ჰეროდოტე
(ახალი გვერდი: '''ჰეროდოტე''' – (''ძვ. ბერძნ''. Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς, 484-425)- ძველი ბერძენ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ჰეროდოტე''' – (''ძვ. ბერძნ''. Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς, 484-425)- ძველი ბერძენი ისტორიკოსი. | + | '''ჰეროდოტე''' – (''ძვ. ბერძნ''. Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς, 484-425)- ძველი ბერძენი ისტორიკოსი. დაიბადა მცირე აზიაში. პოლიტიკური უთანხმოების გამო დატოვა მშობლიური ქალაქი ჰალიკარნასი. დიდხანს |
| + | ცხოვრობდა [[ათენი|ათენში]]. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელი [[საბერძნეთი]]ს სულიერი კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებთან (პერიკლე, [[სოფოკლე]] და სხვ.) მონაწილეობდა ქ. | ||
| + | თურიუს (სამხრეთ [[იტალია]]) კოლონიზაციაში, სადღაც გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები. | ||
| − | ''ვ. მაცაბერიძე'' | + | ჰეროდოტე მიჩნეულია პირველ ბერძენ ისტორიკოსად, ციცერონმა მას „ისტორიის მამა“ უწოდა. ჰეროდოტეს თხზულება „ისტორია“ (ცხრა წიგნად) წარმოადგენს ბერძენ-სპარსელთა ომების მხატვრულ აღწერას. ისტორიკოსი ბევრს მოგზაურობდა ძველი ცივილიზაციის ქვეყნებში ([[ეგვიპტე]], [[ბაბილონი]]) და ხშირად მწიგნობრული გზით შეძენილ ცოდნასთან ერთად საკუთარ შთაბეჭდილებებსაც გადმოგვცემს. „ისტორიის“ პირველ წიგნებში მოთხრობილია ძვ. წ. V საუკუნეში მცხოვრები განათლებული ბრძენისათვის ცნობილი მსოფლიოს ისტორია. ჰეროდოტე გვაუწყებს, რა დონის ინფორმაციას ფლობდნენ [[ელინები]] [[ეგვიპტე|ეგვიპტის]], [[ბაბილონი]]ს, სპარსეთის, ლიდიის და სხვ. შესახებ. ისტორიკოსი კრიტიკულად იყენებდა თავისი წინამორბედების – [[ლოგოგრაფოსი|ლოგოგრაფოსების]] ნაშრომებს. ჰეროდოტეს დაცული აქვს ძველი ხალხების -ურთიერთობათა დამადასტურებელი მრავალი ხელშეკრულება. |
| + | |||
| + | ჰეროდოტეს „ისტორიაში“ დაცულია ცნობები [[საქართველო]]ს შესახებ და აღწერილია [[ქართველები|ქართველთა]] ზოგიერთი ზნე-ჩვეულება. ჰეროდოტეს თხზულებაში ვხვდებით [[ზღაპარი|ზღაპრებს]], [[თქმულება|თქმულებებს]], [[ლეგენდა|ლეგენდებს]], ანეკდოტებსა და სხვა ფოლკლორულ ჟანრებს. აღსანიშნავია „რამპსინიტის ზღაპარი“, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო [[ეპოსი|ეპოსში]] გავრცელებული ორი ქურდის ციკლის ყველაზე ადრინდელ ჩანაწერს.''ვ. მაცაბერიძე'' | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
* ყაუხჩიშვილი, თ. ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, 1960; | * ყაუხჩიშვილი, თ. ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, 1960; | ||
| − | * ღლონტი ა., ქართული | + | * ღლონტი ა., ქართული ხალხური ნოველა, II, 1966. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]] | + | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] |
| + | * [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]] | ||
[[კატეგორია: ისტორიკოსები]] | [[კატეგორია: ისტორიკოსები]] | ||
[[კატეგორია:ძველი ბერძენი ისტორიკოსები]] | [[კატეგორია:ძველი ბერძენი ისტორიკოსები]] | ||
01:38, 30 ივლისი 2024-ის ვერსია
ჰეროდოტე – (ძვ. ბერძნ. Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς, 484-425)- ძველი ბერძენი ისტორიკოსი. დაიბადა მცირე აზიაში. პოლიტიკური უთანხმოების გამო დატოვა მშობლიური ქალაქი ჰალიკარნასი. დიდხანს ცხოვრობდა ათენში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელი საბერძნეთის სულიერი კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებთან (პერიკლე, სოფოკლე და სხვ.) მონაწილეობდა ქ. თურიუს (სამხრეთ იტალია) კოლონიზაციაში, სადღაც გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები.
ჰეროდოტე მიჩნეულია პირველ ბერძენ ისტორიკოსად, ციცერონმა მას „ისტორიის მამა“ უწოდა. ჰეროდოტეს თხზულება „ისტორია“ (ცხრა წიგნად) წარმოადგენს ბერძენ-სპარსელთა ომების მხატვრულ აღწერას. ისტორიკოსი ბევრს მოგზაურობდა ძველი ცივილიზაციის ქვეყნებში (ეგვიპტე, ბაბილონი) და ხშირად მწიგნობრული გზით შეძენილ ცოდნასთან ერთად საკუთარ შთაბეჭდილებებსაც გადმოგვცემს. „ისტორიის“ პირველ წიგნებში მოთხრობილია ძვ. წ. V საუკუნეში მცხოვრები განათლებული ბრძენისათვის ცნობილი მსოფლიოს ისტორია. ჰეროდოტე გვაუწყებს, რა დონის ინფორმაციას ფლობდნენ ელინები ეგვიპტის, ბაბილონის, სპარსეთის, ლიდიის და სხვ. შესახებ. ისტორიკოსი კრიტიკულად იყენებდა თავისი წინამორბედების – ლოგოგრაფოსების ნაშრომებს. ჰეროდოტეს დაცული აქვს ძველი ხალხების -ურთიერთობათა დამადასტურებელი მრავალი ხელშეკრულება.
ჰეროდოტეს „ისტორიაში“ დაცულია ცნობები საქართველოს შესახებ და აღწერილია ქართველთა ზოგიერთი ზნე-ჩვეულება. ჰეროდოტეს თხზულებაში ვხვდებით ზღაპრებს, თქმულებებს, ლეგენდებს, ანეკდოტებსა და სხვა ფოლკლორულ ჟანრებს. აღსანიშნავია „რამპსინიტის ზღაპარი“, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ეპოსში გავრცელებული ორი ქურდის ციკლის ყველაზე ადრინდელ ჩანაწერს.ვ. მაცაბერიძე
ლიტერატურა
- ყაუხჩიშვილი, თ. ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, 1960;
- ღლონტი ა., ქართული ხალხური ნოველა, II, 1966.