საქართველოს მთათაშორისი ბარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საქართველოს მთათაშორისი ბარი''' – მდებარეობს [[კავკასიონის მთიანეთი|კავკასიონსა]] და [[მცირე კავკასიონი|მცირე კავკასიონს]] შორის. იგი ოროგრაფიული თვალსაზრისით ნაირგვარია. აქ გვხვდება ვაკე-დაბლობები, მთისწინეთის გორაკ-ბორცვები, დაბალმთიანი და ზოგჯერ საშუალომთიანი [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]]ც. ბარი ძირითადად ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე მდებარეობს. მიუხედავად ამისა, საშუალო სიმაღლის ლიხისა და ცივ-გომბორის ქედები მასთან ერთად განიხილება. ეს განპირობებულია აღნიშნული ქედების საქართველოს მთათაშორის ბარში ცენტრალური მდებარეობით, თუმცა ლანდშაფტური თვალსაზრისით გაცილებით მეტია მათი მსგავსება კავკასიონსა და მცირე კავკასიონთან.
+
'''საქართველოს მთათაშორისი ბარი''' – მდებარეობს [[კავკასიონის მთიანეთი|კავკასიონსა]] და [[მცირე კავკასიონი|მცირე კავკასიონს]] შორის. იგი ოროგრაფიული თვალსაზრისით ნაირგვარია. აქ გვხვდება ვაკე-დაბლობები, მთისწინეთის გორაკ-ბორცვები, დაბალმთიანი და ზოგჯერ საშუალომთიანი [[რელიეფი (გეოგრაფია)|რელიეფი]]ც. ბარი ძირითადად ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე მდებარეობს. მიუხედავად ამისა, საშუალო სიმაღლის [[ლიხის ქედი|ლიხისა]] და ცივ-[[გომბორის ქედი|გომბორის ქედები]] მასთან ერთად განიხილება. ეს განპირობებულია აღნიშნული ქედების საქართველოს მთათაშორის ბარში ცენტრალური მდებარეობით, თუმცა ლანდშაფტური თვალსაზრისით გაცილებით მეტია მათი მსგავსება კავკასიონსა და მცირე კავკასიონთან.
  
 
ოროგრაფიულად საქართეელოს მთათაშორისი ბარი იყოფა დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებად.  
 
ოროგრაფიულად საქართეელოს მთათაშორისი ბარი იყოფა დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებად.  

11:46, 22 დეკემბერი 2025-ის ვერსია

საქართველოს მთათაშორისი ბარი – მდებარეობს კავკასიონსა და მცირე კავკასიონს შორის. იგი ოროგრაფიული თვალსაზრისით ნაირგვარია. აქ გვხვდება ვაკე-დაბლობები, მთისწინეთის გორაკ-ბორცვები, დაბალმთიანი და ზოგჯერ საშუალომთიანი რელიეფიც. ბარი ძირითადად ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლემდე მდებარეობს. მიუხედავად ამისა, საშუალო სიმაღლის ლიხისა და ცივ-გომბორის ქედები მასთან ერთად განიხილება. ეს განპირობებულია აღნიშნული ქედების საქართველოს მთათაშორის ბარში ცენტრალური მდებარეობით, თუმცა ლანდშაფტური თვალსაზრისით გაცილებით მეტია მათი მსგავსება კავკასიონსა და მცირე კავკასიონთან.

ოროგრაფიულად საქართეელოს მთათაშორისი ბარი იყოფა დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებად.

სარჩევი

კოლხეთის დაბლობი

დასავლეთი ნაწილი ანუ კოლხეთის ბარი დახრილია შავი ზღვისაკენ. იგი მოიცავს გორაკ-ბორცვიან ზოლს, კოლხეთისა და ზღვისპირა დაბლობებს.

კოლხეთის დაბლობის ძირითადი ნაწილი მოთავსებულია ოჩამჩირეს, ქობულეთსა და ზესტაფონს შორის. მას აქვს სამკუთხედის ფორმა, რომლის ფუძე ებჯინება ზღვას. ჰიფსომეტრიულად ყველაზე დაბალია ზღვისპირა ზოლი. ტბებისა და ჭაობების (მაგალითად, პალიასტომის ტბის, იმნათის, გრიგოლეთისა და მალთაყვის ჭაობების) ფსკერი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. დაბლობის დასავლეთი და ცენტრალური ნაწილი აბსოლუტურად ბრტყელი ვაკეა, რომელიც ოდნავაა დახრილი დასავლეთისაკენ, განაპირა ნაწილის ზედაპირი კი გაცილებით მეტი დაქანებით გამოირჩევა. გვხვდება მცირე ზომის ბორცვებიც. დაბლობზე დიდი მდინარეები (ენგური, რიონი, ცხენისწყალი, ყვირილა) ქმნიან გამოზიდვის კონუსებს.

კოლხეთის დაბლობის გაგრძელებაზე, სანაპიროს გასწვრიე მდებარეობს ზღვისპირა ვაკეები: ჩრდილოეთში – ბიჭვინთის, სამხრეთში კი – კახაბრისა და გონიოს.

კოლხეთის დაბლობის მიმდებარედ გადაჭიმულია მთისწინეთის გორაკბორცვიანი ზოლი. მისი ჩრდილოეთი ნაწილი შედარებით განიერია (სამეგრელოს ფარგლებში იგი 40 კმ-მდე აღწევს. აქ ყველაზე მნიშენელოეანი ოროგრაფიული ერთეულია ცენტრალური ოდიშის პლატო (ურთის მთა, უნაგირას სერი, ოკრიბა-არგვეთის სერი) სამხრეთის ბორცვიანი ზოლი შედარებით ვიწროა. იგი იყოფა გურიისა ღა სამხრეთ იმერეთის მთისწინეთებად.

საქართველოს ბარის ცენტრალური ნაწილი

საქართველოს ბარის ცენტრალური ნაწილი მცირე ფართობისაა. აქ წარმოდგენილია იმერეთის მაღლობი, რომელიც ასიმეტრიულია: დასავლეთი ნაწილი უფრო ფართოა, ვიდრე აღმოსავლეთი. ოროგრაფიულად ყველაზე მაღალია ლიხის ანუ სურამის ქედი, რომელიც შავი და კასპიის ზღვების მდინარეთა წყალგამყოფია. იგი აკავშირებს რაჭის ქედს მესხეთის ქედთან, რითაც იქმნება ერთგვარი „ხიდი“ კავკასიონსა და მცირე კავკასიონს შორის.

ლიხის ქედი საშუალო სიმაღლისაა (1500-1600 მ) და ძლიერ დასერილია ღრმა ხეობებითა და კანიონებით.

აღმოსავლთ საქართველოს ბარი

საქართველოს მთათაშორისი ბარის აღმოსავლეთი ნაწილი (აღმოსავლეთის საქართველოს ბარი) ფართობით ყველაზე დიდია და ოროგრაფიულად ნაირგვარი. აქ გამოიყოფა: შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და ალაზნის ვაკეები. ივრის ზეგანი, ელდარის დაბლობი და ცივ-გომბორის ქედი.

შიდა ქართლის ბარი მოქცეულია კავკასიონსა და თრიალეთის ქედებს შორის. იგი გადაჭიმულია სოფ. ქვიშხეთიდან (ხაშურის რაიონი) სოფ. ძეგვამდე (მცხეთის რაიონი) დაახლოებით 90 კმ მანძილზე. მაქსიმალერ სიგანეს (30 კმ) გორის მერიდიანზე აღწევს. მისი უმნიშვნელოვანესი ოროგრაფიული ერთეულია შიდა ქართლის ვაკე, რომელიც მოიცავს მდ. მტკვრის შუა წელის ხეობას. ტარიფონ-მუხრანის ვაკესა და მათ შორის მოქცეულ კეერნაქის სერს. ვაკის სიმაღლეა 450-800 მ. ხოლო კეერნაქის სერის უმაღლესი მწვერვალების (ზეგარდა, კეერნა) სიმაღლე ზღვის დონიდან 1000 მ-ს აღემატება.

ქვემო ქართლის ბარი გადაჭიმელია ქ. თბილისიდან მდ. ხრამის შესართავამდე. მცირე კავკასიონიდან ივრის ზეგნამდე. მისი უდიდესი ნაწილი ზღვის დონიდან 260-400 მ. სამაღლეზე მდებარეობს. ზოგან კი 700 მ-ს და მეტსაც აღწევს. ოროგრაფიულად მოიცავს რამდენიმე ერთეულს: თბილისის ქვაბულს, მტკვრის ხეობას, იაღლუჯის მაღლობს, მარნეულისა და გარდაბნის ვაკეებს, თრიალეთისა და ლოქის ქედების მთისწინეთის გორაკ-ბორცვებს.

წყარო

საქართველოს გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები