იამბიკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
| − | აღორძინების პერიოდში ქართული | + | აღორძინების პერიოდში ქართული [[ლექსი]]ს გავლენით ურითმო იამბიკოებთან ერთად რითმიანი იამბიკოებიც იქმნებოდა. |
17:08, 4 აგვისტო 2025-ის ვერსია
იამბიკო - (ბერძ.) ბერძნულ-ბიზანტიური ლექსის ერთერთი სახეობა: თორმეტმარცვლიანი ურითმო ლექსი ხუთტაეპიანი სტროფებით; ცეზურა მოდის ხუთი, იშვიათად, შვიდი მარცვლის შემდეგ.
ბერძნულ-ბიზანტიური პოეზიიდან იამბიკო გავრცელდა ქართულ სასულიერო პოეზიაში:
- მიჰხედენ მხსნელო, ჯუარს-ცუმულმან ხორციელად
- მშობელსა შენსა, უბიწოსა ქალწულსა,
- შეურვებულსა ეტყოდე შენ, სულგრძელო,
- – ნუ მწუხარე ხარ, ღირსო, ვნებასა ჩემსა,
- რამეთუ აღვდგე მკუდრეთით, ვითარცა ღმერთ ვარ.
- მიჰხედენ მხსნელო, ჯუარს-ცუმულმან ხორციელად
აღორძინების პერიოდში ქართული ლექსის გავლენით ურითმო იამბიკოებთან ერთად რითმიანი იამბიკოებიც იქმნებოდა.