ხემბისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ხემბისი''' – ბერძნები ეძახდნენ ხემბისს (ან ხემისს) კუნძულს [[ბ...) |
მიმდინარე ცვლილება 00:06, 16 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ხემბისი – ბერძნები ეძახდნენ ხემბისს (ან ხემისს) კუნძულს ბუტოს ტაძრის მახლობლად. ეგვიპტური ტრადიციის თანახმად, ეს „მცურავი“ კუნძული იყო (ჰეროდოტე, II. 156). მისი ეგვიპტური სახელია „hbitj“, რაც შესაძლოა „ქვემო ეგვიპტის ხელმწიფის პაპირუსის ბარდებს“ ნიშნავს. ამ კუნძულზე ისიდამ გააჩინა ხორი. იმისათვის, რომ სეტხს ჩვილისათვის არ მიეგნო, ქალღმერთმა უტომ ის მცურავ კუნძულად გადააქცია.