ხეპრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხეპრი''' – (ეგვ.), ხოჭოს სახის (სკარაბეოსი) პირველქმნილი ღვთა...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:38, 16 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ხეპრი – (ეგვ.), ხოჭოს სახის (სკარაბეოსი) პირველქმნილი ღვთაება. ეგვიპტელთა წარმოდგენით ეს ხოჭო, რომელიც ნილოსის შლამში ცხოვრობდა, დედამიწის შემქმნელიც იყო. მისი სახელი დაკავშირებულია სიტყვასთან „hpr“, „წარმოქმნა“, „შექმნა“. ხეპრი ძალიან ადრე გახდა ატუმის გამოვლინების ერთ-ერთი სახე და მას საკუთარი კულტი არ ჰქონია. ატუმის და რას შერწყმის შემდეგ ბუნებრივად მოხდა რას და ხეპრის შერწყმაც, რის შედეგადაც ის ხტონიურიდან სოლარულ ღვთაებად გარდაიქმნა და ამომავალი მზის სახე მიიღო, რაც მისი არსებიდან და სახელიდან გამომდინარეობდა. იმავდროულად, ხეპრი ნუტის შვილიც გახდა, რადგან ზეცის ქალღმერთი მზეს ყოველ დილას ხეპრის სახით შობდა. გამოისახებოდა როგორც ხოჭო, ან ადამიანის ტანით და ხოჭოს თავით.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები