ხეტეპეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ხეტეპეტი''' – საკულტო ადგილი, რომელიც, [[პირამიდების ტექსტებ...) |
მიმდინარე ცვლილება 01:07, 16 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ხეტეპეტი – საკულტო ადგილი, რომელიც, პირამიდების ტექსტების თანახმად, ჰელიოპოლისის ჩრდილოეთით მდებარეობდა. აქ ეთაყვანებოდნენ ქალღმერთს, რომელსაც „ხეტეპეტის ქალბატონი“ (ეგვ. Nb.t Htpt) ერქვა და ძალიან ადრე მოიხსენიება, როგორც ატუმის ცოლი. ასევე ძალიან ადრე მოხდა მისი შერწყმა ხატხორთან, რომელიც, ზოგიერთი ვარაუდის თანახმად, ატუმის და რას გაიგივების შემდეგ რას ცოლი სწორედ ხეტეპეტთან შერწყმის წყალობით გახდა.