პოლიიზობუტილენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''პოლიიზობუტილენი''' – სინთეზური [[პოლიმერი]]. მაღალმოლეკულური პოლიიზობუტილენი კაუჩუკისებრი [[პროდუქტი]]; დაბალმოლეკულური – ბლანტი სითხე. ახასიათებს ცივდენადობა. მდგრადია ტენის, მჟავებისა და ტუტეების მიმართ. ძირითადად გამოიყენება ელექტრო და ანტიკოროზიულ მასალად ([[პოლიეთილენი|პოლიეთილენთან]], პოლისტირენთან ან ნატურალურ კაუჩუკთან ნარევში).
+
'''პოლიიზობუტილენი''' – ელასტიკური სინთეზური თეთრი ან ნაცრისფერი [[პოლიმერი]]. მაღალმოლეკულური პოლიიზობუტილენი კაუჩუკისებრი პროდუქტია; დაბალმოლეკულური – ბლანტი სითხე. მიიღება იზობუტილენის [[პოლიმერიზაცია|პოლიმერიზაციით]] (პირველად მოახდინა რუსმა მეცნიერმა ა. ბუტლეროვმა 1873 წელს) დაბალ ტემპერატურაზე კატალიზატორის მეშვეობით.
  
 +
მაღალმოლეკულურ პოლიიზობუტილენს ახასიათებს ქიმიური მდგრადობა და მჟავა, ტუტე და წყალმედეგობა, ცივდენადობა, აგრეთვე დიელექტრიკული თვისებები. თითქმის არ ატარებს [[აირი|აირებს]]. უარყოფითი თვისებებიდან გამოსაყოფია დაბალი სიმტკიცე და ცოცვადობა. არ იხსნება სპირტებში, კეტონებსა და რთულ [[ეთერი|ეთერებში]], ნაწილობრივ იხსნება [[ნავთობი|ნავთობსა]] და არომატულ და ქლორირებულ ნახშირწყალბადებში.
  
 +
იგი წვადი მასალაა ([[აფეთქება|აფეთქების]] ტემპერატურა – 231°С, [[აალება|აალების]] ტემპერატურა – 276°С, თვითაალების – 405°С). სამუშაო ზონაში პოლიიზობუტილენის ორთქლის კონცენტრაცია ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ/მ<sup>3</sup>-ს.
  
 +
ძირითადად გამოიყენება ელექტრო და ანტიკოროზიულ მასალად ([[პოლიეთილენი|პოლიეთილენთან]], [[პოლისტირენი|პოლისტირენთან]] ან ნატურალურ კაუჩუკთან ნარევში), საპოხი ზეთების გასასქელებლად, კონსისტენტური საპოხი მასალის დასამზადებლად, [[ლითონი]]ს აპარატურის დასაცავად [[კოროზია|კოროზიისაგან]], [[ფოლადის მილი|ფოლადის მილები]]ს, სარკინიგზო [[ცისტერნა|ცისტერნებისა]] და მჟავების შესანახი ტევადობების შემონაფენად, როგორც [[ჰიდროსაიზოლაციო მასალა]], ელექტროკაბელების შესაფუთად და სხვ.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[კომპოზიტური კონსტრუქციები]]
[[კატეგორია: პოლიმერები]]
+
[[კატეგორია:პოლიმერები]]
 
[[კატეგორია:პოლიმერული აფსკური მასალები]]
 
[[კატეგორია:პოლიმერული აფსკური მასალები]]
 +
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]]
 +
[[კატეგორია:საიზოლაციო მასალები]]
 +
[[კატეგორია:ჰიდროსაიზოლაციო მასალები]]

მიმდინარე ცვლილება 18:27, 13 თებერვალი 2023 მდგომარეობით

პოლიიზობუტილენი – ელასტიკური სინთეზური თეთრი ან ნაცრისფერი პოლიმერია. მაღალმოლეკულური პოლიიზობუტილენი კაუჩუკისებრი პროდუქტია; დაბალმოლეკულური – ბლანტი სითხე. მიიღება იზობუტილენის პოლიმერიზაციით (პირველად მოახდინა რუსმა მეცნიერმა ა. ბუტლეროვმა 1873 წელს) დაბალ ტემპერატურაზე კატალიზატორის მეშვეობით.

მაღალმოლეკულურ პოლიიზობუტილენს ახასიათებს ქიმიური მდგრადობა და მჟავა, ტუტე და წყალმედეგობა, ცივდენადობა, აგრეთვე დიელექტრიკული თვისებები. თითქმის არ ატარებს აირებს. უარყოფითი თვისებებიდან გამოსაყოფია დაბალი სიმტკიცე და ცოცვადობა. არ იხსნება სპირტებში, კეტონებსა და რთულ ეთერებში, ნაწილობრივ იხსნება ნავთობსა და არომატულ და ქლორირებულ ნახშირწყალბადებში.

იგი წვადი მასალაა (აფეთქების ტემპერატურა – 231°С, აალების ტემპერატურა – 276°С, თვითაალების – 405°С). სამუშაო ზონაში პოლიიზობუტილენის ორთქლის კონცენტრაცია ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს 100 მგ/მ3-ს.

ძირითადად გამოიყენება ელექტრო და ანტიკოროზიულ მასალად (პოლიეთილენთან, პოლისტირენთან ან ნატურალურ კაუჩუკთან ნარევში), საპოხი ზეთების გასასქელებლად, კონსისტენტური საპოხი მასალის დასამზადებლად, ლითონის აპარატურის დასაცავად კოროზიისაგან, ფოლადის მილების, სარკინიგზო ცისტერნებისა და მჟავების შესანახი ტევადობების შემონაფენად, როგორც ჰიდროსაიზოლაციო მასალა, ელექტროკაბელების შესაფუთად და სხვ.

[რედაქტირება] წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები