პტოლემაიოსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხაზი 25: ხაზი 25:

ბერენიკე V (ჩვ.წ.-მდე 57-55 წწ.),

ბერენიკე V (ჩვ.წ.-მდე 57-55 წწ.),

პტოლემაიოს XII (ჩვ.წ.-მდე 55-51),

პტოლემაიოს XII (ჩვ.წ.-მდე 55-51),

კლეოპატრა VII და პტოლემაიოს XIII (ჩვ.წ.-მდე 51-47 წწ.),

[[კლეოპატრა VII]] და პტოლემაიოს XIII (ჩვ.წ.-მდე 51-47 წწ.),

კლეოპატრა VII და პტოლემაიოს XIV (ჩვ.წ.-მდე 47-44),

კლეოპატრა VII და პტოლემაიოს XIV (ჩვ.წ.-მდე 47-44),

კლეოპატრა VII და პტოლემაიოს XV (ცეზარიონი), (ჩვ.წ.-მდე 44- 30 წწ. ).

კლეოპატრა VII და პტოლემაიოს XV (ცეზარიონი), (ჩვ.წ.-მდე 44- 30 წწ. ).

მიმდინარე ცვლილება 23:24, 9 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

პტოლემაიოსები – მაკედონიური წარმოშობის სამეფო დინასტია, რომელიც მართავდა ეგვიპტეს ჩვ.წ.-მდე 305-30 წლებში (ელინისტირი პერიოდი). დააარსა პტოლემაიოსმა, ლაგის შვილმა, რომელმაც ხელში ჩაიგდო ეგვიპტე ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ (ჩვ.წ.-მდე 323 წ.), როცა მისმა გენერლებმა იმპერია დაინაწილეს.

პტოლემაიოსი არ იყო გამორჩეული ალექსანდრეს გენერლებს შორის, მაგრამ მათ ბავშვობის მეგობრობა აკავშირებდათ. პტოლემაიოსი ყველანაირად ცდილობდა, ალექსანდრესთან ასოცირებული ყოფილიყო. მან აღწერა ალექსანდრეს ცხოვრება. თუმცა ნაწარმოებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მან დიდი ზეგავლენა მოახდინა იმდროინდელ ბიოგრაფებზე. პტოლემაიოსმა ასევე მოახერხა ალექსანდრე დიდის ეგვიპტეში ჩამოსვენება. ალექსანდრე დაკრძალა მემფისში, მაკედონიური წესის მიხედვით (ზოგიერთ გენერალს ალექსანდრეს მაკედონიაში ჩასვენება უნდოდა). თავისი მიზნის მისაღწევად პტოლემაიოსმა მოაკვლევინა კლეომენესი, რომელიც ეგვიპტის მმართველად თავად ალექსანდრემ დანიშნა. ჩვ.წ.-მდე 305 წლამდე ის მართავდა ეგვიპტეს ჯერ როგორც ალექსანრე დიდის ნახევარი ძმის, ფილიპე არიდეოსის, შემდეგ კი მისი შვილის, ალექსანდრე IV-ის ნაცვალი, 305 წელს კი ავიდა ეგვიპტის ტახტზე, როგორც პტოლემაიოს I სოტერი.

პტოლემაიოსების პერიოდს სხვადასხვაგვარად განიხილავენ. ეგვიპტოლოგიაში ის ხანდახან საკუთრივ ეგვიპტის ისტორიის დასასრულად არის მიჩნეული, მაგრამ ზოგიერთი თვალსაზრისით ეს იყო ეგვიპტის ისტორიის ერთ-ერთი ბრწყინვალე პერიოდი, რადგან პტოლემაიოს I არა მარტო ცდილობდა, ალექსანდრესთან ასოცირებული ყოფილიყო, ის აგრძელებდა ალექსანდრეს მიერ დაწყებულ ტრადიციას, რაც მაკედონელების დაპყრობილი ტერიტორიების ინტეგრირებაში გამოიხატებოდა. თუმცა პოლიტიკური დამოუკიდებლობა საბოლოოდ დასრულდა, ეგვიპტური კულტურა აგრძელებდა განვითარებას ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, და ორი დიდი კულტურის ურთიერთზეგავლენის პროცესში მრავალი შედევრი შეიქმნა.

პტოლემაიოსებმა ალექსანდრია იმდროინდელი სამყაროს ერთ-ერთ უმნიშველოვანეს კულტურულ ცენტრად გადააქციეს. ამ პროცესში უდიდესი როლი ითამაშა პტოლემაიოს I-ის მიერ ალექსანდრიის ბიბლიოთეკის და აკადემიის დაარსებამ და ალექსანდრიაში ცნობილი ინტულექტუალების მოზიდვამ – ტრადიცია, რომელიც შემდეგმა პტოლემაიოსებმაც გააგრძელეს.

პტოლემაიოსების დინასტია შემდეგი მეფეებისაგან შედგება:
პტოლემაიოს I სოტერი (ჩვ.წ.-მდე 305-282 წწ.),
პტოლემაიოს II ფილადელფოსი (ჩვ.წ.-მდე 282-246 წწ.),
პტოლემაიოს III ევერგეტოსი (ჩვ.წ.-მდე 246-222 წწ.),
პტოლემაიოს IV ფილოპატორი (ჩვ.წ.-მდე 222-205 წწ.),
პტოლემაიოს V ეპიფანოსი (ჩვ.წ.-მდე 205-180 წწ.),
პტოლემაიოს VI ფილომეტორი (ჩვ.წ.-მდე 180-145 წწ.),
პტოლემაიოს VII ნეოს ფილოპატორი (ჩვ.წ.-მდე 145-144 წწ.),
პტოლემაიოს VIII ევერგეტოს II (ჩვ.წ.-მდე 145-116 წწ.),
კლეოპატრა III და პტოლემაიოს IX სოტერი II (ჩვ.წ.-მდე 116-107 წწ.),
კლეოპატრა III და პტოლემაიოს X ალექსანდრე I (ჩვ.წ.-მდე 107-101 წწ.),
პტოლემაიოს X ალექსანდრე I და კლეოპატრა ბერენიკე (ჩვ.წ.-მდე 101-88 წწ.),
პტოლემაიოს IX სოტერი II (ჩვ.წ.-მდე 88-81 წწ.),
კლეოპატრა ბერენიკე და პტოლემაიოს XI ალექსანდრე II (ჩვ.წ.-მდე 80 წ.),
პტოლემაიოს XII თეოს ფილოპატორ ფილადელფოს ნეოს დიონისიოსი (ასევე აულეტოსი, „ფლეიტისტი“),(ჩვ.წ.-მდე 80-58წწ),
კლეოპატრა ტრიფანია და ბერენიკე IV (ჩვ.წ.-მდე 58-57 წწ ),
ბერენიკე V (ჩვ.წ.-მდე 57-55 წწ.),
პტოლემაიოს XII (ჩვ.წ.-მდე 55-51),
კლეოპატრა VII და პტოლემაიოს XIII (ჩვ.წ.-მდე 51-47 წწ.),
კლეოპატრა VII და პტოლემაიოს XIV (ჩვ.წ.-მდე 47-44),
კლეოპატრა VII და პტოლემაიოს XV (ცეზარიონი), (ჩვ.წ.-მდე 44- 30 წწ. ).

კლეოპატრას გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტე რომის პროვინცია ხდება. მისი გარდაცვალებით სრულდება ასევე ელინიზმის პერიოდი.

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები