მცირე თოლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მცირე თოლია''' (ლათ. Larus minutus Pallas, 1776) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლი...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Mcire tolia.PNG|thumb|200px|მცირე თოლია]]
 
'''მცირე თოლია''' (ლათ. Larus minutus Pallas, 1776) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან.
 
'''მცირე თოლია''' (ლათ. Larus minutus Pallas, 1776) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან.
 +
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* რიგი − [[თოლიასნაირნი]] (Lariformes)
 
* რიგი − [[თოლიასნაირნი]] (Lariformes)

მიმდინარე ცვლილება 23:43, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

მცირე თოლია

მცირე თოლია (ლათ. Larus minutus Pallas, 1776) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.

მცირე თოლია პატარა ზომისაა, ფრთა 210-230 მმ-ია, ნისკარტი – 20-25 მმ, წონა 100-150 გ. სქესთა შორის სიდიდესა და შეფერილობაში განსხვავება არაა. ზრდასრულ ფრინველს ზაფხულში თავი ელვარე შავი აქვს; ზურგი, მხრები და ფრთების ზემო მხარე – ღია მოცისფრო რუხი. ფრთაზე განივად და მის უკანა კიდეზე თეთრი ზოლებია. ფრთების ქვემო მხარე რუხია. დანარჩენი ბუმბულსაფარველი სუფთა თეთრია. ზამთარში თავი თეთრდება და მხოლოდ კეფაზე რჩება მოშავო ლაქები. ნისკარტი მოშავო-წითელია, ხოლო ფეხები – წითელი. ახალგაზრდები ზემო მხრიდან მოშავო-რუხია, თეთრი ზოლებით; კუდი თეთრია, მაგრამ ბოლოში შავი ზოლი აქვს. ნისკარტი მოშავოა, ფეხები – მორუხო-ხორცისფერი.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ რეგიონს ევროპისა და აზიის ზომიერ სარტყელში. დასავლეთით მოიპოვება გერმანიასა და დანიაში; ჩრდილოე-სამხრეთ შვეციაში, ფინეთში, არხანგელსკსა და პეჩორის დელტასთან. შემდეგ ციმბირში – ჩანისა და ზაისანის ტბებზე, ხოლო ისევ იზოლირებული არეალი – ბაიკალსა და იმიერბაიკალეთში, აგრეთვე ამიერკავკასიაში (ძირითადად სევანზე). ზამთრობს ხმელთაშუა, შავ და კასპიის ზღვებზე, იაპონიასა და სამხრეთ ჩინეთში. საქართველოში ცნობილია როგორც მოზამთრე ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს უპირატესად შიდა წყალსატევებზე, ტბებისა და მდინარეების დაჭაობებულ სანაპიროებზე, უხვად განვითარებული წყლის მცენარეულობით. ბუდობს ზღვის სანაპირო ზოლშიც. ზამთარში მოიპოვება როგორც ტბებსა და მდინარეებზე, ისე ზღვებზეც.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს კოლონიებად. ბუდეს აგებს ორივე სქესის ფრინველი, ხმელი ბალახისაგან. ზოგჯერ ბუდე წარმოადგენს მოლუსკების ნიჟარების გროვაში უბრალო ჩაღრმავებას. მაისის მეორე ნახევარში დებს 2-3 კვერცხს. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 23 დღეს აღწევს.

[რედაქტირება] კვება

მცირე თოლიის საკვებ რაციონში ძირითადია ნაირგვარი მწერებიბუზები, ხოჭოები, ნემსიყლაპიები, კალიები. იკვებება კიბოსნაირებით, მოლუსკებით, ჭიებით, ხოლო ხერხემლიანებიდან – პატარა ზომის თევზებითაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სოფლის მეურნეობისათვის სასარგებლო ფრინველია.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები