სამშენებლო ბლოკი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:SamSeneblo bloki.JPG|thumb|ბეტონის სამშენებლო ბლოკი]] | [[ფაილი:SamSeneblo bloki.JPG|thumb|ბეტონის სამშენებლო ბლოკი]] | ||
| − | '''სამშენებლო ბლოკი''' − ქარხნული წესით დამზადებული კონსტრუქციული ასაწყობი ელემენტი ან ნაკეთობა გამოყენებული [[მშენებლობა]]ში. მისი სახეობებია: მძიმე ან [[მსუბუქი ბეტონი]]ს, [[ქაფბეტონი]]ს, გაზობეტონის, გაზოსილიკატური, [[პოლისტირენი]]ს, [[ქაფპოლისტირენი]]ს, [[კერამიკა|კერამიკის]], [[არბოლიტი]]ს, კლინკერული, კედლის, მოცულობითი, საცხოვრებელი, საყალიბე, საძირკვლის, თბოსაიზოლაციო, თბოეფექტური სხვ. მათ დასამზადებლად გამოიყენება: [[კვარცის ქვიშა]], ხრეში ან [[ღორღი]] (ფრაქციით 5-20 მმ), [[ფოლადი]]ს ან [[მინაპლასტიკის არმატურა]], [[პემზა]], წიდა, [[პორტლანდცემენტი]], წყალი და სხვ. ქიმიური დანამატები. | + | '''სამშენებლო ბლოკი''' − ქარხნული წესით დამზადებული კონსტრუქციული ასაწყობი ელემენტი ან ნაკეთობა გამოყენებული [[მშენებლობა]]ში. მისი სახეობებია: მძიმე ან [[მსუბუქი ბეტონი]]ს, [[ქაფბეტონი]]ს, გაზობეტონის, გაზოსილიკატური, [[პოლისტირენი]]ს, [[ქაფპოლისტირენი]]ს, [[კერამიკა|კერამიკის]], [[არბოლიტი]]ს, კლინკერული, კედლის, მოცულობითი, საცხოვრებელი, საყალიბე, საძირკვლის, თბოსაიზოლაციო, თბოეფექტური სხვ. მათ დასამზადებლად გამოიყენება: [[კვარცის ქვიშა]], ხრეში ან [[ღორღი]] (ფრაქციით 5-20 მმ), [[ფოლადი]]ს ან [[მინაპლასტიკის არმატურა]], [[პემზა]], [[წიდა]], [[პორტლანდცემენტი]], წყალი და სხვ. ქიმიური დანამატები. |
[[ფაილი:Arbolitis kedlis bloki.JPG|thumb|მარცხნივ|არბოლიტის კედლის ბლოკი]] | [[ფაილი:Arbolitis kedlis bloki.JPG|thumb|მარცხნივ|არბოლიტის კედლის ბლოკი]] | ||
15:23, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია
სამშენებლო ბლოკი − ქარხნული წესით დამზადებული კონსტრუქციული ასაწყობი ელემენტი ან ნაკეთობა გამოყენებული მშენებლობაში. მისი სახეობებია: მძიმე ან მსუბუქი ბეტონის, ქაფბეტონის, გაზობეტონის, გაზოსილიკატური, პოლისტირენის, ქაფპოლისტირენის, კერამიკის, არბოლიტის, კლინკერული, კედლის, მოცულობითი, საცხოვრებელი, საყალიბე, საძირკვლის, თბოსაიზოლაციო, თბოეფექტური სხვ. მათ დასამზადებლად გამოიყენება: კვარცის ქვიშა, ხრეში ან ღორღი (ფრაქციით 5-20 მმ), ფოლადის ან მინაპლასტიკის არმატურა, პემზა, წიდა, პორტლანდცემენტი, წყალი და სხვ. ქიმიური დანამატები.
ტერმინში „სამშენებლო ბლოკი“, ძირითადად, მოიაზრება მძიმე ან მსუბუქი ბეტონისგან დამზადებული ცალობითი ბლოკი, რომლის სტანდარტული ზომებია: 10x20x40 სმ, 15x20x40 სმ, 20x20x40 სმ, 30x20x40 სმ. მიღებულია, რომ ზომები უნდა იყოს 50 მმ მოდულის ჯერადი. ბლოკების დამზადება, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია სამშენებლო ობიექტზეც. ბლოკის საპირე ზედაპირი შეიძლება იყოს გლუვი ან დაღარული.
სამშენებლო ბლოკი გამოყენების ძირითადი სფეროებია: საცხოვრებელი, საზოგადოებრივი, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გარე შემომზღუდავი კონსტრუქციები (თვითმზიდი ან მზიდი კედლები) სათავსის შიგნით ნორმალური თბო- და ტენიანობითი რეჟიმით. აგრესიული გარემოს არსებობის შემთხვევაში კედლის შიდა ზედაპირი დაცული უნდა იყოს აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისაგან. მასალის მიხედვით სამშენებლო ბლოკი არსებობს: აგურის, კერამიკული, წვრილმარცვლოვანი, მსუბუქი უჯრედოვანი ბეტონის, არბოლიტის და ბუნებრივი თლილი ქვის; დანიშნულების მიხედვით: საძირკვლის, კედლის (ჩვეულებრივი, საპირე ერთმხრივი, საპირე ორმხრივი) და თბოსაიზოლაციო; კონსტრუქციის მიხედვით: მასიური ან სიღრუეებიანი (წონის შესამცირებლად და თბო ტექნიკური პარამეტრების გასაზრდელად).
იხილე აგრეთვე
- ბეტონის ბლოკი
- ბეტონის მსუბუქი ბლოკი
- ბეტონის საკედლე ქვა
- კლინკერული ბლოკი
- პემზის ბლოკი
- საკედლე ბლოკი
- გაზოსილიკატური სამშენებლო ბლოკი
- სამშენებლო ბლოკი კოტებით
- სამშენებლო საგზაო ბლოკი
- სამშენებლო ბლოკი საჭერლებით
- საძირკვლის ბლოკი