უაჯეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''უაჯეტი''' – (ეგვ. ''W3d.t''), უძველესი ქვემო ეგვიპტური ქალღმერთი. ეთ...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:05, 13 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

უაჯეტი – (ეგვ. W3d.t), უძველესი ქვემო ეგვიპტური ქალღმერთი. ეთაყვანებოდნენ კობრას (ურეუსის გველის) სახით. იყო წინადინასტიური ჩრდილოეთ ეგვიპტური სამეფოს და მისი დედაქალაქის, ბუტოს (ეგვ. „პე“) მფარველი. ბუტოს „უაჯეტის სახლსაც“ (ეგვ. Pr W3d.t) ეძახდნენ. ეგვიპტურად „უაჯეტი“ ასევე ნიშნავს პაპირუსს, „მწვანეს“ „ქვემო ეგვიპტის გვირგვინს“, ასე რომ ქალღმერთის სახელი იყო „მწვანე, პაპირუსის ფერისა“. პაპირუსი ჩრდილოეთ ეგვიპტური სამეფოს, ეგვიპტის გაერთიანების შემდეგ კი ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის სიმბოლო იყო. სახელმწიფოსთან და მეფესთან ასოცირებული ქალღმერთის მნიშვნელობა უაჯეტმა ქვეყნის გაერთიანების შემდეგაც შეინარჩუნა. სამხრეთ ეგვიპტის მფარველთან, ნეხბეტთან ერთად, დაიმკვიდრა ადგილი სამეფო ტიტულატურაში („ორი ქალღმერთის“ ელემენტში) და სამეფო გვირგვინზე.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები