენის ფენის სისქე ტერიტორიულად მნიშვნელოვან ფარგლებში იცვლება. სკანდინავიის, დასავლეთ ალპების, დასავლეთ კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ქარპირა კალთებზე მისი სისქე 1500 მმ-ს აღემატება. ტერიტორიის ძირითად ნაწილზე იგი 200-დან – 600 მმ-მდეა. ცალკეულ რაიონებში (პირენეს ნ/კუნძულის შიდა ქვაბულები, დუნისპირა ვაკეები, ქვემო ვოლგისპირეთი, თერგ-ყუმის ვაკე, მტკვარ- არაქსის ვაკე და სხვ.) ეს მაჩვენებელი 200 მმ-ზე ნაკლებია. | ||
| + | |||
| + | რელიეფთან და კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით მდინარეთა საზრდოობის რეჟიმის სხვადასხვა ტიპებია ჩამოყალიბებული. დასავლეთ ევროპის ვაკის მდინარეებს (სენა, ტემზა, ლუარა, სევერნი და სხვ.) თანაბარი და უხვი ნალექების და უყინვო ზამთრის პირობებში ახასიათებთ დონეების მცირე რყევადობა, ზამთრის მაქსიმუმით და ზაფხულის მინიმუმით, მაგრამ წყალმარჩხობის გარეშე. | ||
| + | |||
| + | გაცილებით უფრო რთული რეჟიმით ხასიათდებიან შუა ევროპის მდინარეები (ვეზერი, ელბა, ოდერი, ვისლა და სხვ.), რომლებიც გამოედინებიან მთებიდან, სადაც მათ საზრდოობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თოვლის ნადნობი წყალი. შუა და ქვემო დინებაზე ისინი კვეთენ შუა ევროპის ვაკეს და ნათლად გამოხატული წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, რაც დაკავშირებულია ნადნობ წყალთან და გაზაფხულის წვიმებთან. მდინარეები ზამთარში იყინებიან ორი-სამი კვირიდან (დასავლეთში) სამ თვემდე (აღმოსავლეთში). | ||
| + | |||
| + | აღმოსავლეთისაკენ ჰავის კონტინენტურობა მატულობს, ნალექების რაოდენობა კლებულობს, რის გამოც აღმოსავლეთ ევროპის მდინარეთა (ვოლგა, დნეპრი, დონი, პეჩორა, ჩრდილოეთის დვინა და სხვ.) საზრდოობაში მატულობს ნადნობი (თოვლის) წყლის ხვედრითი წილი. წყალდიდობა მკვეთრად არის გამოხატული ზაფხულში, ზამთარში მდინარეები გაცილებით უფრო ხანგრძლივად იყინებიან. მდინარეები, რომლებიც გამოედინებიან მაღალი მთებიდან (ალპების, სკანდინავიის, პირენეების და სხვ.), ხასიათდებიან ზაფხულის წყალდიდობით, რაც დაკავშირებულია ყინულის ნადნობ წყალთან (რონა, ნაწილობრივ დუნაი, რაინი და სხვ.). | ||
| + | |||
| + | მკვეთრად განსხვავებული ჰიდროლოგიური რეჟიმით ხასიათდებიან სამხრეთ (ხმელთაშუაზღვიური) ევროპის მდინარეები, რომლებზეც ნათლად არის გამოხატული დინების სეზონური რყევადობა, ზამთრის წყალდიდობით და ზაფხულის წყალმცირობით. გამონაკლისია მხოლოდ ის მდინარეები, რომლებიც გამოედინებიან მაღალი მთებიდან და ივსებენ ნადნობ წყალს (რონა, პო და სხვ)). | ||
| + | |||
| + | მდინარეთა საზრდოობის მნიშვნელოვანი წყაროა ტბები, ჭაობები და მიწისქვეშა წყლები. | ||
| + | |||
| + | ტბების სიმრავლით ევროპას შეიძლება შევადაროთ მხოლოდ ჩრდილოეთი ამერიკა. მის ტერიტორიაზე წარმოშობის მიხედვით ყველა ტიპის ტბაა. ტერიტორიულად ტბები ძლიერ უთანაბროდ არის განაწილებული. მათი სიმრავლით პირველ რიგში გამოირჩევა ჩრდილო- დასავლეთი ევროპა, განსაკუთრებით კი ფენოსკანდია და კოლა-კარელია, რომელსაც ათას ტბათა მხარეს უწოდებენ და სადაც ტერიტორიის დაახლოებით 10% ტბების წყლის სარკეს უკავია. მათი უმეტესობა ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა. მათგან სიდიდით გამოირჩევიან: ლადოგი (ევროპაში უდიდესი, 17703 კმ<sup>2</sup>), ონეგი (9609 კმ<sup>2</sup>)), ვენერნი 3755 კმ<sup>2</sup>)), ვეტერნი, მელარენი, იმანდრა, საიმა, ინარი, ჩუდი და სხვ. ანალოგიური წარმოშობის ტბები ბევრია მთიან რეგიონებში, განსაკუთრებით ალპებში (ჟენევის, კონსტანის, ციურიხის, მაჯორეს, კომოს და სხვ.). ტექტონიკური წარმოშობის ტბებიდან ყველაზე დიდი (596 კმ<sup>2</sup>)) და ყველაზე ახალგაზრდაა ბალატონი, რომელსაც უნგრეთის ზღვასაც უწოდებენ. ანალოგიური წარმოშობისაა ბალკანეთის ნ/კუნძულის ყველაზე დიდი ტბები –– პრესპა, ოხრიდი, სევანი [[სომხეთი|სომხეთში]] და სხვ. მყინვარულ-მორენული წარმოშობის უამრავი მცირე სიდიდის ტბაა [[შუა ევროპის ვაკე|შუა ევროპის ვაკეზე]] (ე.წ. პოოზერის მხარე), აგრეთვე მის გაგრძელებაზე რუსეთის ვაკეზე. ხშირია ვულკანური (აპენინის ნ/კუნძულზე და რაინის ფიქლიან მთებში) და კარსტული წარმოშობის (დინარის მთიანეთი, აპენინის ნ/კუნძული, ტავრის მთები, აგრეთვე დასავლეთი კავკასიონი [[საქართველო]]ს ტერიტორიაზე და სხვ.) | ||
| + | |||
| + | მრავალფეროვანია ტბების სარესურსო გამოყენება – მტკნარი წყლის მარაგი, სანაოსნო, სარეწაო, საკურორტო და ტურისტული-რეკრეაციული, სხვადასხვა მარილების უშრეტი წყარო და სხვ. | ||
| + | |||
| + | ევროპის შიდა წყლების მნიშვნელოვანი ელემენტია მიწისქვეშა წყლები, მათ შორის მინერალური. მსოფლიოში ცნობილია, ბორჯომის, ესენტუკის, ვიშის, კარლოვი ვარის და სხვ. მინერალური წყლები. | ||
| + | |||
| + | ევროპის მტკნარი წყლის საერთო მარაგი შეადგენს დაახლოებით 1400 ათას კმ<sup>3</sup>. აქედან მხოლოდ 0,2% (3210 კმ<sup>3</sup>) მოდის ყველაზე უფრო გამოსაყენებელ, მდინარეთა ჩამონადენზე. ევროპაში 3000 მეტი წყალსაცავია, რომელიც მტკნარი წყლის მნიშვნელოვანი რესურსია. | ||
| + | |||
| + | ==== ნიადაგ-მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო==== | ||
| + | ევროპის თანამედროვე ლანდშაფტების ხასიათში ნათლად არის გამოხატული ადამიანის მრავალსაუკუნოვანი ბუნებათსარგებლობის გავლენა, რომელიც ველური ბუნების განსაკუთრებით მძლავრი ტრანსფორმატორი გახდა მეოცე საუკუნეში. ბუნებრივი ლანდშაფტების ანთროპოგენური ტრანსფორმაციის ხარისხით ევროპას ვერც ერთი კონტინენტი ვერ შეედრება. ეს განსაკუთრებით ეხება დასავლეთ და სამხრეთ ევროპას, სადაც ველური ბუნება მხოლოდ მაღალმთიან და პოლარულ ზონებში თუ შემოგვრჩა. | ||
| + | |||
| + | ნიადაგ-მცენარეული საფარი და გარკვეულწილად ცხოველთა სამყარო ლანდშაფტის ზონალური კომპონენტებია და მათი ხასიათი და გეოგრაფიული გავრცელება ყველაზე ნათლად ბუნებრივი ზონების მიხედვით მჟღავნდება. | ||
| + | |||
| + | '''გეოგრაფიული სარტყლები და ბუნებრივი ზონები'''<br /> | ||
| + | ევროპაში გამოხატულია არქტიკული, სუბარქტიკული, ზომიერი და სუბტროპიკული გეოგრაფიული სარტყლების ყველა ბუნებრივი ზონა. კონტინენტის უმეტესი ნაწილი ზომიერი სარტყლის ტყეებს უკავია. ევროპა ყველაზე ოკეანური კონტინენტია, რის გამოც კონტინენტური სექტორის ლანდშაფტების (უდაბნოების, ნახევარუდაბნოების, სტეპების) გავრცელების არეალი სხვა კონტინენტებთან შედარებით | ||
| + | აქ შეზღუდულია. | ||
| + | |||
| + | ===== არქტიკული სარტყელი ===== | ||
| + | ამ სარტყელში ხვდება მხოლოდ ყინულოვანი ოკეანის კუნძულები — [[შპიცბერგენის არქიპელაგი|შპიცბერგენი]]ს და [[ფრანც-იოსების მიწა|ფრანც-იოსების არქიპელაგები]], ახალი მიწის ჩრდილოეთი ნაწილი და რიგი წვრილი კუნძულები. ძლიერ მკაცრი (განსაკუთრებით ფრანც-იოსების და ახალი მიწის კუნძულებზე) ჰავის პირობებში კუნძულების ძირითადი ნაწილი უკავია ყინულოვან და ქვიან უდაბნოებს, მხოლოდ ყინულისაგან თავისუფალ უბნებში განვითარებულია არქტიკული (პოლარული) ტუნდრა მეჩხრად მზარდი მღიერებით, ხავსებით და მრავალწლიანი დაბალი ბალახებით (ქვატეხია, პოლარული [[ყაყაჩო]] და სხვ. აგრეთვე პორალური ტირიფის ცალკეული დაბალი ბუჩქები) განუვითარებელ ნიადაგზე. შპიცბერგენზე შედარებით რბილი და ნოტიო ჰავის პირობებში განვითარებულია უფრო მძლავრი ყინულსაფარი. ძლიერ ღარიბია ცხოველთა სამყაროც, დამახასიათებელია ლემინგი, თეთრი დათვი, შპიცბერგენზე — ხარვერძი. ფრინველთა სიმრავლეა, განსაკუთრებით წყლის. | ||
| + | |||
| + | ===== სუბარქტიკულ სარტყელი ===== | ||
| + | სუბარქტიკულ სარტყელს უკავია კონტინენტის ყინულოვანი ოკეანისპირა ვიწრო ზოლი, რომლის სიგანე აღმოსავლეთისაკენ ჰავის სიმკაცრის და კონტინენტურობის გაძლიერებასთან დაკავშირებით მატულობს. იგი ვრცელდება აგრეთვე კუნძულ ისლანდიაზე, ახალი მიწის სამხრეთ ნაწილზე და სანაპიროს გასწვრივ რიგ წვრილ კუნძულებზე. მისი ძირითადი ნაწილი უკავია ტიპურ ტუნდრას, რომელშიც გამოიყოფა ორი ქვეტიპი: ხავს-მღიერიანი ტუნდრა ტორფიან- ლებიან ნიადაგებზე, სადაც გაბატონებულია მწვანე და მურა ხავსები, ირმის ხავსი და მღიერები. მათთან ერთად იზრდება რიგი დაბალტანიანი ბალახები — [[ქუდუნა]], წივანა, ყაყაჩო, ქვატეხია და სხვ., დაბალი ბუჩქები — კეწერა, წყლის იელი, აგრეთვე ქონდარა არყი, პოლარული და მრგვალფოთოლა ტირიფები. ისლანდიის, სკანდინავიისა და ურალის მთებში განვითარებულია მთის ტუნდრა, ჩრდილოეთში 300-500 მ-ზე, სამხრეთში — 1000-1 100 მ-ზე. სამხრეთისაკენ ტუნდრას ცვლის ტყეტუნდრა, რომელშიც შერწყმულია ტუნდრის, ჭაობის და დაბალი მეჩხერი ტყეების ლანდშაფტი. ხემცენარეებიდან დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია [[არყი]] და [[ფიჭვი]], ხოლო აღმოსავლეთში — [[ნაძვი]]. | ||
| + | |||
| + | ტუნდრაში მობინადრე ცხოველებიდან აღსანიშნავია ლემინგის რამდენიმე სახეობა, ჩრდილოეთის ირემი, ყარსაღი, პოლარული მგელი, სანაპირო წყლებში სელაპი, ფრინველებიდან ტუნდრის გნოლი, თეთრი ბუ, განსაკუთრებით მრავალრიცხოვან გუნდებს, ე.წ.„ფრინველთა ბაზარს”, ქმნიან სანაპიროებზე წყლის ფრინველები. | ||
| + | |||
| + | ტუნდრაში და ტყეტუნდრაში ბუნებათსარგებლობის მთავარი სახეებია მეირმეობა და ნადირობა. ველური ბუნება აღნიშნულ ზონებში სუსტად არის სახეშეცვლილი. | ||
| + | |||
| + | ===== ზომიერი სარტყელი ===== | ||
| + | ევროპის ტერიტორიის ძირითადი და ყველაზე მასიური ნაწილი ზომიერ სარტყელშია, რომელიც ლანდშაფტურად ყველაზე მრავალფეროვანია. სარტყლის უმეტესი ნაწილი უკავია ტყეებს, რომელთა ყველა ტიპის (ზომიერი ჰავის) ეკოსისტემაა დამახასიათებელი. | ||
| + | |||
| + | ტაიგას, ანუ წიწვოვანი ტყეების ზონას, ევროპის ბუნებრივ ზონებს შორის ყველაზე ფართო არეალი გააჩნია დასავლეთში. | ||
| + | |||
| + | მას უკავია თითქმის მთელი სკანდინავიის ნ/კუნძული (გარდა მისი ჩრდილოეთი პერიფერიის და სამხრეთ ნაწილისა) და კარელია-ფინეთი. ყველაზე ფართო არეალი მას გააჩნია რუსეთის ვაკეზე. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ჰავის სიმკაცრე და კონტინენტურობა მატულობს, რასთან დაკავშირებითაც იცვლება ტაიგის ტყეშემქმნელი ჯიშების შემადგენლობა. დასავლეთ ნაწილში ჭარბობს ევროპული ნაძვი (განსაკუთრებით უფრო ტენიან და შედარებით მყუდრო ხეობებში და ოკეანისპირა ზოლში) და [[ფიჭვი]] (უმეტესად ზანდრულ ვაკეებზე), ხოლო აღმოსავლეთისაკენ უფრო და უფრო გაბატონებული ხდება [[სოჭი]]ს, ნაძვის და [[ლარიქსი]]ს ციმბირული სახეობები. წიწვიანებში გარეულია წვრილფოთლოვანები –- არყი (იგი ზოგან წმინდა კორომებს ქმნის), [[ვერხვი]], [[ტირიფი]], [[ცირცელი]] და სხვ. მდინარეთა ხეობებში გავრცელებულია ჭალის მდელოები, ჭაობის მცენარეები. | ||
| + | |||
| + | მთებში (სკანდინავიის და ურალის) ტაიგა წარმოქმნის მთის მცენარეულობის ქვედა ზონას, რომელსაც სიმაღლით ცვლის ჯერ არყის ტანბრეცილა ტყეები, ხოლო შემდგომ – მთის ტუნდრა. | ||
| + | |||
| + | წიწვოვანი ტყეების ქვეშ განვითარებულია ჰუმუსით ღარიბი ეწერი ნიადაგები, ჩრდილოეთში — ეწერ-ლებიანი. | ||
| + | |||
| + | ცხოველთა სამყარო ტაიგასთან შედარებით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია — ლოსი, [[მურა დათვი]], [[მგელი]], მელა, ფოცხვერი, მემინდვრია, ლემინგი; ფრინველებიდან — სოღო, ჟრუნი, მეთხილია, [[სტვენია]], [[მედუდუკე (ფრინველი)|მედუდუკე]], კოდალა, [[ქორი]] და სხვ. | ||
| + | |||
| + | ===== სუბტროპიკული სარტყელი ===== | ||
| + | სუბტროპიკული სარტყელი მოიცავს სამხრეთ (ხმელთაშუაზღვიურ) და უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ (ამიერკავკასია) ევროპას და უწყვეტ ზოლად არის გადაჭიმული ატლანტის ოკეანიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე. | ||
| + | |||
| + | ევროპაში გამოხატულია სუბტროპიკული სარტყლის ყველა ლანდშაფტი (ბუნებრივი ზონა), დაწყებული სუბტროპიკული უდაბნოებით და ნოტიო მარადმწვანე სუბტროპიკული ტყეებით დამთავრებული. სარტყლის უმეტესი ნაწილი შედის ოკეანურ (ატლანტის) სექტორში, სადაც უმთავრესად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ტიპის ლანდშაფტი — ხეშეშფოთლოვანი მარადმწვანე ტყე-ბუჩქნარი, რომელიც თითქმის მთლიანად მეორადია. ხეშეშფოთლოვნობა გამოწვეულია ცხელი და გვალვიანი ზამთრით, ხოლო მარადმწვანეობა დაკავშირებულია თბილ და ტენიან ზამთართან. მთიანი რელიეფის პირობებში (პირენეების, აპენინების, ბალკანების და სხვ.) ტიპური ხმელთაშუაზღვიური ლანდშაფტი ყავისფერი ნიადაგებით გამოხატულია პერიფერიულ მთისწინა ვაკეებზე და დაბალმთიან ზონაში (600-700მ-მდე), უფრო მაღლა მას ცვლის ზომიერი ჰავის ფოთოლცვენია და წიწვოვანი ტყეები. ტყეშემქმნელი ჯიშებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია მარადმწვანე მუხები (ქვამუხა, კორპის და სხვ.), კეთილშობილი [[დაფნა |დაფნა]], ფიჭვი, ხემაგვარი ღვია, გარეული ზეთისხილის ხე, მარწყვის ხე, ჭალებში — ოლეანდრე და სხვ. ბუჩქებიდან აღსანიშნავია [[ზღმარტლი]] და სხვ. ეს არის მაქვისის ფორმაცია (ყველაზე ტენიანი ტიპი). კირქვიან სუბტრატზე განვითარებულია შედარებით ქსეროფიტული ფორმაცია დაბალი და მეჩხერი ბუჩქებისა და ნახევარბუჩქებისაგან (ქონდარა პალმა, [[კურდღლისცოცხა]], [[ფსტა]] და სხვ.), რომელიც დასავლეთ [[ესპანეთი|ესპანეთში]] ატარებს გარიგას სახელს, ხოლო მისი შედარებით დეგრადირებული ვარიანტი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ცნობილია ფრიგანას სახელწოდებით. ყველაზე ქსეროფიტული ფორმაცია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ცნობილია შიბლიაკის (დაბალი ეკლიანი ბუჩქები და ხეები — ბუჩქნარი მუხა, [[ასკილი]], [[ძეძვი]], [[ჯაგრცხილა]] და სხვ.) სახელწოდებით. | ||
| + | |||
| + | ხმელთაშუა ზღვის ტიპის ლანდშაფტი გავრცელებულია პირენეს, აპენინის და ბალკანეთის ნახევარკუნძულების პერიფერიულ ნაწილზე და მიმდებარე კუნძულებზე (განსაკუთრებით კორსიკაზე, სარდინიასა და სიცილიაზე), აგრეთვე სამხრეთ ყირიმის მთისწინეთში და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მისი ანალოგიურია ზემო იმერეთის პლატოს ლანდშაფტიც. | ||
| + | |||
| + | ხმელთაშუა ზღვის ტიპის ლანდშაფტის ტერიტორია ხასიათდება უძველესი და მჭიდრო დასახლებით, რამაც განსაზღვრა მისი ველური ბუნების ძლიერი ანთროპოგენური ტრანსფორმაცია. | ||
| + | |||
| + | ხმელთაშუაზღვიური ზონის ფაუნა შედის ჰოლარქტიკული ზოო-გეოგრაფიული ოლქის ხმელთაშუაზღვიურ ქვეოლქში, სადაც ფართოდ არის გავრცელებული ქვეწარმავლები და წყალხმელეთა ცხოველები, მწერები, მდიდარია ფრინველთა ფაუნა, აქ იზამთრებს ზოგიერთი ფრინველი ჩრდილოეთიდან. ძუძუმწოვართა ფაუნა ძლიერ განადგურებულია. პირენეს ნახევარკუნძულზე ბინადრობს მაიმუნთა ოჯახის ევროპაში ერთადერთი წარმომადგენელი — უკუდო მაკაკი. მთებში ბინადრობს გარეული თხა, არჩვი, გარეული ცხვარი (მულფონი). | ||
| + | |||
| + | სუბტროპიკულ სარტყელში შედარებით მცირე ფართობი უკავია ნოტიო სუბტროპიკული ტყეების ზონას, იგი გავრცელებულია კოლხეთის ბარის ტერიტორიაზე, ლენქორანის ვაკეზე და თალიშის მთების მთისწინეთებში. მარადმწვანე ნოტიო სუბტროპიკულ ტყეებს მნიშვნელოვანი ფართობი უკავია გალისიის ვაკეზე (ჩწრდილო-დასავლეთი ესპანეთი, ბისკაის ყურის სანაპირო). | ||
| + | |||
| + | ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ხელოვნური ტყის მასივების გაშენებას და ტყის ჯიშობრივ გაუმჯობესებას ფართოფოთლოვნებში გაცილებით უფრო ძვირფასი ჯიშების, ეკოლოგიურად მომგებიანი წიწვოვანების ჩანაცვლებით. დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის კუნძულებზე, თანამედროვე ტყის მასივების უმეტესობა ხელოვნურია. | ||
| + | |||
| + | ევროპის ველური ბუნება კონტინენტებს შორის ადამიანის სამეურნეო საქმიანობით ყველაზე ძლიერ არის სახეშეცვლილი. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვის ისეთ ეფექტურ ფორმა-ღონისძიებათა სისტემას, როგორიცაა ბუნების დაცული ტერიტორიების გაფართოება. მსოფლიოს ბუნების დაცული ტერიტორიების მთლიანი ფართობის მესამედზე მეტი ევროპაზე მოდის. | ||
| + | |||
| + | |||
| + | ==შენიშვნა== | ||
| + | ამიერკავკასიას სამიჯნაო მდებარეობა უკავია ევროპასა და აზიას შორის, რაც გამოხატულია როგორც ბუნებაში, ისე კულტურაში, მაგრამ მიზიდულობა დასავლეთისაკენ უფრო შთამბეჭდავია, მითუმეტეს, ჩვენს დროში, რის გამოც გამართლებულად მიგვაჩნია მთელი კავკასიის განხილვა ევროპის ფარგლებში. | ||
| + | |||
| + | == წყარო == | ||
| + | [[ევროპის ფიზიკური გეოგრაფია]] | ||
| + | |||
| + | [[კატეგორია:ევროპა]] | ||
| + | [[კატეგორია:ევროპის გეოგრაფია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 22:39, 13 მაისი 2026 მდგომარეობით
ევროპა - (ბერძნული Eurōpē - დასავლეთი), ევრაზიის კონტინენტის დასავლეთი ნაწილი. მდებარეობს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილო-დასავლეთით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, დასავლეთით და სამხრეთით - ატლანტის ოკეანე ზღვებით, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი გასდევს ურალის ქედს, მდინარე ემბას, კასპიის ზღვის ნაპირს, კუმა-მანიჩის ღრმულს.
ევროპა, ტერიტორიის სიდიდით, კონტინენტებიდან მხოლოდ ავსტრალიას აღემატება. მისი ფართობი კუნძულების ჩათვლით დაახლოებით 10,4 მლნ კვ კმ-ს შეადგენს. კუნძულების საერთო ფართობით (700 ათას კვ კმ-ზე მეტი) მას აღემატება მხოლოდ ჩრდილოეთი ამერიკა და აზია.
ევროპას უკავია ჩვენი პლანეტის ხმელეთის უდიდესი ერთიანი მასივის ევრაზიის დასავლეთი, ნაწილი, რომელიც უმეტესად ზომიერ სარტყელში მდებარეობს, სამხრეთი, ანუ ხმელთაშუაზღვიური ევროპა და ამიერკავკასია (იხილე შენიშვნა) ხვდება სუბტროპიკულ, ხოლო კონტინენტის ჩრდილოეთი პერიფერია – სუბარქტიკულ სარტყელში (იხილე შენიშვნა). არქტიკულში კი მხოლოდ ყინულოვანი ოკეანის კუნძულები და სკანდინავიის უკიდურესი ჩრდილოეთი დაბოლოებაა.
ევროპის კუთვნილი კუნძულებიდან მნიშვნელოვანია: ყინულოვან ოკეანეში – ახალი მიწა, ფრანც-იოსების მიწა (ფლიგელის კონცხი კ. რუდოლფზე ყველაზე ჩრდილოეთი წერტილია –– ჩ.გ. 819-49°), შპიცბერგენი; ატლანტის ოკეანეში –– ისლანდია, ბრიტანეთის არქიპელაგი, კორსიკა, სარდინია, სიცილია და სხვ.
კონტინენტის გეოგრაფიულ მდებარეობას განსაზღვრავს უკიდურტსი წერტილების გეოგრაფიული კოორდინატები: ჩრდილოეთით – ნორდკინის კონცხი (ჩ.გ. 7 1° 08′), სამხრეთით – ტარიფის კონცხი (ჩ.გ. 36°), დასავლეთით − როკის კონცხი (დ.გ. 9° 34′), აღმოსავლეთით პოლარული ურალის აღმოსავლეთი მთისძირი, ბაიდარაცკის უბესთან (ა.გ. 67° 20′).
ჩრდილოეთიდან აკრავს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზღვები – კარის, ბარენცის, თეთრი, ნორვეგიის; დასავლეთიდან – ატლანტის ოკეანე ზღვებით – ბალტიის, ჩრდილოეთის, ირლანდიის, ხმელთაშუა (მასში შემავალი ზღვებით), შავი და აზოვის; აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეზე საზღვარი მეტწილად პირობითია და გასდევს ურალის აღმოსავლეთ მთისძირებს, მდინარე ემბას, კვეთს კასპიის ზღვას, ხოლო კავკასიის ფარგლებში საზღვარი გასდევს ამიერკავკასიის რესპუბლიკების პოლიტიკურ საზღვარს ირანთან და თურქეთთან. [იხილე შენშვნა]
ევროპა გამოირჩევა ბუნების მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებით. მის ტერიტორიაზე გამოხატულია სუბტროპიკული, ზომიერი, სუბარქტიკული და არქტიკული სარტყლების ყველა ტიპის ლანდშაფტი, როგორც ბარის, ისე მთის. ევროპა ყველაზე ოკეანური და ერთ-ერთი ყველაზე წყლიანი (ხვედრითი), ყველაზე დასახლებული და ყველაზე სახეშეცვლილი (ველური ბუნება) კონტინენტია.
მრავალფეროვანია კონტინენტის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა და სამეურნეო საქმიანობაც. იგი ერთადერთი კონტინენტია, რომელსაც კოლონიური უღელი არ უტარებია და ცხოვრების საშუალო დონითაც ჩვენს ეპოქაში ყველაზე მაღლა დგას, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერაა. მისგან იღებდა სათავეს უძველესი სავაჭრო გზები. ახალი ქვეყნების აღმოჩენაში და თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიღწევაში მისი წვლილი უდიდესია.
სარჩევი |
[რედაქტირება] ევროპის ტერიტორიის გეოგრაფიული კველვების ისტორია
ევროპა კონტინენტებს შორის გამოირჩევა გეოგრაფიული შესწავლილობის ყველაზე უფრო სრულყოფილობით და ხანგრძლივი ისტორიით. მისი გეოგრაფიის შესახებ პირველი ცნობები მოდის ფინიკიელებიდან, რომლებმაც ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულის დამლევს აღმოაჩინეს ეგეოსის, იონის, ტირენის, ლიგურიის ზღვების სანაპიროები და ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო, მდინარეების — რონას და ებროს ქვემო დინებებით. მათ გადალახეს გიბრალტარის სრუტე და შემოუარეს პირენეს ნახევარკუნძულს და მოიხილეს მდინარეების — გვადალკვირის, გვადიანას, ტახოს და დუეროს შესართავები.
ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის შუა ხანებისათვის ძველმა ბერძნებმა დაასრულეს სამხრეთ ევროპის გამოკვლევა, ხოლო დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 320 წლისათვის ზღვით მოგზაურობისას აღმოაჩინეს დასავლეთ ევროპის სანაპირო, ბრიტანეთის, ჰებრიდისა და ორკენეის კუნძულები. ჩვენს ერამდე მეოთხე საუკუნეში ბერძნები გადადიოდნენ ბალკანეთის, აპენინის და აღმოსავლეთ ალპების მთებზე. კართაგენელებმა გამოიკვლიეს პირენეს ნ./კუნძულის შიდა ტერიტორია და 218 წელს (ჩვენს ერამდე) ჰანიბალის ლაშქრობის დროს, გადალახეს პირენეს მთები და დასავლეთ ალპები.
ევროპის გეოგრაფიული შესწავლის რომაელების ეპოქა იწყება ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან. იულიუს კეისრის ლეგიონებმა ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში მოიარეს საფრანგეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრიტანეთის ტერიტორიები. იმავე საუკუნეში რომაელი მხედართმთავრები რამდენჯერმე შეიჭრნენ ცენტრალურ ევროპაში და გაჰყვნენ რაინის, დუნაისა და სხვა დიდ მდინარეთა ხეობებს. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, ბრიტანეთის დაპყრობის დროს, რომაელებმა გადალახეს ცენტრალური ევროპა და მიაღწიეს ბალტიის ზღვის ნაპირებს. მეორე საუკუნის დასაწყისში რომაელებმა დაიპყრეს დუნაის ქვემო დინების მარცხენა სანაპირო და აღმოაჩინეს ტრანსილვანიის პლატო და კარპატების ნაწილი.
VI-VII საუკუნეებში ირლანდიელებმა მიაღწიეს ფარერის კუნძულებს და ისლანდიას, რომლებიც მოგვიანებით (IX ს.) ხელახლა აღმოაჩინეს და აითვისეს ნორმანებმა, რომლებმაც პირველებმა შემოუარეს ჩრდილოეთიდან სკანდინავიისა და კოლის ნ./კუნძულებს და შევიდნენ თეთრ ზღვაში. მათვე მიმოიხილეს ბალტიის ზღვის სანაპიროები.
აღმოსავლეთ ევროპის გეოგრაფიული შესწავლა IX-XII საუკუნეებიდან დაიწყეს რუსებმა.
XII-XV საუკუნეებში იტალიელმა ზღვაოსნებმა გამოიკვლიეს და აგეგმეს ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და ატლანტის ოკეანის სანაპიროები.
XVI-XVII საუკუნეებში ჰოლანდიელებმა და ინგლისელებმა აღმოაჩინეს ახალი მიწის, შპიცბერგენის და სხვ. კუნძულები.
XVIII საუკუნიდან იწყება ევროპის ბუნების დარგობრივი (გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, კლიმატური, ნიადაგური, გეობოტანიკური, ზოოგეოგრაფიული) შესწავლა.
[რედაქტირება] რელიეფი
ევროპის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია რელიეფის ნაირგვარი ფორმები, რაც განსაზღვრულია ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების ისტორიით, მასთან დაკავშირებული ტექტონიკური აგებულებით და პალეო და თანამედროვე კლიმატური პირობებით. თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვან რელიეფწარმომქმნელ (მიკრო და ნაწილობრივ მეზოფორმების) ფაქტორად გვევლინება ადამიანის სამეურნეო საქმიანობა.
კონტინენტის ტერიტორიის ტექტონიკურ აგებულებაში მონაწილეობს ყველა ასაკის სტრუქტურა, რომელთაგან დომინირებს ბაქნური სტრუქტურები, რამაც განსაზღვრა ვაკე რელიეფის გაბატონება (ტერიტორიის 70%-ზე მეტი). ზედაპირის საშუალო სიმაღლით (დაახლოებით 300 მ) ევროპა მხოლოდ ავსტრალიას აღემატება. ხმელეთის ზედაპირის სიმაღლითი განვითარების ამპლიტუდა (დიაპაზონი) შეადგენს 5670 მ, კასპიისპირა დაბლობიდან (-28 მ) მწვერვალ იალბუზამდე (5642 მ).
ევროპის თანამედროვე რელიეფის ხასიათში ნათლად ჩანს მისი კავშირი ტექტონიკურ აგებულებასთან. უძველესი (არქეულ-პროტეროზოული) ასაკის ბირთვს, რომლის გარშემოც ხანგრძლივ გეოლოგიურ დროში შეიკრა მისი ტერიტორია, წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის პლატფორმა, რომელზეც განვითარდა კონტინენტის ყველაზე მსხვილი მორფოსტრუქტურული და ოროგრაფიული ერთეული – ევროპის ვაკე. მასზე მოდის ევროპის ფართობის ნახევარზე მეტი. იგი ვრცელდება ურალის მთებიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, თეთრი და ბარენცის ზღვებიდან შავ და კასპიის ზღვებამდე და კავკასიონამდე. სამხრეთ-დასავლეთით ვრცელდება კარპატებამდე, კავკასიონამდე და ჰერცინულ ევროპამდე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით – სკანდინავიის მთებამდე. ვაკის ძირითადი, ყველაზე განიერი ნაწილი უკავია აღმოსავლეთ ევროპის, ანუ რუსეთის ვაკეს, ხოლო დასავლეთის შევიწროებული ნაწილი შუა ევროპის (გერმანია-პოლონეთისა და იუტლანდიის) ვაკეს.
პლატფორმის ძირითადი ნაწილი უკავია ბაქანს, რომლის ფარგლებშიც უძველესი ასაკის კრისტალური საძირკველი (ფუნდამენტი) გადახურულია სხვადასხვა ასაკისა და სისქის ზღვიური და კონტინენტური დანალექი ქანების წყებით (ბაქნის ზეწრით), რომლის რელიეფშიც შერწყმულია ბრტყელი ან სუსტად დაბორცვილი დაბლობები და შედარებით დანაწევრებული მაღლობები. კრისტალური ფუნდამენტი მხოლოდ ორ ადგილას არის გაშიშვლებული კრისტალური ფარების (შვერილების) სახით. მათგან ბევრად უფრო ვრცელია ბალტიის კრისტალური ფარი, რომელზეც განვითარებულია კოლაკარელიისა და შვედეთ-ფინეთის კრისტალური (ცოკოლიანი) ვაკეები. მეორე, გაცილებით ნაკლები მასშტაბის შვერილი, წარმოქმნილია ბაქნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უკრაინის ფარის (კრისტალური მასივი) სახით.
ევროპის ტერიტორიის „შევსებაში“ და მორფოსტრუქტურების და რელიეფის გართულება-გამრავალფეროვნებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტერიტორიის გეოლოგიური განვითარების კალედონურმა ეტაპმა (ქვედა პალეოზოური). კალედონური დანაოჭებით წარმოქმნილი ხმელეთის დიდი ნაწილი დღეისათვის დაძრულია ატლანტის ოკეანეში. ევროპის ხმელეთში მისგან შემოგვრჩა მხოლოდ ცალკეული განაპირა მასივები სკანდინავიის, შპიცბერგენისა და შოტლანდია- ინგლისის ნაოჭა-ლოდა, საშუალო და დაბალი მთიანი მასივების სახით.
ევროპის თანამედროვე რელიეფში მასშტაბური გამოვლინებით გამოირჩევა ჰერცინული ოროგენეზისი, განსაკუთრებით ცენტრალურ, აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჰერცინულ ევროპაში ჭარბობს საშუალო და დაბალმთიანი ლოდა მასივები (საფრანგეთის ცენტრალური მასივი, ვოგეზები, შვარცვალდები, ფიქლიანი მთები, ჩეხეთის მასივი, ბრიტანეთის კუნძულების მთიანი მასივები, ურალი და სხვ.) და სხვადასხვა ტიპის ვაკე-დაბლობები: ზემო რაინის გრაბენული დაბლობი, გარონის, ანუ აქვიტანიის მთისწინა (პირენეების) ღრმული დაბლობი, პალეოზოური ბაქნის სინეკლიზებთან დაკავშირებული პარიზისა და ლონდონის კუესტური, ბორცვიანი ვაკე-დაბლობები და სხვ.
ევროპის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა ხანგრძლიობით ბევრად უფრო ხანმოკლე ალპურმა ოროგენეზისმა და დროში მასთან შერწყმულმა დედამიწის ქერქის ნეოტექტონიკურმა მოძრაობამ, რამაც მოიცვა არა მარტო ალპური დანაოჭების ოლქი, არამედ გამოიწვია უფრო ძველი სტრუქტურების დეფორმაცია-გართულება და რელიეფის ფორმათა გამრავალფეროვნება. ალპური დანაოჭებით წარმოქმნილი მთები (პირენეები, ანდალუზები, ალპები, აპენინები, კარპატები, დინარიდები, ბალკანები, სამხრეთ ყირიმის მთები, კავკასიონი და სხვ.) უწყვეტ სარტყელს ქმნიან სამხრეთ ევროპაში, ჰერცინული ევროპის სამხრეთით. ხმელეთის ზედაპირის ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაწევრების და მასთან წყლისა და ხმელეთის განაწილების თანამედროვე სურათი ჩამოყალიბდა დედამიწის ქერქის ნეოტექტონიკური ვერტიკალურ-დიფერენციალური და რღვევითი მოძრაობის შედეგად. ხანგრძლივ დროში პენეპლენიზირებული კალედონური და ჰერცინული ნაოჭა სტრუქტურებისაგან წარმოიქმნა გაახალგაზრდავებული (აღორძინებული) ნაოჭა-ლოდა და ლოდა (სკანდინავიის, ურალის, მოტლანდიის, პენინის, ცენტრალური საფრანგეთის და ჩეხეთის მასივები და სხვ.) დაბალი და საშუალომთიანი მასივები, რღვევით მოძრაობას ახლდა ინტენსიური ვულკანიზმი (განსაკუთრებით ინტრუზიული პროცესები). მთიანი სისტემების აზევების პარალელურად ალპურ მთათა სარტყელში წარმოიშვა მთისწინა და მთათაშორისი ვაკე-ღრმულები − შუა და ქვემო დუნაის, პადანის, კოლხეთის, მტკვარ-არაქსის და სხვ.).
ნეოტექტონიკური მოძრაობის შედეგად საბოლოოდ გაწყდა სახმელეთო კავშირი ჩრდილოეთ ამერიკასა და ეგროპას შორის, განცალკევდა შპიცბერგენის არქიპელაგი, კონტინენტს გამოეყო ბრიტანეთის კუნძულები, წარმოიშვა გიბრალტარის სრუტე. ტექტონიკური დაქუცმაცება განიცადა ეგეოსის ზღვის ადგილას არსებულმა ძველმა ხმელეთმა და სახმელეთო კავშირი გაწყდა ბალკანეთის ნ/კუნძულსა და მცირე აზიას შორის, წარმოიქმნა შავი და ეგეოსის ზღვების დამაკავშირებელი სრუტეები (ბოსფორის და დარდანელის) და ა.შ.
მთიანი სისტემების ნეოტექტონიკურმა აზევებამ გააძლიერა ეროზიული პროცესები, რამაც მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა რელიეფის ფორმები და მთლიანად − ბუნებრივი ლანდშაფტები.
გამყინვარების და გამყინვარებათაშორის ეპოქებს შორის მნიშვნელოვნად იცვლებოდა ხმელეთისა და წყლის განაწილების და კონტინენტის სანაპირო ხაზის ხასიათი. ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთის კუნძულებსა და კონტინენტს შორის პერიოდულად სახმელეთო კავშირი მყარდებოდა.
გამყინვარების შემდგომ პერიოდში აღინიშნა მსოფლიო ოკეანის დონის საერთო აწევა, რამაც გამოიწვია ოკეანის ტრანსგრესია კონტინენტის ჩრდილოეთ და დასავლეთ მხარეზე, შელფური ზღვების წარმოქმნა და ჩრდილოეთ ამერიკასთან სახმელეთო კავშირის საბოლოო გაწყვეტა, ასევე ბრიტანეთის კუნძულების განცალკევება და სხვ.
გამყინვარების შედეგად კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა კონტინენტის რელიეფი, ჩრდილოეთში მყინვარულ-ეგზარაციული (მყინვარულ-ეროზიული), სამხრეთ-აღმოსავლეთით და შუა ევროპის ვაკეებზე – მყინვარულ-აკუმულაციური ფორმებით.
რელიეფწარმომქმნელ ფაქტორებს შორის ჩვენს ეპოქაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის სამეურნეო საქმიანობას, რასთანაც არის დაკავშირებული ანთროპოგენური რელიეფის ფორმები – დატერასებული ფერდობები, კაშხალები, სარწყავი და სადრენაჟო არხები, ჯებირები, ფუჭი ქანებისაგან წარმოქმნილი უზარმაზარი ნაყარები (ტერიკონები), ანთროპოგენური ხრამები, ტერიკონები, ზედაპირული ფენების (ქანების) ჩანაქცევები და ა.შ.
[რედაქტირება] სასარგებლო წიაღისეული
მდიდარი და მრავალფეროვანია ევროპის სარესურსო ბაზა. მის ტერიტორიაზე მოიპოვება სამრეწველო მნიშგვნელობის ყველა სახის სასარგებლო წიაღისეული. მისი წიაღი შეიცავს სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მნიშვნელოვან მარაგს. ნავთობ-გაზის მნიშვნელოვანი საბადოებია ვოლგა-ურალში, ჩრდილოეთ კასპიისპირეთში, კავკასიაში, ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე, ნიდელანდებში, დიდ ბრიტანეთში, რუმინეთში, პეჩორის აუზში და სხვ. ქვ ნახშირის მნიშვნელოვანი საბადოებია დონეცკში, პეჩორის აუზში, ზემო და ქვემო სილეზიაში (პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია), რურის და საარის აუზებში (გერმანია), უელსში (დიდი ბრიტანეთი) და სხვ. რკინის მადნის დიდი საბადოებია რუსეთში (ურალი, კურსკის მაგნიტური ანომალია, კოლის ნ.კ.), უკრაინაში (კრივოი-როგი, ქერჩის ნ.კ.), შვედეთში, საფრანგეთში (ლოთარინგია) და სხვ. მარგანეცის მნიშვნელოვანი მარაგი გააჩნია უკრაინას (ნიკოპოლი), საქართველოს (ჭიათურა). ბოქსიტების მნიშვნელოვანი საბადოებია რუსეთში (ურალი, ლენინგრადის ოლქის ტერიტორია), უნგრეთში, საფრანგეთში, იტალიაში და სხვ. ფერადი ლითონების საბადოები უმთავრესად უკავშირდება ჰერცინულ სტრუქტურებს (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, კავკასია და სხვ.). ქვამარილის და სუფრის მარილის დიდი საბადოებია უკრაინაში, ბელორუსიაში, კასპიისპირეთში, წინა ურალში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში. აპატიტების და ნეფელინების მდიდარი საბადოები – კოლის ნ/ კუნძულზე და სხვ.
[რედაქტირება] ძირითადი ოროგრაფიული ერთეულები:
[რედაქტირება] ვაკეები:
აღმოსავლეთ ევროპის ვაკე (ვოლგისპირა, კასპიისპირა, შავი ზღვისპირა, ბალტიისპირა, პოლესიეს და სხვ. დაბლობში; შუა რუსეთის, ვოლგისპირა, ვალდაის, პოდოლის და სხვ, მაღლობები); შუა ევროპის ვაკე, ანუ გერმანია-პოლონეთის დაბლობი, შუა და ქვემო დუნაის დაბლობები, ლომბარდის დაბლობი, გარონის (აქვიტანიის) დაბლობი, ჩრდილო საფრანგეთის (პარიზის) ვაკე და სხვ.
[რედაქტირება] მთები:
კავკასიონი, მცირე კავკასიონი, ურალი, სკანდინავიის, ალპები, პირენეები, ანდალუზიის, აპენინები, დინარიდები, ბალკანები, სამხრეთ ყირიმის, საფრანგეთის ცენტრალური მასივი, ჩეხეთის მასივი, პენინის და სხვ.
[რედაქტირება] ჰავა და კლიმატური რესურსები
მთავარი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებიდან ევროპისათვის აღსანიშნავია გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფის ხასიათი და სანაპირო ხაზის ძლიერი დანაწევრება. კონტინენტის უმეტესი ნაწილის ზომიერ განედებში და ატლანტის ოკეანისპირა მდებარეობამ სანაპირო ხაზის ძლიერი დანაწევრების პირობებში განსაზღვრა ევროპის ჰავის ყველაზე მეტი ოკეანურობა კონტინენტებს შორის. მიუხედავად არცთუ დიდი ტერიტორიისა, იგი გამოირჩევა კლიმატური პირობების მნიშვნელოვანი ნაირგვარობით, რასაც ნათლად ასახავს მეტეოროლოგიური მაჩვენებლების ცვალებადობა დროსა (სეზონების მიხედვით) და სივრცეში (კლიმატური სარტყლების და ოლქების მიხედვით).
ევროპის ძირითადი ნაწილი ზომიერ სარტყელშია, რის გამოც ატმოსფერული პროცესებიდან მთავარ როლს ასრულებს ციკლონური ხასიათის დასავლეთის ქარი, რომლის გავლენითაც მეტწილ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ზღვიური და ზომიერად კონტინენტური ჰავა. ატლანტის ოკეანიდან მონაბერი ზღვიური ჰაერის ტრანსფორმაცია და შესაბამისად კლიმატის შეცვლაც აღმოსავლეთისაკენ მიმართულებით სანაპირო ხაზის ძლიერი დანაწევრების და მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ბარიერების არარსებობის წყალობით, ნელა მიმდინარეობს.
განედის მიხედვით მნიშვნელოვან ფარგლებში იცქელება მზის რადიაციის მაჩვენებლები. წლიური რადიაცია არქტიკულ კუნძულებზე შეადგენს 60-70, ხოლო სამხრეთისაკენ მატულობს 140-150 კ კალ/სმ2 -მდე.
ნალექების წლიური რაოდენობა შიდატერიტორიულად (აგრეთვე სეზონურად) მნიშვნელოვან ფარგლებში იცვლება. კლების საერთო ტენდენცია აღმოსავლეთისაკენ არის მიმართული. ატლანტისპირა და მთების ქარპირა კალთებზე იგი 1000-2000 მმ-ს აღწევს, ხოლო ზოგან ოროგრაფიული ნალექები 4000 მმ-ს აღემატება. სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ნალექების რაოდენობა 500-200 მმ-მდე კლებულობს. აორთქლებადობა ტერიტორიულად 100-1500 მმ ფარგლებში იცვლება.
მეტეოროლოგიური პირობების სეზონური რიტმი ევროპის ჰავის ნაირგვარობის ერთი მხარეა, მეორე კი შიდატერიტორიულად (კლიმატური სარტყლებისა და ოლქების მიხედვით) გამოხატული კონტრასტებია.
ევროპა მდიდარია კლიმატური რესურსებით. ჰავის პირობების ნაირგვარობა შესაძლებელს ხდის განვითარდეს სოფლის მეურნეობა კულტურათა ფართო სპექტრით. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (სოფლის მეურნეობის კულტურათა სითბოთი უზრუნველყოფის მაჩვენებელი) ევროპის ტერიტორიაზე ძალიან დიდ ფარგლებში იცვლება. ტუნდრის ზონაში იგი 400°- ნაკლებია, ხოლო სუბტროპიკულ სარტყელში (ხმელთაშუაზღლვისპირეთი, ამიერკავკასია და სამხრეთი ყირიმი) იგი 5000-6000° აღწევს, რაც ტენით უზრუნველყოფის პირობებში საკმარისია რამდენიმე მოსავლის მისაღებად, თანაც ისეთი კულტურებისათვის, როგორიცაა სუბტროპიკული მეხილეობა, ციტრუსები, ჩაი, ბამბა და სხვა. კონტინენტის დიდი ნაწილი ზომიერ სარტყელშია, სადაც სითბოს რაოდენობა 2000-4000° ფარგლებში იცვლება და შესაძლებელია მოყვანილ იქნეს მრავალი სხვადასხვა კულტურა, დაწყებული საადრეო ბოსტნეულით და დამთავრებული სუბტროპიკული ხილით, ჩაით და ბამბით. ეს არის სოფლის მეურნეობის წამყვანი კულტურების (მარცვლოვანი) ძირითადი ზონა.
ტენის დეფიციტი ყველაზე საგრძნობია სამხრეთ ევროპაში (პირენეს, ბალკანეთის და აპენინის ნახევარკუნძულების შიდა და აღმოსავლეთი ვაკეები, პადანის ვაკე), ქვემო ვოლგისპირეთში, თერგ-ყუმის და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის (მტკვარ- არაქსის) ვაკეებზე, სადაც მიწათმოქმედება მოითხოვს ხელოვნურ მორწყვას.
ჭარბი დატენიანებით ხასიათდება ტუნდრისა და ტყეტუნდრის ზონები, სკანდინავიის დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, შოტლანდიის მთიანეთი, კუნძული ირლანდია, დასავლეთი ალპები, კოლხეთის ზღვისპირა ტერიტორიები და რიგი სხვა რეგიონები, სადაც დაშრობა კარგ შედეგს იძლევა.
ევროპის მნიშვნელოვან ნაწილზე (ხმელთაშუაზღვისპირეთი, ალპები, კარპატები, სამხრეთი ყირიმი, კავკასიის შავი ზღვისპირეთი და სხვა) ჰავა ძალიან ხელსაყრელია საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის. ამ მხრივ მას ვერც ერთი კონტინენტი ვერ შეედრება. ევროპა საერთაშორისო ტურიზმის პირველი რეგიონია.
[რედაქტირება] შიდა წყლები და წყლის რესურსები
ევროპის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ჰავა და რელიეფი ხელსაყრელია ზედაპირული ჩამონადენის განვითარებისათვის. იგი სამხრეთ ამერიკის შემდეგ ყველაზე წყლიანი კონტინენტია, რაც გამოწვეულია მისი ყველაზე მეტი ოკეანურობით.
ბუნების განვითარების პალეოგრაფიულმა პირობებმა, ჰავისა და რელიეფის ნაირგვარობამ, განსაზღვრა შიდა წყლების ჰიდროლოგიური რეჟიმის სხვადასხვა ტიპების ჩამოყალიბება. კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში ჰიდროგრაფიული ქსელის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მეოთხეულის ძველმა გამყინვარებამ. ზედაპირული ჩამონადენის ფენის სისქე ტერიტორიულად მნიშვნელოვან ფარგლებში იცვლება. სკანდინავიის, დასავლეთ ალპების, დასავლეთ კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ქარპირა კალთებზე მისი სისქე 1500 მმ-ს აღემატება. ტერიტორიის ძირითად ნაწილზე იგი 200-დან – 600 მმ-მდეა. ცალკეულ რაიონებში (პირენეს ნ/კუნძულის შიდა ქვაბულები, დუნისპირა ვაკეები, ქვემო ვოლგისპირეთი, თერგ-ყუმის ვაკე, მტკვარ- არაქსის ვაკე და სხვ.) ეს მაჩვენებელი 200 მმ-ზე ნაკლებია.
რელიეფთან და კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით მდინარეთა საზრდოობის რეჟიმის სხვადასხვა ტიპებია ჩამოყალიბებული. დასავლეთ ევროპის ვაკის მდინარეებს (სენა, ტემზა, ლუარა, სევერნი და სხვ.) თანაბარი და უხვი ნალექების და უყინვო ზამთრის პირობებში ახასიათებთ დონეების მცირე რყევადობა, ზამთრის მაქსიმუმით და ზაფხულის მინიმუმით, მაგრამ წყალმარჩხობის გარეშე.
გაცილებით უფრო რთული რეჟიმით ხასიათდებიან შუა ევროპის მდინარეები (ვეზერი, ელბა, ოდერი, ვისლა და სხვ.), რომლებიც გამოედინებიან მთებიდან, სადაც მათ საზრდოობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თოვლის ნადნობი წყალი. შუა და ქვემო დინებაზე ისინი კვეთენ შუა ევროპის ვაკეს და ნათლად გამოხატული წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, რაც დაკავშირებულია ნადნობ წყალთან და გაზაფხულის წვიმებთან. მდინარეები ზამთარში იყინებიან ორი-სამი კვირიდან (დასავლეთში) სამ თვემდე (აღმოსავლეთში).
აღმოსავლეთისაკენ ჰავის კონტინენტურობა მატულობს, ნალექების რაოდენობა კლებულობს, რის გამოც აღმოსავლეთ ევროპის მდინარეთა (ვოლგა, დნეპრი, დონი, პეჩორა, ჩრდილოეთის დვინა და სხვ.) საზრდოობაში მატულობს ნადნობი (თოვლის) წყლის ხვედრითი წილი. წყალდიდობა მკვეთრად არის გამოხატული ზაფხულში, ზამთარში მდინარეები გაცილებით უფრო ხანგრძლივად იყინებიან. მდინარეები, რომლებიც გამოედინებიან მაღალი მთებიდან (ალპების, სკანდინავიის, პირენეების და სხვ.), ხასიათდებიან ზაფხულის წყალდიდობით, რაც დაკავშირებულია ყინულის ნადნობ წყალთან (რონა, ნაწილობრივ დუნაი, რაინი და სხვ.).
მკვეთრად განსხვავებული ჰიდროლოგიური რეჟიმით ხასიათდებიან სამხრეთ (ხმელთაშუაზღვიური) ევროპის მდინარეები, რომლებზეც ნათლად არის გამოხატული დინების სეზონური რყევადობა, ზამთრის წყალდიდობით და ზაფხულის წყალმცირობით. გამონაკლისია მხოლოდ ის მდინარეები, რომლებიც გამოედინებიან მაღალი მთებიდან და ივსებენ ნადნობ წყალს (რონა, პო და სხვ)).
მდინარეთა საზრდოობის მნიშვნელოვანი წყაროა ტბები, ჭაობები და მიწისქვეშა წყლები.
ტბების სიმრავლით ევროპას შეიძლება შევადაროთ მხოლოდ ჩრდილოეთი ამერიკა. მის ტერიტორიაზე წარმოშობის მიხედვით ყველა ტიპის ტბაა. ტერიტორიულად ტბები ძლიერ უთანაბროდ არის განაწილებული. მათი სიმრავლით პირველ რიგში გამოირჩევა ჩრდილო- დასავლეთი ევროპა, განსაკუთრებით კი ფენოსკანდია და კოლა-კარელია, რომელსაც ათას ტბათა მხარეს უწოდებენ და სადაც ტერიტორიის დაახლოებით 10% ტბების წყლის სარკეს უკავია. მათი უმეტესობა ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა. მათგან სიდიდით გამოირჩევიან: ლადოგი (ევროპაში უდიდესი, 17703 კმ2), ონეგი (9609 კმ2)), ვენერნი 3755 კმ2)), ვეტერნი, მელარენი, იმანდრა, საიმა, ინარი, ჩუდი და სხვ. ანალოგიური წარმოშობის ტბები ბევრია მთიან რეგიონებში, განსაკუთრებით ალპებში (ჟენევის, კონსტანის, ციურიხის, მაჯორეს, კომოს და სხვ.). ტექტონიკური წარმოშობის ტბებიდან ყველაზე დიდი (596 კმ2)) და ყველაზე ახალგაზრდაა ბალატონი, რომელსაც უნგრეთის ზღვასაც უწოდებენ. ანალოგიური წარმოშობისაა ბალკანეთის ნ/კუნძულის ყველაზე დიდი ტბები –– პრესპა, ოხრიდი, სევანი სომხეთში და სხვ. მყინვარულ-მორენული წარმოშობის უამრავი მცირე სიდიდის ტბაა შუა ევროპის ვაკეზე (ე.წ. პოოზერის მხარე), აგრეთვე მის გაგრძელებაზე რუსეთის ვაკეზე. ხშირია ვულკანური (აპენინის ნ/კუნძულზე და რაინის ფიქლიან მთებში) და კარსტული წარმოშობის (დინარის მთიანეთი, აპენინის ნ/კუნძული, ტავრის მთები, აგრეთვე დასავლეთი კავკასიონი საქართველოს ტერიტორიაზე და სხვ.)
მრავალფეროვანია ტბების სარესურსო გამოყენება – მტკნარი წყლის მარაგი, სანაოსნო, სარეწაო, საკურორტო და ტურისტული-რეკრეაციული, სხვადასხვა მარილების უშრეტი წყარო და სხვ.
ევროპის შიდა წყლების მნიშვნელოვანი ელემენტია მიწისქვეშა წყლები, მათ შორის მინერალური. მსოფლიოში ცნობილია, ბორჯომის, ესენტუკის, ვიშის, კარლოვი ვარის და სხვ. მინერალური წყლები.
ევროპის მტკნარი წყლის საერთო მარაგი შეადგენს დაახლოებით 1400 ათას კმ3. აქედან მხოლოდ 0,2% (3210 კმ3) მოდის ყველაზე უფრო გამოსაყენებელ, მდინარეთა ჩამონადენზე. ევროპაში 3000 მეტი წყალსაცავია, რომელიც მტკნარი წყლის მნიშვნელოვანი რესურსია.
[რედაქტირება] ნიადაგ-მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო
ევროპის თანამედროვე ლანდშაფტების ხასიათში ნათლად არის გამოხატული ადამიანის მრავალსაუკუნოვანი ბუნებათსარგებლობის გავლენა, რომელიც ველური ბუნების განსაკუთრებით მძლავრი ტრანსფორმატორი გახდა მეოცე საუკუნეში. ბუნებრივი ლანდშაფტების ანთროპოგენური ტრანსფორმაციის ხარისხით ევროპას ვერც ერთი კონტინენტი ვერ შეედრება. ეს განსაკუთრებით ეხება დასავლეთ და სამხრეთ ევროპას, სადაც ველური ბუნება მხოლოდ მაღალმთიან და პოლარულ ზონებში თუ შემოგვრჩა.
ნიადაგ-მცენარეული საფარი და გარკვეულწილად ცხოველთა სამყარო ლანდშაფტის ზონალური კომპონენტებია და მათი ხასიათი და გეოგრაფიული გავრცელება ყველაზე ნათლად ბუნებრივი ზონების მიხედვით მჟღავნდება.
გეოგრაფიული სარტყლები და ბუნებრივი ზონები
ევროპაში გამოხატულია არქტიკული, სუბარქტიკული, ზომიერი და სუბტროპიკული გეოგრაფიული სარტყლების ყველა ბუნებრივი ზონა. კონტინენტის უმეტესი ნაწილი ზომიერი სარტყლის ტყეებს უკავია. ევროპა ყველაზე ოკეანური კონტინენტია, რის გამოც კონტინენტური სექტორის ლანდშაფტების (უდაბნოების, ნახევარუდაბნოების, სტეპების) გავრცელების არეალი სხვა კონტინენტებთან შედარებით
აქ შეზღუდულია.
[რედაქტირება] არქტიკული სარტყელი
ამ სარტყელში ხვდება მხოლოდ ყინულოვანი ოკეანის კუნძულები — შპიცბერგენის და ფრანც-იოსების არქიპელაგები, ახალი მიწის ჩრდილოეთი ნაწილი და რიგი წვრილი კუნძულები. ძლიერ მკაცრი (განსაკუთრებით ფრანც-იოსების და ახალი მიწის კუნძულებზე) ჰავის პირობებში კუნძულების ძირითადი ნაწილი უკავია ყინულოვან და ქვიან უდაბნოებს, მხოლოდ ყინულისაგან თავისუფალ უბნებში განვითარებულია არქტიკული (პოლარული) ტუნდრა მეჩხრად მზარდი მღიერებით, ხავსებით და მრავალწლიანი დაბალი ბალახებით (ქვატეხია, პოლარული ყაყაჩო და სხვ. აგრეთვე პორალური ტირიფის ცალკეული დაბალი ბუჩქები) განუვითარებელ ნიადაგზე. შპიცბერგენზე შედარებით რბილი და ნოტიო ჰავის პირობებში განვითარებულია უფრო მძლავრი ყინულსაფარი. ძლიერ ღარიბია ცხოველთა სამყაროც, დამახასიათებელია ლემინგი, თეთრი დათვი, შპიცბერგენზე — ხარვერძი. ფრინველთა სიმრავლეა, განსაკუთრებით წყლის.
[რედაქტირება] სუბარქტიკულ სარტყელი
სუბარქტიკულ სარტყელს უკავია კონტინენტის ყინულოვანი ოკეანისპირა ვიწრო ზოლი, რომლის სიგანე აღმოსავლეთისაკენ ჰავის სიმკაცრის და კონტინენტურობის გაძლიერებასთან დაკავშირებით მატულობს. იგი ვრცელდება აგრეთვე კუნძულ ისლანდიაზე, ახალი მიწის სამხრეთ ნაწილზე და სანაპიროს გასწვრივ რიგ წვრილ კუნძულებზე. მისი ძირითადი ნაწილი უკავია ტიპურ ტუნდრას, რომელშიც გამოიყოფა ორი ქვეტიპი: ხავს-მღიერიანი ტუნდრა ტორფიან- ლებიან ნიადაგებზე, სადაც გაბატონებულია მწვანე და მურა ხავსები, ირმის ხავსი და მღიერები. მათთან ერთად იზრდება რიგი დაბალტანიანი ბალახები — ქუდუნა, წივანა, ყაყაჩო, ქვატეხია და სხვ., დაბალი ბუჩქები — კეწერა, წყლის იელი, აგრეთვე ქონდარა არყი, პოლარული და მრგვალფოთოლა ტირიფები. ისლანდიის, სკანდინავიისა და ურალის მთებში განვითარებულია მთის ტუნდრა, ჩრდილოეთში 300-500 მ-ზე, სამხრეთში — 1000-1 100 მ-ზე. სამხრეთისაკენ ტუნდრას ცვლის ტყეტუნდრა, რომელშიც შერწყმულია ტუნდრის, ჭაობის და დაბალი მეჩხერი ტყეების ლანდშაფტი. ხემცენარეებიდან დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია არყი და ფიჭვი, ხოლო აღმოსავლეთში — ნაძვი.
ტუნდრაში მობინადრე ცხოველებიდან აღსანიშნავია ლემინგის რამდენიმე სახეობა, ჩრდილოეთის ირემი, ყარსაღი, პოლარული მგელი, სანაპირო წყლებში სელაპი, ფრინველებიდან ტუნდრის გნოლი, თეთრი ბუ, განსაკუთრებით მრავალრიცხოვან გუნდებს, ე.წ.„ფრინველთა ბაზარს”, ქმნიან სანაპიროებზე წყლის ფრინველები.
ტუნდრაში და ტყეტუნდრაში ბუნებათსარგებლობის მთავარი სახეებია მეირმეობა და ნადირობა. ველური ბუნება აღნიშნულ ზონებში სუსტად არის სახეშეცვლილი.
[რედაქტირება] ზომიერი სარტყელი
ევროპის ტერიტორიის ძირითადი და ყველაზე მასიური ნაწილი ზომიერ სარტყელშია, რომელიც ლანდშაფტურად ყველაზე მრავალფეროვანია. სარტყლის უმეტესი ნაწილი უკავია ტყეებს, რომელთა ყველა ტიპის (ზომიერი ჰავის) ეკოსისტემაა დამახასიათებელი.
ტაიგას, ანუ წიწვოვანი ტყეების ზონას, ევროპის ბუნებრივ ზონებს შორის ყველაზე ფართო არეალი გააჩნია დასავლეთში.
მას უკავია თითქმის მთელი სკანდინავიის ნ/კუნძული (გარდა მისი ჩრდილოეთი პერიფერიის და სამხრეთ ნაწილისა) და კარელია-ფინეთი. ყველაზე ფართო არეალი მას გააჩნია რუსეთის ვაკეზე. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ჰავის სიმკაცრე და კონტინენტურობა მატულობს, რასთან დაკავშირებითაც იცვლება ტაიგის ტყეშემქმნელი ჯიშების შემადგენლობა. დასავლეთ ნაწილში ჭარბობს ევროპული ნაძვი (განსაკუთრებით უფრო ტენიან და შედარებით მყუდრო ხეობებში და ოკეანისპირა ზოლში) და ფიჭვი (უმეტესად ზანდრულ ვაკეებზე), ხოლო აღმოსავლეთისაკენ უფრო და უფრო გაბატონებული ხდება სოჭის, ნაძვის და ლარიქსის ციმბირული სახეობები. წიწვიანებში გარეულია წვრილფოთლოვანები –- არყი (იგი ზოგან წმინდა კორომებს ქმნის), ვერხვი, ტირიფი, ცირცელი და სხვ. მდინარეთა ხეობებში გავრცელებულია ჭალის მდელოები, ჭაობის მცენარეები.
მთებში (სკანდინავიის და ურალის) ტაიგა წარმოქმნის მთის მცენარეულობის ქვედა ზონას, რომელსაც სიმაღლით ცვლის ჯერ არყის ტანბრეცილა ტყეები, ხოლო შემდგომ – მთის ტუნდრა.
წიწვოვანი ტყეების ქვეშ განვითარებულია ჰუმუსით ღარიბი ეწერი ნიადაგები, ჩრდილოეთში — ეწერ-ლებიანი.
ცხოველთა სამყარო ტაიგასთან შედარებით უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია — ლოსი, მურა დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, მემინდვრია, ლემინგი; ფრინველებიდან — სოღო, ჟრუნი, მეთხილია, სტვენია, მედუდუკე, კოდალა, ქორი და სხვ.
[რედაქტირება] სუბტროპიკული სარტყელი
სუბტროპიკული სარტყელი მოიცავს სამხრეთ (ხმელთაშუაზღვიურ) და უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ (ამიერკავკასია) ევროპას და უწყვეტ ზოლად არის გადაჭიმული ატლანტის ოკეანიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე.
ევროპაში გამოხატულია სუბტროპიკული სარტყლის ყველა ლანდშაფტი (ბუნებრივი ზონა), დაწყებული სუბტროპიკული უდაბნოებით და ნოტიო მარადმწვანე სუბტროპიკული ტყეებით დამთავრებული. სარტყლის უმეტესი ნაწილი შედის ოკეანურ (ატლანტის) სექტორში, სადაც უმთავრესად გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ტიპის ლანდშაფტი — ხეშეშფოთლოვანი მარადმწვანე ტყე-ბუჩქნარი, რომელიც თითქმის მთლიანად მეორადია. ხეშეშფოთლოვნობა გამოწვეულია ცხელი და გვალვიანი ზამთრით, ხოლო მარადმწვანეობა დაკავშირებულია თბილ და ტენიან ზამთართან. მთიანი რელიეფის პირობებში (პირენეების, აპენინების, ბალკანების და სხვ.) ტიპური ხმელთაშუაზღვიური ლანდშაფტი ყავისფერი ნიადაგებით გამოხატულია პერიფერიულ მთისწინა ვაკეებზე და დაბალმთიან ზონაში (600-700მ-მდე), უფრო მაღლა მას ცვლის ზომიერი ჰავის ფოთოლცვენია და წიწვოვანი ტყეები. ტყეშემქმნელი ჯიშებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია მარადმწვანე მუხები (ქვამუხა, კორპის და სხვ.), კეთილშობილი დაფნა, ფიჭვი, ხემაგვარი ღვია, გარეული ზეთისხილის ხე, მარწყვის ხე, ჭალებში — ოლეანდრე და სხვ. ბუჩქებიდან აღსანიშნავია ზღმარტლი და სხვ. ეს არის მაქვისის ფორმაცია (ყველაზე ტენიანი ტიპი). კირქვიან სუბტრატზე განვითარებულია შედარებით ქსეროფიტული ფორმაცია დაბალი და მეჩხერი ბუჩქებისა და ნახევარბუჩქებისაგან (ქონდარა პალმა, კურდღლისცოცხა, ფსტა და სხვ.), რომელიც დასავლეთ ესპანეთში ატარებს გარიგას სახელს, ხოლო მისი შედარებით დეგრადირებული ვარიანტი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ცნობილია ფრიგანას სახელწოდებით. ყველაზე ქსეროფიტული ფორმაცია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ცნობილია შიბლიაკის (დაბალი ეკლიანი ბუჩქები და ხეები — ბუჩქნარი მუხა, ასკილი, ძეძვი, ჯაგრცხილა და სხვ.) სახელწოდებით.
ხმელთაშუა ზღვის ტიპის ლანდშაფტი გავრცელებულია პირენეს, აპენინის და ბალკანეთის ნახევარკუნძულების პერიფერიულ ნაწილზე და მიმდებარე კუნძულებზე (განსაკუთრებით კორსიკაზე, სარდინიასა და სიცილიაზე), აგრეთვე სამხრეთ ყირიმის მთისწინეთში და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მისი ანალოგიურია ზემო იმერეთის პლატოს ლანდშაფტიც.
ხმელთაშუა ზღვის ტიპის ლანდშაფტის ტერიტორია ხასიათდება უძველესი და მჭიდრო დასახლებით, რამაც განსაზღვრა მისი ველური ბუნების ძლიერი ანთროპოგენური ტრანსფორმაცია.
ხმელთაშუაზღვიური ზონის ფაუნა შედის ჰოლარქტიკული ზოო-გეოგრაფიული ოლქის ხმელთაშუაზღვიურ ქვეოლქში, სადაც ფართოდ არის გავრცელებული ქვეწარმავლები და წყალხმელეთა ცხოველები, მწერები, მდიდარია ფრინველთა ფაუნა, აქ იზამთრებს ზოგიერთი ფრინველი ჩრდილოეთიდან. ძუძუმწოვართა ფაუნა ძლიერ განადგურებულია. პირენეს ნახევარკუნძულზე ბინადრობს მაიმუნთა ოჯახის ევროპაში ერთადერთი წარმომადგენელი — უკუდო მაკაკი. მთებში ბინადრობს გარეული თხა, არჩვი, გარეული ცხვარი (მულფონი).
სუბტროპიკულ სარტყელში შედარებით მცირე ფართობი უკავია ნოტიო სუბტროპიკული ტყეების ზონას, იგი გავრცელებულია კოლხეთის ბარის ტერიტორიაზე, ლენქორანის ვაკეზე და თალიშის მთების მთისწინეთებში. მარადმწვანე ნოტიო სუბტროპიკულ ტყეებს მნიშვნელოვანი ფართობი უკავია გალისიის ვაკეზე (ჩწრდილო-დასავლეთი ესპანეთი, ბისკაის ყურის სანაპირო).
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ხელოვნური ტყის მასივების გაშენებას და ტყის ჯიშობრივ გაუმჯობესებას ფართოფოთლოვნებში გაცილებით უფრო ძვირფასი ჯიშების, ეკოლოგიურად მომგებიანი წიწვოვანების ჩანაცვლებით. დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის კუნძულებზე, თანამედროვე ტყის მასივების უმეტესობა ხელოვნურია.
ევროპის ველური ბუნება კონტინენტებს შორის ადამიანის სამეურნეო საქმიანობით ყველაზე ძლიერ არის სახეშეცვლილი. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვის ისეთ ეფექტურ ფორმა-ღონისძიებათა სისტემას, როგორიცაა ბუნების დაცული ტერიტორიების გაფართოება. მსოფლიოს ბუნების დაცული ტერიტორიების მთლიანი ფართობის მესამედზე მეტი ევროპაზე მოდის.
[რედაქტირება] შენიშვნა
ამიერკავკასიას სამიჯნაო მდებარეობა უკავია ევროპასა და აზიას შორის, რაც გამოხატულია როგორც ბუნებაში, ისე კულტურაში, მაგრამ მიზიდულობა დასავლეთისაკენ უფრო შთამბეჭდავია, მითუმეტეს, ჩვენს დროში, რის გამოც გამართლებულად მიგვაჩნია მთელი კავკასიის განხილვა ევროპის ფარგლებში.